ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2010


ქირურგიული ჭეშმარიტება

მე ვარ ქირურგი.
ხელში მიჭირავს ბასრი ლანცეტი და ურთულესი ოპერაციით ვკვეთავ სიმსივნეს თავის ტვინიდან,
და ეს სიმსივნე უხილავია..
და ის ლანცეტიც რომ მიკავია,წარმოსახვაში არსებობს მხოლოდ.
წარმოსახვითი ლანცეტით ვსერავ ტვინის სამყაროს და სიბნელიდან სინათლეზე ამომაქვს ის რაც მიმალულია,
სისხლი სდის ტვინის კაპილარებს,
                                                      მის ხვეულებში დგება ნელა სისხლთა ტბორები...
ვისაც ჰგონია ოპერაცია უსისხლოდ ხდება,ძლიერ შემცდარა.
გადავახვიე ხსოვნის ფირი,რათა ვიხილო ყველაფერი განმეორებით.
ტვინის აურას ცისარტყელას ფერები მოსავს და ყოვლისმომცველ სამყაროში გაბნეულია მისი სხივთა ჭრელი კამარა.
ტვინს ტვინზე ფიქრი რატომღაც ღლის და როცა ვფიქრობ,ურთიერთს ერწყმის ნეირონთა მთელი სისტემა,
მე მაშინ ვხედავ წარმოსახვის ლაბირინთენში ტვინის ხვეულებს დაბერილი კაპილარებით და დგება ჟამი გაყუჩების...
სიბნელე წითელ წერტილებით მოისწრაფის ცნობიერების წასალეკად,მოდის სიზმარი...
ესეიგი არსებობს ზღვარი,რის შემდეგაც ცნობიერი ხდება უძლური და წარმოსახვის სადავენიც გარბიან სადღაც სიზმრისეულ სამყაროში,რომელსაც ვერვინ წარმოიდგენს ცხადში მთლიანად.
მე ვგრძნობ რომ ღმერთიც სიზმარსა ჰგავს,ან თუნდაც ტვინის რთულ ხვეულებს,რაზეც ტავად ტვინს აღარ ძალუძს იფიქროს თუნდაც ერთი წუთით
და როცა მივალთ იმ წერტილში,რითაც იწყება ეს სამყარო და სადაც რჩება,სწორედ მაშინ ვგრძნობთ უძლურებას ჩვენი გონების.
იქნებ არ ღირდეს ქირურგიული ჩარევა ჩვენი,ან იქნებ ღირდეს?!...რთული შეკითხვა...
თუმცა სხვაგვარად რით შევიცნობთ ჭეშმარიტებას?
მაშინ მაჩვენეთ სხვა გზა,სხვა გზა,რითაც აღმოვფხვრი გონებიდან სიმსივნურ კვანძებს...
                                                                                                              დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები