ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაან
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2010


..უბრალოდ, გულახდილად..

დროს რომ ვეღარაფრით ვაჩერებ,
დამჩემდა დარდები ცინცხალი..
უხათროდ ფიქრებიც ვა-შენ-ე,
ჩემად არ დამირჩა მისხალი..

და შენ კი... ეჰ!! მთვარე შუქს ეძებს,
ღამეა შიშველი გიშერის,
მაშრება შიშინით ტუჩებზე
სველი დრო.. მაშინებს.. მიშველი?!.

მადროვე, გეძებო მთვარეში,
სანამ სხვა თავისთან გეხვევა..
მაგლოვე, შენს უტეხ თვალებში
ვარსკვლავებს რომ ვეღარ შევხედავ..

მერე.. რა მერე და ... მაღირსე,
შემმოსე ალერსის ძოწებით..
სანაცვლოდ?! სამოთხის ბაღის ხე
და ხილი..ართქმული ცოდვების..

მთვარეზე ჩვენ გამო ცეცხლია,
ჩაშლია მზის თვალი აისებს,
მოდი, ჰო.. სანამ ცა ვერცხლისას
თვალს თეთრი წვიმებით აივსებს..

გეტყობა, გიყვარვარ.. ყუჩდები..
ღამეა შიშველი გიშერის..
ჩემს ტუჩზე, მაგ შენი ტუჩებით
საწამლავს დალევ და.. გიშველის....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები