ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული(Fuckerman's Song)
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2010


=შეიცან სიზმარი შენი=

გადიხარ,
გავდივარ,
ვტოვებთ სისტემურ
ქაოსებს
ქვევით.
მივდივარ,
ვდგავარ,
ვხედავ-
მე ბრმა ვარ(!)
საათებისგან აწყობილი
ოთახების არქიტექტურას
ვებრძვი-
ვიმარჯვებ!
ვიღვიძებ
აქ,
ამ სისტემურ აურზაურში
ვიმკვიდრებ
ადგილს.
მერე ამ ლექსს
ვწერ
და ჩემს სიგარეტს,
საფერფლეში
ჩაყირავებულს
ბოლი (კვლავ)
ასდის

    2003/04/03

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები