ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2010


წვიმა

წასკდათ სისველე ღრუბლებს წვეთებად,
გზებს ემჩნევიან გამჭირვალე სარკეებად
და ირეკლავენ მიწამდე
ადგილ-სამყოფელს,
გულებზე ხვდებათ ათასი ფეხი,
ემსხვრევათ,მაგრამ კვლავ უხორცდებათ,
თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე.
მიწაც აღარ იკედლებს მათ,
ისეა დატკეპნილი ისევ იმ ფეხებით,
მხოლოდ ძალით თუ გაჭრიან და
ჩაუჩურთავენ სხეულებს სხეულში,
ჩააყოლებენ სიტყვებს ჰაერად.
მზესაც უძლებენ წვიმები,
როცა ის გამოჩნდება,
ცრემლებად იქცევიან,
ცრემლი კი მარად დის,
თვითოეულ შეძენილ თუ
დაკარგულ სიცოცხლესთან ერთად.
შეუშრობლად,
ადამიანურ გრძნობებით
გამლაშებული,
ახლა კი ორივე წვიმით წვიმს,
ავტობუსებიდან მგზავრები ერთმანეთს
დაწვიმულ შუშებს იქიდან უყურებენ
და უფრო კალათდებიან ადგილებზე,
გარეთ თქეშია,ორმაგი,
კარგავენ ძალას შუქნიშნები.
გაურბიან მიწას საბურავები.
წარმოსახვებად ვაქციე ირგვლივ
მოვლენები და ფიქრებში წარსულ დროს
ვატრიალებ:
ნეტავ ასე მომხდარიყო...
კარგია ასე რომ მოხდა...
...
მომავალს კი ჯერ სახელი და ფერი
ვერ გამოვუძებნე...
ყოფილიყო ჩემი გული წვიმა,
რომ მრავალჯერ დამსხვრეული,
კვლავ გამთლიანებულიყო და
არ გამშრალიყო არასდროს.
მიწავ,გამიხსენი სხეული
და შემიკედლე
ჩემს გარდაცვალებამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები