ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2010


შენ (ჰენრი დოლიძეს)

შენ პოეზიის სურნელით თვრები,
მამულ-დედულის მზე გათბობს მარად.
როგორც არწივმა-გაშალე ფრთები,
ბედს შეერკინე რაინდთა დარად.
შენ გაიმარჯვებ! გჯეროდეს ძმაო,
კვლავ გაბრწყინდება შენი სახატე.
მწამს, გაიხარებს ოდესმე ტაო.
ჩვენ დავუჩოქებთ ისევ ამ ხატებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები