 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 1 მარტი, 2010 |
წინასაღამოს ცხრა საათიდან მკვდარი ქალაქი ნოშრევანას ხმამ გააცოცხლა. - ნავთი გოგოოოო !.. ნავთი ბიჭოოოო!... ნავთი, ნავთიიი !... იცოცხლე, ხმა ომახიანი ჰქონდა. “ ესე იგი უკვე შვიდი საათია”. გაიფიქრა ქალმა საწოლში და საათს შეხედა. “ ზუსტად !.. ეს კაცი კრემლის საათივით ზუსტია”. - ნავთი, ნავთიიიი ! - გაიმეორა ხმამ. ქალი საწოლში წამოჯდა. - რა იყო, ნოშრევან, წუხელის სახლში არ შეგიშვეს ?! - გამოეხმაურა ვიღაც პირველი სართულიდან - ღამე არა გძინავს ?! - რა ვქნა, ალექსეევიჩ, ხუთი შვილი მყავს, რჩენა უნდათ ! - ხუთი შვილი რა ამბავია, ნოშრევან, სახლში სხვა საქმე არა გაქვს ?! - იცინის ალექსეევიჩი. - ცივა, ალექსეევიჩ, ცივა, სუ ვწევარ ! - პასუხობს ნოშრე და - ნავთი, ნავთიიიი ! - გაჰკივის. - ნავთს შენა ჰყიდი და ისევ შენა გცივა ?! - უკვირს ალექსეევიჩს. - რო ვყიდი, იმიტო მცივა, რო ვყიდულობდე დამცხება - უხსნის ნოშრე და - ნავთი, გოგოოო !.. ნავთი ბიჭოოო !.. ნავთი “ კასანდრა” !.. ნავთი “იზაურა” ! ნავთიიიი ! - თან საქმეს აკეთებს. - ნავთი შენ და სატკივარი ! - გამოეხმაურა რომელიღაც მეზობელი რომელიღაც ფანჯრიდან. “ პროვინციელი !” გაიფიქრა სხვა მეზობელმა სხვა შენობის სხვა ოთახში “ დედაკაცივით იწყევლება “. - რათა სატკივარი, გენაცვალოთ ნოშრე, მა ნავთი არ გინდათ ? - არ ბრაზდება ნოშრე. - ნოშრე, ბავშვები ნუ გამიღვიძე, ცოტა ხმადაბლა იყვირე - ეუბნება ვიღაც. - ხმამაღლა ვყვირი არა ყიდულობთ და ხმადაბლა რო ვიყვირო, მერე ხო სულ არ იყიდით ! - და ნოშრე უფრო ხმამაღლა გაჰყვირის - ნავთი, ნავთიიი ! გენაცვალოთ ნოშრე ! იყიდეთ ნავთი სუფთა, ნავთი წკრიალა, ნავთიიიი ! - მანანააა ! მანანაააა ! - ეძახის ერთი შენობის მეცხრე სართულის ფანჯარა მოპირდაპირე შენობის მესამე დართულის ფანჯარას - მა - ნა - ნააა ! - უფრო ხმამაღლა დაუძახე, ხო ხედავ, ვერ აგონებ ! მაგან ისეთი ძილი ძილი იციიის ! - ასძახა ნოშრემ მეცხრე სართულს და მერე თვითონ ისეთი ხმით დაიძახა - მანანაააა ! - მარტო მანანამ კი არა ერთი-ორმა სხვამაც გამოიხედა. - ლია გეძახის, გოგოოო ! მეცხრე სართულის ლიააა ! - აუხსნა ნოშრემ და ურიკა გააგორა. - ჩემთან ამოდი, საქმე მაქვს - ეუბნება მეცხრე სართულის ფანჯარა მესამე სართულის ფანჯარას. - ლიააა ! ნავთი არ გინდა?! რასაც შენ და მანანა ყავას ადუღებთ “ფეჩზე” !.. - და ვინაიდან ნოშრემ იცის ლიას დღეს ნავთი არ უნდა, კმაყოფილი ყვირილს აგრძელებს - ნავთი, ნავთიიი!!! - ერთი კარგი საქმე გააკეთა, მანანა გააღვიძა - ბიჭო ვასოოო !!! ბებიაშენმა არ დაგიბარა ნავთი იყიდეო ?! გუშინ აღარ ექნებოდა ! “ ბებიაშენს მოუკვდი შენ !” გაიფიქრა ქალმა სამზარეულოში. - ნოშრე, რომელი საათია ? - ეკითხება რომელიღაც კაცი-ფანჯარა. - რვა საათია, გოგი, გენაცვალე ! ზუსტად რვა. რატო “ ბუდელნიკს “ არ ყიდულობ, მე რო არ გაგაღვიძო ხო დაგაგვიანდება და ეგ არიი ! ნავთი, ნავთიიი !!! გაიღვიძეთ ხალხოოო ! იყიდეთ ნავთი წკრიალა, ნავთი სუფთააა ! ნავთიიი! ..ნავთი “იზაურაააა !” - ნოშრე, ნახევარი ლიტრი მომეცი და ფულს ხვალ მოგცემ - ეძახის მეხუთე სართულიდან ქალი. - “ სიფთაზე “ ნისია გაგიგონიათ კაცო ?! - უკვირს ნოშრეს - ჩამოდი, ჩამოდი, ერთ ლიტრს მოგცემ, შენი ბავშვების ამბავი რომ ვიცი, ნახევარ ლიტრს შეშის ერთ შეკეთებაზე ასხამენ. ოღონდ ფული ხვალ აუცილებლად უნდა მომცე, ხო იცი, მეც “ პოსლეზე” მაძლევენ - თანხმდება ნოშრე - ნავთი “კასანდრა “ ნავთიიი !!! - ნოშრე, შენი ჭირიმე, ახლა დაბლა ნუ ჩამომიყვან ამ სიცივეში, თოკს ჩამოვუშვებ და მოაბი - სთხოვს ქალი. - კარგი, ჩამოუშვი ! ოღონდ ცარიელი ბოთლი მოაბი, ხო იცი, ჭურჭელი მიჭირს. ქალმა თოკით ჩანთა ჩამოუშვა. - ნოშრე, “ პერაშკები”-ც არის ჩანთაში მიირთვი, სანამ ცხელია. ნოშრემ ნავთი “აუგზავნა” და “ ბარტერული” გაცვლა დამთავრდა. - ნავთი გოგოო!!!.. ნავთი ბიჭოოო !!!.. იყიდეთ ნავთიიი !!!.. ნათელააა !!! ნავთი არ გინდა გოგოოო?!!.. მერე ეგეთ ნავთს აღარავინ მოგცეეეემთ ! - ნავთი, თქვე კაი დედმამისშვილებო, ნავთიიი!!! - იძახდა ნოშრე და ამ ყვირილ-ყვირილში თანდათან თენდებოდა. ასე იყო ყოველ დილით იმ ქალაქის იმ მიკრორაიონში დილის შვიდი საათიდან. ფანრით , ურიკით, ნავთითა და ომახიანი ხმით ნოშრევანა ეზოებს უვლიდა. ნოშრევანას “ სამუშაო საათები” დღის თორმეტ საათზე მთავრდებოდა.
“ უკვე ცხრა საათია ! .. რამდენ ხანს მძინებია !.. ვერც საუზმობას მოვასწრებ და სამსახურშიც დავაგვიანე “. გაიფიქრა ქალმა საწოლში და უცნაურად მოეჩვენა ნოშრევანას ხმამ რომ არ გააღვიძა ამ დილით. “ ისე ღრმად მეძინა, რომ ნოშრევანას ხმა ვერ ავიგე ?!”.. გაუკვირდა. - ნოშრე ამ დილით არ იყო ?! - ჰკითხა ვიღაცამ ვიღაცას ერთი შენობის მეორე სართულიდან მეორე შენობის მეშვიდე სართულზე - არ ვიცი, ხმა არ გამიგია - პასუხობს მეშვიდე სართული. - ნოშრევანას ნავთი არ ჩამოუტარებია ?! - ისევ ეკითხება რომელიღაც ფანჯარას რომელიღაც ფანჯარა. - რატომ ნეტავ ?! სულ მაგის ხმა მაღვიძებსხოლმე. - როგორ გავიდე ნავთისთვის ამ დილაადრიანაად ?! - შეწუხდა რომელიღაც სართულის ბინა. - ვაა , ფული მქონდა მისაცემი !
ნოშრევანა არც მეორე დღეს გამოჩენილა... არც მესამე დღეს და ... არც მთელი კვირა... მერე კი ვიღაცამ ამბავი მოიტანა, “ ნოშრევანა მოუკლავთო “... “ ტყუილი იქნება “-ო - არ დაუჯერეს... მერე კი... - ნოშრევანა სახლში მთვრალი მოდიოდა თურმე, ვიღაცეები დახვედრიან და მოუკლავთ... - არა, თვითონ კი არ ყოფილა მთვრალი, თვითონ არა სვამდა, მთვრალებს აშველებდა თურმე და ჩხუბში შემოკვდომიათ... - ნოშრევანას მანქანა დასჯახებია, საავადმყოფომდე ცოცხალი მიუყვანიათ და იქ მომკვდარა... - ნოშრევანასთვის ინფაქტს დაურტყამს... - ნოშრევანას თავი მოუკლავს... - ... რა ეშველებათ იმის ხუთ შვილს ?!
... იმ ქალაქის ის მიკრორაიონი ჩაკვდა.
დილით უკვე აღარავინ აღვიძებდათ : - ნავთი გოგოო !.. ნავთი ბიჭოოო !!!. ... მაღვიძარები მომართეს. ... ნავთზე თვითონ დაიწყეს სირბილი. ჩუმად იღვიძებდნენ დილით. ერთიმეორესაც იშვიათად ხვდებოდნენ. ... მერე ვიღაც სხვამ დაიწყო სიარული ურიკით. “ მაგას სად ველოდოთ ?! ”- ო, მეზობლები თითქმის არ ყიდულობდნენ. ... ხმამაღლა არავინ ამბობდა, თორემ იმ ქალაქის ის მიკრორაიონი ნოშრევანას გლოვობდა ...
... ერთ დილით კი... - ნავთი გოგოოოო !!!.. ნავთი ბიჭოოო !!!.. ნავთი გენაცვალოთ ნოშრე, იყიდეთ ნავთი “იზაურაააა “ !!! ნავთიიიი !!!.. “ესე იგი, უკვე შვიდი საათია ! “ გაიფიქრა ქალმა საწოლში და წამოჯდა. ნამძინარევმა გონებამ უცებ ვერ გაიაზრა, რა მოხდა... მერე კი ... - ცოცხალი ხარ, ნოშრე ?! - სადა ხარ, შე დალოცვილო ?! - გამარჯობა , ნოშრეე !!! - ნოშრე, შენა ხარ თუ მეჩვენება ?! - ნოშრე ასე დაკარგვა შეიძლება, კაცო ?! იმ მიკრორაიონის ყვალა ფანჯარა ერთად ელაპარაკებოდა ნავთის ბოთლებით სავსე ურიკასთან მდგარ გაკვირვებულ და გაღიმებულ ნოშრეს და ნოშრევანაც ყველა ფანჯარას ერთად პასუხობდა : - რატო არ უნდა ვიყო ცოცხალი რა, ავადმყოფსა ვგევარ ?! - “ ინფაქტი “ რათ უნდა მქონოდა რა, მერე ჩემს შვილებს შენ შეინახავდი ?! - ისეთი ლამაზი ცოლი მყავს, იმის მარტო დატოვება არ შეიძლება ! ცოცხალი უნდა ვიყო, ცოცხალი ! - თქვენი ცოდვით მიქელ-გაბრიელი არ მიმიღებს, არა !!! ამ სიცივეში ნავთზე სად უნდა ირბინოთ ?! - ნავთი, ნავთიი !!!.. - შვებულებაში გავუშვი ჩემი თავი, ალექსეევიჩ, ხუთი წელია გემსახურებით, სამკვირიანი შვებულება აღარ მეკუთვნოდა ?! - ნოშრე, ნავთს რომ გაყიდი, ისევ აქ მოდი ! - ნოშრე, არსად არ წახვიდე, იცოდე ! - ნოშრე, ეგ შენი ურიკა აი, აქ დატოვე, ხელს არავინ მოკიდებს. შენ დღეს სახლში ფხიზელს ვერ გაგიშვებთ. ნოშრე უცმად მორჩა ნავთის გაყიდვას... ... და სანამ ნოშრემ ნავთი გაყიდა... ვიღაცამ მჭადი ჩააკრა, ვიღაცამ ლობიო გააცხელა, ვიღაცამ ხაჭაპური გამოაცხო, ვიღაცამ ქათამი მოხარშა, ვიღაცამ კვერცხი. ვიღაცამ სამწვადე მოიტანა, ვიღაცამ კარტოფილი შეწვა, ვიღაცამ სარდაფიდან ღვინო ამოიტანა, ვიღაცამ - არაყი. ეზოში დადგმულ მაგიდას სხვა მაგიდა მიადგეს და მერე კიდევ სხვა. კარვით გადახურეს... მაგიდებთან გრძელი ხის სკამები დადგეს და ... სუფრა გაიშალა. - ნოშრე, შენს ყვირილზე თუ არ გავიღვიძე, იმ დღის მუშაობას ბარაქა არა აქვს ! - კაცო, საათს აღარ ვმართავდი, ისე ზუსტად “ მუშაობდა “ ! - შენს აქ არყოფნაში რაც ჩვენ ვიწვალეთ და ნავთზე ვირბინე, არა გცხვენია ?! - გმადლობთ ხალხო - ამბობდა შემთვრალი ნოშრე და ეღიმებოდა - არ მეგონა, ეგრე იდარდებდით, თორემ ყველას ცალ-ცალკე ჩამოგივლიდით, ხვალიდან “ შვებულებაში” ვარ-მეთქი ! - ხუთი შვილი იმიტომ მყავს, რო !.. განა მართლა სუ ვწევარ !.. ბავშვები მიყვარს... ბავშვებთან თამაში მიყვარს... რო იზრდებიან მერე ჩემთვის აღარა სცალიათ... სუ გაკვეთილებსა სწავლობენ. სანამ პატარები არიან, ზღაპრებს ვუკითხავ, ან ... რაღაცეებს ვიგონებ ზღაპრებივით და ვუამბობ... ეგრე დღეები მალე გადის !.. - ყველას გიცნობთ. სუ ვიცი, ვინ რომრლ სართულზე ცხოვრობთ და ვინ რომელ საათზე დგებით, ვის რა გქვიათ. - ბიჭო, გეცოდინება, აბა რა იქნება , შენი “ სპეციალობა “ ეგ არი! - ... ვინ როდის გადიხართ სახლიდან და სად გადიხართ!.. ვინ რას საქმიანობთ !.. სულ ვიცი... “ ნატა მართლა იცის ?!” გაიფიქრა ვიღაცამ და შერცხვა. - რაც უბანში ჭორებია, სულ ნავთის რიგში ლაპარაკობენ და მესმის, რა ვქნა ! -ნოშრეს გაუმარჯოს, ნოშრეს ! დილას ეგ გვითენებს. ნოშრე რომ დაიძახებს “ ნავთი გოგოოო!.. ნავთი, ბიჭოოო !!! “ ვიცი, რომ იმ დღის ცხოვრება უკვე დაიწყო. - თქვენ გაგიმარჯოთ, ხალხო ! მეზობლობას გაუმარჯოს ! მეგობრობას გაუმარჯოს ! ადამიანის სიყვარულს გაუმარჯოს ! კაი “ გამარჯობას “ გაუმარჯოს ! - ნახე, ნოშრევანას რეები სცოდნია ! გვიან ღამემდე ისმოდა სადღეგრძელოები, სიმღერა და სიცილი. მერე კი მთვრალი “მიკრორაიონი” თანდათან სახლებში წავიდ-წამოვიდა.
“ ვიღაცას ვჭირდები !.. მარტო ჩემს ცოლ-შვილს კი არა, ღმერთო !.. კიდევ ვიღაცას !.. მარტო ნავთის საყიდლად კი არა ! ისედაც ! გაიგე, ღმერთო, რა მითხრეს ?! “ შენით იწყება იმ დღის ცხოვრება”- ო ! აუუჰ !!! რა კარგი რამეა ეს დალოცვილი სიცოცხლე, ეეე !!! ადამიანი ხომ სულ წვალობ, წვალობ, წვალობ... და მაინც კარგია !.. ხო ყველა ემდურება სიცოცხლეს, სიკვდილი მაინც არავის არ უნდა. თურმე, კაცი რომ თავს იკლავს, სახეზე სინანული ახატია, ბოლოს სიკვდილს ნანობს, სიცოცხლე უნდა. იმიტომ რომ სიცოცხლე კარგია. ვინმეს რომ სჭირდები... ვინმეს რომ აკლდები... ვინმე რომ გელოდება, იმიტოა კარგი ! აუუუჰ !!!” ფიქრობდა სახლისკენ არეული ნაბიჯით მიმავალი ნოშრე და თვალები ეცრემლებოდა.
- ნავთი გოგოოო!!!. ნავთი, ბიჭოოო !!! ნავთი სუფთა, ნავთი წკრიალა, ნავთიიი !!! - გააცოცხლა “ მკვდარი “ მიკრორაიონი ნოშრევანას ხმამ. “ ესე იგი, უკვე შვიდი საათია !” გაიფიქრა ქალმა საწოლში და წამოჯდა. საათს შეხედა. “... შვიდს უკლია თხუთმეტი წუთი “ ... (!!!) ნოშრევანას მექანიზმი მოეშალა !..” ისევ დაწვა. - ნავთი შენა და სატკივარი - გამოეხმაურა რომელიღაც შენობის რომელიღაც ფანჯარა. “ პროვინციელი !” გაიფიქრა სხვა მესობელმა სხვა შენობის სხვა ოთახში. “ დედაკაცივით იწყევლება”. - რათა სატკივარი, გენაცვალოთ ნოშრე, მა ნავთი არ გინდათ ?! ნავთი, ნავთიიი !!!
1998 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
61. 59. სერიოზულად ვფიქრობ, რომ "ნოშრევანა" ჩემი ყველაზე ზუსტი მოთხრობაა. ცრუ თავმდაბლობაში არ ჩამომართვათ. :)) მართლა მასე ვფიქრობ :)
ოიიი! უნდა დამეწერა, "ნოშრევანა" ჩემი ყველაზე ს-უსტი მოთხრობაა-მეთქი. :(. 59. სერიოზულად ვფიქრობ, რომ "ნოშრევანა" ჩემი ყველაზე ზუსტი მოთხრობაა. ცრუ თავმდაბლობაში არ ჩამომართვათ. :)) მართლა მასე ვფიქრობ :)
ოიიი! უნდა დამეწერა, "ნოშრევანა" ჩემი ყველაზე ს-უსტი მოთხრობაა-მეთქი. :(.
60. რამდენჯერაც წავიკითხავ თქვენს კომენტარებს, იმდენჯერ კარგ ხასიათზე დავდგები :))) რამდენჯერაც წავიკითხავ თქვენს კომენტარებს, იმდენჯერ კარგ ხასიათზე დავდგები :)))
59. სერიოზულად ვფიქრობ, რომ "ნოშრევანა" ჩემი ყველაზე ზუსტი მოთხრობაა. ცრუ თავმდაბლობაში არ ჩამომართვათ. :)) მართლა მასე ვფიქრობ :) ეგ და ის "გულუბრყვილო და სასაცილო მინიატურები სიყვარულზე". :))) სერიოზულად ვფიქრობ, რომ "ნოშრევანა" ჩემი ყველაზე ზუსტი მოთხრობაა. ცრუ თავმდაბლობაში არ ჩამომართვათ. :)) მართლა მასე ვფიქრობ :) ეგ და ის "გულუბრყვილო და სასაცილო მინიატურები სიყვარულზე". :)))
58. მეც მაგას ვჩივარ ნეფერტარის დავენაცვლე... ანათემას და ინკვიზიციას რომ კიღამ გადამცა წეღანდელ კომენტარზე სახელ და გვარს არ ვიტყვი ვინ (ტენდი-ს რომ ვეძახით შინაურულად) :))) მეც მაგას ვჩივარ ნეფერტარის დავენაცვლე... ანათემას და ინკვიზიციას რომ კიღამ გადამცა წეღანდელ კომენტარზე სახელ და გვარს არ ვიტყვი ვინ (ტენდი-ს რომ ვეძახით შინაურულად) :)))
57. ბარიტონი რაფერ გააღვიძებს გლდანის მიკრორაიონს ტენდი? )) მეხი და ჭექა ვერ აღვიძებს მაგათ.. :))
ბარიტონი რაფერ გააღვიძებს გლდანის მიკრორაიონს ტენდი? )) მეხი და ჭექა ვერ აღვიძებს მაგათ.. :))
56. მართალი ხარ დუმილა, " ნოშრევანა" ძალიან მაგარია, შენ "ჭიმია" , სამოვარი და "ლა ფინიტა კომედია" უნდა ნახო რა მაგარია.
საერთოდ, ტენდი ძალიან მაგარი პროზაიკოსია. ძ ა ლ ი ა ნ მ ა გ ა რ ი !!!
А был он громогласным. - ასე ჯობია. :) მართალი ხარ დუმილა, " ნოშრევანა" ძალიან მაგარია, შენ "ჭიმია" , სამოვარი და "ლა ფინიტა კომედია" უნდა ნახო რა მაგარია.
საერთოდ, ტენდი ძალიან მაგარი პროზაიკოსია. ძ ა ლ ი ა ნ მ ა გ ა რ ი !!!
А был он громогласным. - ასე ჯობია. :)
55. დუმილ :*****
громогласный. - ეს მე გავამარტივე და ბარიტონი-მეთქი, ასე ვიფიქრე. :)
დუმილ :*****
громогласный. - ეს მე გავამარტივე და ბარიტონი-მეთქი, ასე ვიფიქრე. :)
54. თუ წერ მხოლოდ ასე უნდა წერო! ადამიანობით, სითბოთი და სიყვარულითაა სავსე თუ წერ მხოლოდ ასე უნდა წერო! ადამიანობით, სითბოთი და სიყვარულითაა სავსე
53. წინასაღამოს ცხრა საათიდან მკვდარი ქალაქი ნოშრევანას ხმამ გააცოცხლა. - ნავთი გოგოოოო !.. ნავთი ბიჭოოოო!... ნავთი, ნავთიიი !... იცოცხლე, ხმა ომახიანი ჰქონდა.
Город, мертвый с девяти часов предыдущего вечера, оживил крик Ношревана. -Керосин барышниии!.... Керосин Красавчикиии!.. Керосин, Керосииин! А голос-то у него был громогласный.
:) წინასაღამოს ცხრა საათიდან მკვდარი ქალაქი ნოშრევანას ხმამ გააცოცხლა. - ნავთი გოგოოოო !.. ნავთი ბიჭოოოო!... ნავთი, ნავთიიი !... იცოცხლე, ხმა ომახიანი ჰქონდა.
Город, мертвый с девяти часов предыдущего вечера, оживил крик Ношревана. -Керосин барышниии!.... Керосин Красавчикиии!.. Керосин, Керосииин! А голос-то у него был громогласный.
:)
52. ოიიიი! ნეფერტარო, ვიცინე ახლა :)))) ოიიიი! ნეფერტარო, ვიცინე ახლა :))))
51. "Захрума" ჯობია, თბილისური ჟარგონია და აქაურმა რუსებმა კარგად იციან :))
"Захрума" ჯობია, თბილისური ჟარგონია და აქაურმა რუსებმა კარგად იციან :))
50. :))))))
ნავთი შენა და სატკივარი - Чтоб ты прволился . მე გონი. :)) ჯერ მაგაზე არც მე მიფიქრია :)) :))))))
ნავთი შენა და სატკივარი - Чтоб ты прволился . მე გონი. :)) ჯერ მაგაზე არც მე მიფიქრია :))
49. აი ახლა ამას ვაკვირდები სათარგმნად...
"თქვე კაი დედმამისშვილებო," "ნავთი შენა და სატკივარი" , "რათა სატკივარი, გენაცვალოთ ნოშრე, მა ნავთი არ გინდათ?"- აი ესენი მათარგმნინა ნეტა... =))
აი ახლა ამას ვაკვირდები სათარგმნად...
"თქვე კაი დედმამისშვილებო," "ნავთი შენა და სატკივარი" , "რათა სატკივარი, გენაცვალოთ ნოშრე, მა ნავთი არ გინდათ?"- აი ესენი მათარგმნინა ნეტა... =))
48. მომეწონა...უცებ გამახსენდა ის დრო,ნავთი და მწვანე ნავთქურები...ესეც ჩვენი დიდი ისტორიის პატარა ნაწილი მომეწონა...უცებ გამახსენდა ის დრო,ნავთი და მწვანე ნავთქურები...ესეც ჩვენი დიდი ისტორიის პატარა ნაწილი
47. არმენ, გმადლობ! :)
მედეა, მიხარია, თუ მოგენატრა! :)) "კარგი რამეა ეს დალოცვილი სიცოცხლე, ეეე !!! ადამიანი ხომ სულ წვალობ, წვალობ, წვალობ... და მაინც კარგია !.. " _ მართალია, ხო? :))
პატივისცემით: ტენდი არმენ, გმადლობ! :)
მედეა, მიხარია, თუ მოგენატრა! :)) "კარგი რამეა ეს დალოცვილი სიცოცხლე, ეეე !!! ადამიანი ხომ სულ წვალობ, წვალობ, წვალობ... და მაინც კარგია !.. " _ მართალია, ხო? :))
პატივისცემით: ტენდი
46. მომენატრა ეს მოთხრობა..
“ ვიღაცას ვჭირდები !.. მარტო ჩემს ცოლ-შვილს კი არა, ღმერთო !.. კიდევ ვიღაცას !.. მარტო ნავთის საყიდლად კი არა ! ისედაც ! გაიგე, ღმერთო, რა მითხრეს ?! “ შენით იწყება იმ დღის ცხოვრება”- ო ! აუუჰ !!! რა კარგი რამეა ეს დალოცვილი სიცოცხლე, ეეე !!! ადამიანი ხომ სულ წვალობ, წვალობ, წვალობ... და მაინც კარგია !..
მომენატრა ეს მოთხრობა..
“ ვიღაცას ვჭირდები !.. მარტო ჩემს ცოლ-შვილს კი არა, ღმერთო !.. კიდევ ვიღაცას !.. მარტო ნავთის საყიდლად კი არა ! ისედაც ! გაიგე, ღმერთო, რა მითხრეს ?! “ შენით იწყება იმ დღის ცხოვრება”- ო ! აუუჰ !!! რა კარგი რამეა ეს დალოცვილი სიცოცხლე, ეეე !!! ადამიანი ხომ სულ წვალობ, წვალობ, წვალობ... და მაინც კარგია !..
45. უძლიერესი მოთხრობაა, ნათიამ ზუსტი სიტყვა ახსენა-,,კოლორიტული"! თქვენ ნაწარმოებებს რომ გადავხედე, ამ სახელმა დამაინტერესა ყველაზე მეტად, ცდუნებას გავუძელი და რიგითობის მიხედვით დავიწყე კითხვა, თურმე გუმანი მკარნახობდა წინასწარ, რომ ჩემ წაკითხულებს შორის ეს საუკეთესოა, თუმცა დანარჩენებსაც აქვთ თავისი გამოკვეთილი ხმა და სათქმელი. ბრავო! უძლიერესი მოთხრობაა, ნათიამ ზუსტი სიტყვა ახსენა-,,კოლორიტული"! თქვენ ნაწარმოებებს რომ გადავხედე, ამ სახელმა დამაინტერესა ყველაზე მეტად, ცდუნებას გავუძელი და რიგითობის მიხედვით დავიწყე კითხვა, თურმე გუმანი მკარნახობდა წინასწარ, რომ ჩემ წაკითხულებს შორის ეს საუკეთესოა, თუმცა დანარჩენებსაც აქვთ თავისი გამოკვეთილი ხმა და სათქმელი. ბრავო!
44. ნოშრევანასაც უყვარხარ, ნათი ! :) ნოშრევანასაც უყვარხარ, ნათი ! :)
43. აუ, ძალიან, ძაააააალიან მიყვარს ნოშრევანა.
ძალიან კოლორიტული მოთხრობაა, სწორი და ზუსტი მიგნებებით.
ძველი გამახსენა, კეთილი დრო ჩვენი ქალაქის. აუ, ძალიან, ძაააააალიან მიყვარს ნოშრევანა.
ძალიან კოლორიტული მოთხრობაა, სწორი და ზუსტი მიგნებებით.
ძველი გამახსენა, კეთილი დრო ჩვენი ქალაქის.
42. წავიკითხავ აუცილებლად : ) წავიკითხავ აუცილებლად : )
41. ლევან, დიდი მადლობა, რომ მოგეწონათ. :) :) :) თქვენ ამ მოთხრობიდან ზუსტად ის მოგეწონათ, რაც ყურადღებამისაქცევი იყო ჩემი აზრით. :) :) კიდევ ლ.ლორია წაიკითხეთ. გიგოსთან და ჰარალესთან ერთად ეგ ავტორიც მოგეწონებათ. :) :)
პატივისცემით: ტენდი ლევან, დიდი მადლობა, რომ მოგეწონათ. :) :) :) თქვენ ამ მოთხრობიდან ზუსტად ის მოგეწონათ, რაც ყურადღებამისაქცევი იყო ჩემი აზრით. :) :) კიდევ ლ.ლორია წაიკითხეთ. გიგოსთან და ჰარალესთან ერთად ეგ ავტორიც მოგეწონებათ. :) :)
პატივისცემით: ტენდი
40. კარგია? ეს არის ძალიან მაგარი ნაწერი. ძალიან მაგარი მიგნებებია, ერთი შეხედვით რომ უბრალოა მაგრამ მის გარეშე რომ არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა.
- ... ვინ როდის გადიხართ სახლიდან და სად გადიხართ!.. ვინ რას საქმიანობთ !.. სულ ვიცი... “ ნეტა მართლა იცის ?!” გაიფიქრა ვიღაცამ და შერცხვა.
თუნდაც ეს. მოკლედ კარგად ვსიამოვნე. საერთოდ საიტზე კარგ პროზას იშვიათად ვკითხულობ, (ისიც ისეთ ავტრებთან როგორებიც გიგო და ჰარალეა) და გამიხარდა ახლა რომ ვნახე ასეთი კარგი გააზრებული და გამართული ნაწერი. ვფიქრობ თამამად შევძლებ თქვენს გვერდზე შემოსვლას და არ შემეშინდება იმის რომ რაიმე მდარე ხარისხის ნაწარმოები დამხვდეს. კარგია? ეს არის ძალიან მაგარი ნაწერი. ძალიან მაგარი მიგნებებია, ერთი შეხედვით რომ უბრალოა მაგრამ მის გარეშე რომ არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა.
- ... ვინ როდის გადიხართ სახლიდან და სად გადიხართ!.. ვინ რას საქმიანობთ !.. სულ ვიცი... “ ნეტა მართლა იცის ?!” გაიფიქრა ვიღაცამ და შერცხვა.
თუნდაც ეს. მოკლედ კარგად ვსიამოვნე. საერთოდ საიტზე კარგ პროზას იშვიათად ვკითხულობ, (ისიც ისეთ ავტრებთან როგორებიც გიგო და ჰარალეა) და გამიხარდა ახლა რომ ვნახე ასეთი კარგი გააზრებული და გამართული ნაწერი. ვფიქრობ თამამად შევძლებ თქვენს გვერდზე შემოსვლას და არ შემეშინდება იმის რომ რაიმე მდარე ხარისხის ნაწარმოები დამხვდეს.
38. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა აქ :) გულიც კი დამწყდა, ასე მალე რომ წავიკითხე არ ვიცი, რა უნდა ვთქვა აქ :) გულიც კი დამწყდა, ასე მალე რომ წავიკითხე
37. ვიღაცას ნამდვილად ვჭირდებით ვიღაცას ნამდვილად ვჭირდებით
36. მუხა, თქვენ ჩემი თანამოQალაქე ხართ ?! :) :) მუხა, თქვენ ჩემი თანამოQალაქე ხართ ?! :) :)
35. ძალიან მომეწონა,მეც მახსოვს დილა უთენია ჩვენს ეზოში ქალის,გაწვრილებული ხმა, მაწონი-მაწონიიი! ცოტა ხნის შემდეგ კაცი კარტოშკა! კარტოშკააა! შუადღით ყვავილების მიწაა! ყვავილების მიწაა! მერე ბატი-ბუტი, ბატი ბუდიი, ბატი-ბუტის ბურთებიიიი!შემოიტანდა ტომრით, მივცვინდებოდით , დაახლოებით 20-25 ბავშვი და წუთში გაუსახებდით,ბევრნი ვიყავით, ეზო დიდი იყო, ოთკუთხედი სამ სართულიანი,80 ოჯახით,,ეს ეზო იყო რუსთაველის გამზირზე 18 ნომერი, სადაც დავიბადე და გავიზარდე(ეხლაც ისევ ისეთია ,არაფერი შეცვლილა იქ, განსხვავება ისაა,რომ 30 ამდე ოჯახი იქნება,პირველ და მეორე სართულზე სულ ოფისებია და ძველებიდანაც თითო-ოროლაა შერჩენილი),საღამოოს კი ეზოში აკორდიონით, ერთი ტაბურეტკით (სკამით) რუსი ეროვნების ქალი და კაცი გვესტუმრებოდა,ჩვენ ბავშვები მესამე სართულის ღია აივნის მოაჯირს ვეფარებოდით და ისე ვუცქეროდით, ვისმედით სიმღერებს, ფული არ გვქონდა, 20 კაპიკიანი,რომ მომღერლებისთვის ქაღალდში გახვეული გადაგვეგდო,ასე უფროსები აკეთებდნენ,,მე კი იმაზე ვფიქრობდი, მეორე დღეს როგორ მეყიდა იმ ტომრიან კაცისგან ბატი- ბუტი. მადლობა,თქვენი ნოველით,რომ ბავშვობაში და ჩემ ეზოში შემახედეთ! +2 ჩემი უმაღლესი ქულა ძალიან მომეწონა,მეც მახსოვს დილა უთენია ჩვენს ეზოში ქალის,გაწვრილებული ხმა, მაწონი-მაწონიიი! ცოტა ხნის შემდეგ კაცი კარტოშკა! კარტოშკააა! შუადღით ყვავილების მიწაა! ყვავილების მიწაა! მერე ბატი-ბუტი, ბატი ბუდიი, ბატი-ბუტის ბურთებიიიი!შემოიტანდა ტომრით, მივცვინდებოდით , დაახლოებით 20-25 ბავშვი და წუთში გაუსახებდით,ბევრნი ვიყავით, ეზო დიდი იყო, ოთკუთხედი სამ სართულიანი,80 ოჯახით,,ეს ეზო იყო რუსთაველის გამზირზე 18 ნომერი, სადაც დავიბადე და გავიზარდე(ეხლაც ისევ ისეთია ,არაფერი შეცვლილა იქ, განსხვავება ისაა,რომ 30 ამდე ოჯახი იქნება,პირველ და მეორე სართულზე სულ ოფისებია და ძველებიდანაც თითო-ოროლაა შერჩენილი),საღამოოს კი ეზოში აკორდიონით, ერთი ტაბურეტკით (სკამით) რუსი ეროვნების ქალი და კაცი გვესტუმრებოდა,ჩვენ ბავშვები მესამე სართულის ღია აივნის მოაჯირს ვეფარებოდით და ისე ვუცქეროდით, ვისმედით სიმღერებს, ფული არ გვქონდა, 20 კაპიკიანი,რომ მომღერლებისთვის ქაღალდში გახვეული გადაგვეგდო,ასე უფროსები აკეთებდნენ,,მე კი იმაზე ვფიქრობდი, მეორე დღეს როგორ მეყიდა იმ ტომრიან კაცისგან ბატი- ბუტი. მადლობა,თქვენი ნოველით,რომ ბავშვობაში და ჩემ ეზოში შემახედეთ! +2 ჩემი უმაღლესი ქულა
34. სიამოვნებით მოვისმენ შენს შენიშვნას. :) :) სიამოვნებით მოვისმენ შენს შენიშვნას. :) :)
33. მომეწონა. მართლა მომეწონა.. პატარა შენიშვნები მაქვს,მაგრამ სხვა დროს იყოს.. მომეწონა. მართლა მომეწონა.. პატარა შენიშვნები მაქვს,მაგრამ სხვა დროს იყოს..
31. აუ,მაგარი რამეა,კარგი ნოშრევანია ეგ და კარგად წერთ თქვენც აუ,მაგარი რამეა,კარგი ნოშრევანია ეგ და კარგად წერთ თქვენც
30. პატარ – პატარა ნოშრევანები ვართ ყველა, ჩვენ წილ საქმეში ალბათ... კარგია, მომეწონა..
პატარა ვიყავი, კონსტიტუციის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი მოდიოდა, არ ვიცი რა სჭირდა. მაგრამ კი გაყვიროდა მთელ ხმაზე: ნავთი ჩვენი არსობისა... გამახსენდა ახლა პატარ – პატარა ნოშრევანები ვართ ყველა, ჩვენ წილ საქმეში ალბათ... კარგია, მომეწონა..
პატარა ვიყავი, კონსტიტუციის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი მოდიოდა, არ ვიცი რა სჭირდა. მაგრამ კი გაყვიროდა მთელ ხმაზე: ნავთი ჩვენი არსობისა... გამახსენდა ახლა
29. “ ვიღაცას ვჭირდები !.. მარტო ჩემს ცოლ-შვილს კი არა, ღმერთო !.. კიდევ ვიღაცას !.. მარტო ნავთის საყიდლად კი არა ! ისედაც ! გაიგე, ღმერთო, რა მითხრეს ?! “ შენით იწყება იმ დღის ცხოვრება”- ო ! აუუჰ !!! რა კარგი რამეა ეს დალოცვილი სიცოცხლე, ეეე !!!
ეს მოთხრობაც მშვენიერია - სადა, ამავე დროს სითბოთი და ადამიანურობით გაჟღენთილი! (ავტორს ჩემი პატივისცემა) “ ვიღაცას ვჭირდები !.. მარტო ჩემს ცოლ-შვილს კი არა, ღმერთო !.. კიდევ ვიღაცას !.. მარტო ნავთის საყიდლად კი არა ! ისედაც ! გაიგე, ღმერთო, რა მითხრეს ?! “ შენით იწყება იმ დღის ცხოვრება”- ო ! აუუჰ !!! რა კარგი რამეა ეს დალოცვილი სიცოცხლე, ეეე !!!
ეს მოთხრობაც მშვენიერია - სადა, ამავე დროს სითბოთი და ადამიანურობით გაჟღენთილი! (ავტორს ჩემი პატივისცემა)
28. რა კარგი რამე წავიკითხე! სულ რაღაც 15 წუთის წინ ნერვებმოფუნკული ვიყავი (ერთმა კლიოზნიკმა მობინადრემ ნერვები მომიშალა) ახლა კი გაბადრული ვზივარ და ეს თქვენი დამსახურებაა ქალბატონო ! დიდი მადლობა! რა კარგი რამე წავიკითხე! სულ რაღაც 15 წუთის წინ ნერვებმოფუნკული ვიყავი (ერთმა კლიოზნიკმა მობინადრემ ნერვები მომიშალა) ახლა კი გაბადრული ვზივარ და ეს თქვენი დამსახურებაა ქალბატონო ! დიდი მადლობა!
27. და ყველაფერი იწყება თავიდან!........................
უუფ, მართლა ვისიამოვნე... 5
და ყველაფერი იწყება თავიდან!........................
უუფ, მართლა ვისიამოვნე... 5
26. ვაიმე, ეს რა იყო?... ეს რა სითბო სიყვარულები დაატრიალეს ფანჯრებმა?... კაი ხანია აქ ასეთი არაფერი წამიკითხავს...გაიხარე...გაიხარე ავტორო....55555555555555555555 ვაიმე, ეს რა იყო?... ეს რა სითბო სიყვარულები დაატრიალეს ფანჯრებმა?... კაი ხანია აქ ასეთი არაფერი წამიკითხავს...გაიხარე...გაიხარე ავტორო....55555555555555555555
25. ია-ია, ცხოვრება ღირს," იმიტომ, რომ სიცოცხლე კარგია". კარგი მკითხველი ავტორის თანამოაზრეა და როცა ასეთებს ხვდები, ფიქრობ, რომ თითქმის მეგობრებს იძენ. :) ია-ია, ცხოვრება ღირს," იმიტომ, რომ სიცოცხლე კარგია". კარგი მკითხველი ავტორის თანამოაზრეა და როცა ასეთებს ხვდები, ფიქრობ, რომ თითქმის მეგობრებს იძენ. :)
24. თითქოს ფილმს ვუყურებდი.. თითქოს ფილმს ვუყურებდი..
23. შენ გაიხარე ტენდი! რაც ეხლა მე შენ ნოშრევანას გამოჩენით გამახარე :))) ვდარდობდი, რა ცუდი დასასრული აქვს თქო :( არადა რა ფანტასტიურად დამთავრდა?!!! მორჩა! თქვენი ერთგული მკითხველი ვარ!!! :-* 555!
“ ვიღაცას ვჭირდები !.. მარტო ჩემს ცოლ-შვილს კი არა, ღმერთო !.. კიდევ ვიღაცას !.. მარტო ნავთის საყიდლად კი არა ! ისედაც ! გაიგე, ღმერთო, რა მითხრეს ?! “ შენით იწყება იმ დღის ცხოვრება”- ო ! აუუჰ !!! რა კარგი რამეა ეს დალოცვილი სიცოცხლე, ეეე !!! ადამიანი ხომ სულ წვალობ, წვალობ, წვალობ... და მაინც კარგია !.. ხო ყველა ემდურება სიცოცხლეს, სიკვდილი მაინც არავის არ უნდა. თურმე, კაცი რომ თავს იკლავს, სახეზე სინანული ახატია, ბოლოს სიკვდილს ნანობს, სიცოცხლე უნდა. იმიტომ რომ სიცოცხლე კარგია. ვინმეს რომ სჭირდები... ვინმეს რომ აკლდები... ვინმე რომ გელოდება, იმიტოა კარგი ! აუუუჰ !!!” ფიქრობდა სახლისკენ არეული ნაბიჯით მიმავალი ნოშრე და თვალები ეცრემლებოდა.
მეც ამეცრემლა თვალები... :) მართლაც რა ცოტა ყოფნის ადამიანს!... შენ გაიხარე ტენდი! რაც ეხლა მე შენ ნოშრევანას გამოჩენით გამახარე :))) ვდარდობდი, რა ცუდი დასასრული აქვს თქო :( არადა რა ფანტასტიურად დამთავრდა?!!! მორჩა! თქვენი ერთგული მკითხველი ვარ!!! :-* 555!
“ ვიღაცას ვჭირდები !.. მარტო ჩემს ცოლ-შვილს კი არა, ღმერთო !.. კიდევ ვიღაცას !.. მარტო ნავთის საყიდლად კი არა ! ისედაც ! გაიგე, ღმერთო, რა მითხრეს ?! “ შენით იწყება იმ დღის ცხოვრება”- ო ! აუუჰ !!! რა კარგი რამეა ეს დალოცვილი სიცოცხლე, ეეე !!! ადამიანი ხომ სულ წვალობ, წვალობ, წვალობ... და მაინც კარგია !.. ხო ყველა ემდურება სიცოცხლეს, სიკვდილი მაინც არავის არ უნდა. თურმე, კაცი რომ თავს იკლავს, სახეზე სინანული ახატია, ბოლოს სიკვდილს ნანობს, სიცოცხლე უნდა. იმიტომ რომ სიცოცხლე კარგია. ვინმეს რომ სჭირდები... ვინმეს რომ აკლდები... ვინმე რომ გელოდება, იმიტოა კარგი ! აუუუჰ !!!” ფიქრობდა სახლისკენ არეული ნაბიჯით მიმავალი ნოშრე და თვალები ეცრემლებოდა.
მეც ამეცრემლა თვალები... :) მართლაც რა ცოტა ყოფნის ადამიანს!...
22. მოვიხიბლე... კარგია მართლაც მოვიხიბლე... კარგია მართლაც
21. მშვენიერია:) მოგიკითხეთ:) მშვენიერია:) მოგიკითხეთ:)
19. გმადლობთ, ჩემო კარგებოოოო !!!!!!!!!!! :) :) :) გმადლობთ, ჩემო კარგებოოოო !!!!!!!!!!! :) :) :)
18. ბავშVის კომენტარს შემოვყევი...
მომეწონა ძალიან.. კინოს კადრებად დალაგებული,უცებ ჩამთავრდა.. გული დამწყდა .... ნოშრვანის სიკვდილი კი ისე მეწყინა,დანანებით გავიფიქრე რად გაგვიმეტა ასე ავტორმათქო და.. მერე კი პატარა ბავშვივით გამეღიმა...
გაიხარეთ... ბავშVის კომენტარს შემოვყევი...
მომეწონა ძალიან.. კინოს კადრებად დალაგებული,უცებ ჩამთავრდა.. გული დამწყდა .... ნოშრვანის სიკვდილი კი ისე მეწყინა,დანანებით გავიფიქრე რად გაგვიმეტა ასე ავტორმათქო და.. მერე კი პატარა ბავშვივით გამეღიმა...
გაიხარეთ...
17. საოცრად კარგია.... გმადლობთ!
5 საოცრად კარგია.... გმადლობთ!
5
16. “ ვიღაცას ვჭირდები !.. მარტო ჩემს ცოლ-შვილს კი არა, ღმერთო !.. კიდევ ვიღაცას !.. მარტო ნავთის საყიდლად კი არა ! ისედაც ! გაიგე, ღმერთო, რა მითხრეს ?! “ შენით იწყება იმ დღის ცხოვრება”- ო ! აუუჰ !!! რა კარგი რამეა ეს დალოცვილი სიცოცხლე, ეეე !!! ადამიანი ხომ სულ წვალობ, წვალობ, წვალობ... და მაინც კარგია !.. ხო ყველა ემდურება სიცოცხლეს, სიკვდილი მაინც არავის არ უნდა. თურმე, კაცი რომ თავს იკლავს, სახეზე სინანული ახატია, ბოლოს სიკვდილს ნანობს, სიცოცხლე უნდა. იმიტომ რომ სიცოცხლე კარგია. ვინმეს რომ სჭირდები... ვინმეს რომ აკლდები... ვინმე რომ გელოდება, იმიტოა კარგი ! აუუუჰ !!!” ფიქრობდა სახლისკენ არეული ნაბიჯით მიმავალი ნოშრე და თვალები ეცრემლებოდა.
++++++++++++5 “ ვიღაცას ვჭირდები !.. მარტო ჩემს ცოლ-შვილს კი არა, ღმერთო !.. კიდევ ვიღაცას !.. მარტო ნავთის საყიდლად კი არა ! ისედაც ! გაიგე, ღმერთო, რა მითხრეს ?! “ შენით იწყება იმ დღის ცხოვრება”- ო ! აუუჰ !!! რა კარგი რამეა ეს დალოცვილი სიცოცხლე, ეეე !!! ადამიანი ხომ სულ წვალობ, წვალობ, წვალობ... და მაინც კარგია !.. ხო ყველა ემდურება სიცოცხლეს, სიკვდილი მაინც არავის არ უნდა. თურმე, კაცი რომ თავს იკლავს, სახეზე სინანული ახატია, ბოლოს სიკვდილს ნანობს, სიცოცხლე უნდა. იმიტომ რომ სიცოცხლე კარგია. ვინმეს რომ სჭირდები... ვინმეს რომ აკლდები... ვინმე რომ გელოდება, იმიტოა კარგი ! აუუუჰ !!!” ფიქრობდა სახლისკენ არეული ნაბიჯით მიმავალი ნოშრე და თვალები ეცრემლებოდა.
++++++++++++5
15. ავტორს მოკითხვა და ნაწარმოებს კი შექება ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! ავტორს მოკითხვა და ნაწარმოებს კი შექება ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
14. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ვინც ჩემი მოთხრობა წაიკითხა და მოეწონა. :) :) :) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ვინც ჩემი მოთხრობა წაიკითხა და მოეწონა. :) :) :)
13. თბილი ამბავია, რაღაცნაირად ჰარმონიული, ალბათ სევდიანიც, მაგრამ ძალიან ჯანსაღი! 555555 :) თბილი ამბავია, რაღაცნაირად ჰარმონიული, ალბათ სევდიანიც, მაგრამ ძალიან ჯანსაღი! 555555 :)
12. ლოლას: ანტივირუსმა ჩემ კომპიუტერზე ვირუსი (კუკი) რომ წაშალოს, მე ვიტყოდი "ვირუსი მომირჩინა" და "მოფრიცავს" მაგივრად ეწერებოდა "მოიცავს" ლოლას: ანტივირუსმა ჩემ კომპიუტერზე ვირუსი (კუკი) რომ წაშალოს, მე ვიტყოდი "ვირუსი მომირჩინა" და "მოფრიცავს" მაგივრად ეწერებოდა "მოიცავს"
11. - ნოშრე, არსად არ წახვიდე, იცოდე ! :)
მომწონს.
ნავთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგალითად ტილებს არჩენს. გუშინდელი. 2010-03-01 23:17:46
,,არჩენს" მომეწონა :) ტილები ავადაც ხდებიან? :D - ნოშრე, არსად არ წახვიდე, იცოდე ! :)
მომწონს.
ნავთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგალითად ტილებს არჩენს. გუშინდელი. 2010-03-01 23:17:46
,,არჩენს" მომეწონა :) ტილები ავადაც ხდებიან? :D
9. ნავთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგალითად ტილებს არჩენს. სახლში დატარებით ვაჭრობა კი მრავალ, ჯერაც გაუთვალისწინებელ, შესაძლებლობას მოუფრიცავს. ასე, ერთი ჩინელი ამტკიცებს ინტერნეტში, რომ მილიარდერი იმის შემდეგ გახდა, რაც სახლში კარტოფილის დატარებით ვაჭრობდა. ახლა კი მეტეორიტებს აგროვებს სიცოცხლის ნაშთით. მეც უფრო ზეციურ თემებს ველოდები სიცოცხლის ნიშანწყალით. მოთხრობა მომეწონა. ნავთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგალითად ტილებს არჩენს. სახლში დატარებით ვაჭრობა კი მრავალ, ჯერაც გაუთვალისწინებელ, შესაძლებლობას მოუფრიცავს. ასე, ერთი ჩინელი ამტკიცებს ინტერნეტში, რომ მილიარდერი იმის შემდეგ გახდა, რაც სახლში კარტოფილის დატარებით ვაჭრობდა. ახლა კი მეტეორიტებს აგროვებს სიცოცხლის ნაშთით. მეც უფრო ზეციურ თემებს ველოდები სიცოცხლის ნიშანწყალით. მოთხრობა მომეწონა.
8. ვააჰ! რა კარგი რამ იყო, ღმერთმანი! ქება ავტორს! ვააჰ! რა კარგი რამ იყო, ღმერთმანი! ქება ავტორს!
7. საოცრად თბილია და თან საინტერესოდ დაწერილი, მადლობა:) საოცრად თბილია და თან საინტერესოდ დაწერილი, მადლობა:)
6. კარვით გადახურეს... ეს ცოტა არ იყოს გაზვიადებულად მომეჩვენა ,დანარჩენი მომწონს! კარვით გადახურეს... ეს ცოტა არ იყოს გაზვიადებულად მომეჩვენა ,დანარჩენი მომწონს!
5. იოჰან ხევსურო და დავით კამკამიძე უღრმესი მადლობა. :) :) :) საუკუნეს რამდენად გაუძლებს, არ ვიცი, მაგრამ თქვენ რომ მოგწონთ ძალიან მიხარია, ბავშვივით ... :) : :) პატივისცემით : ტენდი იოჰან ხევსურო და დავით კამკამიძე უღრმესი მადლობა. :) :) :) საუკუნეს რამდენად გაუძლებს, არ ვიცი, მაგრამ თქვენ რომ მოგწონთ ძალიან მიხარია, ბავშვივით ... :) : :) პატივისცემით : ტენდი
4. გაზაფხულის შემობრძანებას გილოცავთ!!! გაზაფხულის შემობრძანებას გილოცავთ!!!
3. მშვენიერია... მქონდა ამ გვერდზე მსგავსი რამის მოლოდინი, ახლა კი უკეთესის მოლოდინში ვიქნები :) მშვენიერია... მქონდა ამ გვერდზე მსგავსი რამის მოლოდინი, ახლა კი უკეთესის მოლოდინში ვიქნები :)
2. ტენდი კარგი პროზაიკოსია!
5 ტენდი კარგი პროზაიკოსია!
5
1. კიდევ ვიტყვი რომ ძალიან კარგია. მოთხრობა კი არა ცოცხალი სიუჟეტია. აი ბავშვობაში ინანიშვილის მოთხრობებს რომ ვკითხულობდი ხოლმე და ყველაფერი ხელის გულზე რომ მეწყო კადრებად და ემოციებად იგივე გრძნობები მრჩება. თან საოცრად ნაცნობი სიუჟეტია, თითქოს არაფერი უჩვეულო, მაგრამ ავტორს ბრწყინვალე პერსონაჟი ჰყავს მოძებნილი და არანაკლებ ბრწყინვალედ აქვს შესრულებული. შეგიძლიათ იამაყოთ ამ მოთხრობით. საუკუნეებს გაუძლებს :) კიდევ ვიტყვი რომ ძალიან კარგია. მოთხრობა კი არა ცოცხალი სიუჟეტია. აი ბავშვობაში ინანიშვილის მოთხრობებს რომ ვკითხულობდი ხოლმე და ყველაფერი ხელის გულზე რომ მეწყო კადრებად და ემოციებად იგივე გრძნობები მრჩება. თან საოცრად ნაცნობი სიუჟეტია, თითქოს არაფერი უჩვეულო, მაგრამ ავტორს ბრწყინვალე პერსონაჟი ჰყავს მოძებნილი და არანაკლებ ბრწყინვალედ აქვს შესრულებული. შეგიძლიათ იამაყოთ ამ მოთხრობით. საუკუნეებს გაუძლებს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|