ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა ჭლიკაძე
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2010


ბედთ არენაზე

მოკვდავნი ისევ ცვლიან ცხოვრებას
ცოდვის მძივების მარგალიტებზე
და მეც ვხარხარებ ცრემლმორეული
გრძნობათა ვალსის პანაშვიდებზე.

ცოცხლებს კი მაშინ სძულდათ სიცოცხლე,
როდესაც მკვდარნი უფრთხოდნენ სიკვდილს.
გლადიატორთა დიდ არენაზე
იღბალი თავის მოკლულებს ითვლის

და ტახტზე მჯდომმა ბედთ კეისარმა
ჩემთვის გულცივად დაუშვა ცერი
და ბედმა ჩემმა შემისისხლხორცა
სისხლით ნალესი მახვილის წვერი.

მეც ჩავეხუტე ჩემსავე იღბალს,
ვინც ჩემში – ჩემით მოიკლა თავი
და ბედნიერნი ვკვდებით ორივე,
რომ ცხოვრებასთან არ დავდეთ ზავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს