ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩ ი ო რ ა...
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2010


შიშველი სული

ყველაზე ცოტა,რაც კი ძალმიძს,ლოცვაა შენთვის,
შიშველ სულს ვიცი უშენობა ცრემლით დაახრჩობს,
გაფერმკრთალდება სისხლისფერი ფერად ტილოზე...
და შენ ვერ დაკრეფ ჩემთვის მინდვრად ლამაზ ყაყაჩოს..
ისევ სისხლისფრად მოხატავენ ტილოს მხატვრები,
ათასი ფერი შეერევა უცხო ქმნილებას,
თალხი სამოსით შეიმოსება შიშველი სული,
შენზე ფიქრები გაიფანტება ირგვლივ ჩრდილებად.
ფანჯრის დარაბებს შემოამტვრევს სასოწარკვეთა,
ცივი სხივები აირეკლება ფერად ტილოზე,
კვლავ ნისლისფერი სიმარტოვე გაკვეთავს ცას და
აქვითინდება მდუმარება სანაპიროზე.


                არ ვიცი ამ ტკივილს რა ჰქვია,არც ის ვიცი როგორ ვუშველო სულს რომელიც უშენოდ გაიყინა...
            მაგიჟებს იმაზე ფიქრი,რომ ცხოვრება გრძელდება უშენოდ...მენატრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები