ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2010


შენი პორტრეტი

როგორც მერცხალი, მაცოცხლებ,
მაბრუნებ სააქოს,
ღვივდება ჩემში კვლავ ცეცხლი,
მიმშვიდებ სულის ქაოსს.

რატომ მიყვარხარ? - უნდა ვთქვა,
რად შემიყვარდი? - ისიც:
სულ სუფთა იყო ეგ სუნთქვა,
ნატრული ვიყავ რისიც...

ნატურალური ღიმილი,
გული - კეთილი, სათნო,
როგორც თავთუხის თაველი,
ამბორით მოსასანთლი...

უნიღბო, უფერ-მარილო,
თავისთავადი, მშვიდი,
ბგერების ნაზი არილი,
მზერა - რომლითაც მშლიდი...

ბუნებრივი ხარ, ეგ მომწონს,
დაუსრულებლად მანთებს,
ჩემი ნეკნის ხარ ნაწილი,
ტრფიალი ისეც მმართებს!..

ძველმოდურია თუმცაღა,
მაგრამ თქმას მაინც ვარჩევ:
სხვასთან ნურასდროს ნუ წახვალ,
მინდა, სულ ჩემთან დარჩე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები