ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2010


უშენობით

აქ უშენობით ფილტვებს სუნთქვა გადაავიწყდათ
და საუკუნოდ დაუდიათ მუქი კონტური...
სულში სიბნელე ნეტარებას აქცევს  -  წამებად
და ამ ტკივილის ფეთქვა არის ჩემთან მოსული.

რომ გამახსენოს შენი თავი... (როგორ მომინდი?!)
ის სიყვარული, რომელიც, რომ არ იხატება
ღვთისმშობლის ხატებს დასდებიათ მირონად ცრემლი
და ეს ტკივილი მომივლინა ღმერთმა განგებად...

რომ შეგისუნთქო, თუმც არა ხარ ჩემს სიახლოვეს
წარსულს ვიხსენებ ბედნიერი - მკერდში ვიხუტებ,
თბილისის ღამეს ნამთვრალევი ნაფაზში ვთელავ...
(უფერულად ჩანს მომავალი!) თითქოს „ურთულეს“

ბარიერს გვიქმნის... განსაცდელი არ თმობს იარაღს,
გზააბნეული ჩვენი გრძნობაც სადღაც დაჰქროდა,
ქარი თმას გიშლის... მომენატრე „დალალებშლილი“
და სიყვარულით ჩემი გრძნობა უფრო გალოთდა!...

ისე შეგიგრძნობ, გულს დაეწყოს ტახიკარდია:
ხან რომ ქარივით მოვარდება, ხან - მიმქრალია...
ამ სიყვარულით საოცარი დასჯა მწვევია
და თუ ვიშლები, დე, იცოდე, შენი ბრალია!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები