ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2009


ძმას

შეხედე სამყაროს, ისევ ფარსია,
თითქოს, სუყველას გულებს აცლიან,
თითქმის ცოცხალი უკვე მკვდარია,
შენზე ამბობენ, ნახე მთვრალია.
შენ გაქ სიმთვრალე სიყვარულისგან,
ამათ კი, გული სიბოროტისგან,
ვეღარ არჩევენ ვერაფერს ქვეყნად,
მოკეთეს აღიქვამენ როგორც მტერად.
წამოდი, ერთად დავლიოთ რამე,
იქნებ დარდები დავცალოთ მერე,
თან ამინდია სწორედ ასეთი,
სევდიანი და დაღონებული.
შენ გიყვარს ყველა, ყველას შენ არა,
მერე რა ძმაკაც, არ შეუძლიათ,
მე ხომ მიყვარხარ, მე ხომ პატივს გცემ,
წამოდი რამე დავლიოთ ჩქარა.
იცი ძმის გულო, მეც მიყვარს ყველა,
ყველაზე მეტად, ის ერთი გოგო,
მაგრამ რას ვიზავთ ვერ ვაიძულებთ,
ვუყვარდეთ ვინმეს, ოდნავ, სულ ოდნავ.
წამოდი, ერთად გავასწროთ ამ ხალხს,
წამოდი, კიდევ ცოტა დავლიოთ
და ჩვენი გრძნობა ლექსში გავრიოთ
და ბოლო სისხლის წვეთმაც ლექსი გაიღოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები