ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2010


აი ტორეადორი

აი ტორეადორი,არ აშინებს მას ხარი...
ბარსელონა,მადრიდი,ომი და ელ კლასიკო,
სინონიმთა ხროვაში:ჯამბაზი და მასხარა
არლეკინო,ოხუნჯის ხელოვნება საცირკო.

მინდა მთვარე დავისვა,ჩემს ლექსებზე ვაცინო,
წითელ ფერზე დავობენ ვიცი ავი ხარები...
სიყვარული კატაა და ვნება უვაქცინო,
კოჭების მოსაფხანად მზისებრ დავიხარები.

მინდა ღამე გავტეხო,როგორც თიხის ყულაბა
და გროშების მაგივრად ვარსკვლავები ვეძიო...
გულმა აბა რა მიყო?მსხალი გააგულაბა,
ქრისტეფორე - კვირიკეთი და თევდორე - ნეძვიო!

გალაკტიონს წამოსცდა:მოვსპე მერი მე რული,
დღეს ბარბარიზმს ვისესხებ:აივანი - ბალკონი...
ვცან გენია ძვირფასო პროსპერ მერიმეული,
როდესაც წავიკითხე თუნდ "მათეო ფალკონე".

ვიცი,იტყვით გიჟია და მე ამით ვმშვიდდები,
"გთხოვთ დაიცვათ სიმშვიდე!" და თქვენ გიპყრობთ პანიკა,
მე მძულს ჩემი სიკვდილი,მერე პანაშვიდები,
ვდარდობ - გემი აისბერგმა აღარ ატიტანიკა.

მე ტერენტის დავეძებ ზოზიაში,მაშოში,
მაგრამ ვიცი,უფრთობაში კარგად მისი ჩანს სახე...
თუკი წვიმა წითლდება ლაჟვარდ ზეცის საშოში,
მე სითბოსთვის ვიმრუშე და მზე ვაჩანასახე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები