 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 13 აპრილი, 2010 |
***************
- "გრაფმა" მოგიკითხა ოჯახითურთ სემა და ეს გულსაკიდი შენ ცოლს, იზას გამოუგზავნა... ამ საქონელს კი შენ გიტოვებთ, რაც ფული გაქვს გადაგვიხადე, დარჩენილი თანხისთვის ერთ კვირაში შეგაწუხებთ. - მოკითხვისთვის დიდი მადლობა გადაეცით ლიოხას, მაგრამ ვერც საქონელს ჩავიბარებ და იზას საჩუქარზეც უარის თქმა მომიწევს... როგორ ფიქრობთ? არა თუ აქ, გინდაც ვარშავაში, ან ბუხარესტში, აიღებს ვინმე ფილკენშტეინის ძვირფასეულობას? არავინ... მომკლავს მოისეი აბრამიჩი... უკვე გაგვაფრთხილეს: თუ სადმე გადავაწყდით მოპარული ნივთების ადგილ-სამყოფელს, დაუყოვნებლივ პატრონს უნდა ვაცნობოთ... რა მოგიხერხოთ? მეც თქვენთან ერთად განვიცდი ამ სამწუხარო ამბავს... ფილკენშტეინის მაღაზიის გაქურდვიდან ორიოდ საათი იქნებოდა გასული, ეს საუბარი რომ გაიმართა ბაზრის ქუჩაზე, გურევიჩის კერძო სასწავლებლის მეზობლად, ადვოკატ სემუელ ისააკის ძე კაცის კანტორის კაბინეტში. რომლის პატრონიც, ვექილობასთან შეთავსებით, მოპარული ძვირფასეულობის ყიდვა-გაყიდვით ირჩენდა თავს და აქვე უნდა აღვნიშნო - საკმაოდ წარმატებით. მოისეი აბრამიჩის გადაკიდება სახიფათო საქმე რომ იყო, კარგად იცოდნენ ლიოხას ბანდის წევრებმა, მაგრამ სემუელ კაცის ვიშ-ვიში გარკვეულწილად, მოპარული ნივთების ფასის დაგდებას რომ ემსახურებოდა, ესეც მშვენივრად უწყოდნენ მოსულებმა. - ანუ იმის თქმა სურს ისააკიჩს, რომ ბედნიერი გარემოებების გამო ჩვენ ხელში აღმოჩენილ ამ ზურმუხტებს და ბრილიანტებს ვერ შეიძენს? გულით მიძღვნილ საჩუქარზეც უარს გვეუბნება და ამის მიზეზი, მომიტევეთ და შიშია? ასეა არა, სემა? ხომ არ ვცდები? ხელის გულები, კისერი, შუბლი, ცხვირი და პენსნე ერთდროულად გაუოფლიანდა სემუელ კაცს, კაბინეტში შემოსული ლიოხა გრაფი რომ დაინახა. - როგორრ ფფიქრობთ, აარ უნდა მეშშინოდეს? - მე რატომ მეკითხებით ბატონო ადვოკატო?თქვენ უკეთ იცით... საინტერესოა, იმ ოთხკარატიანი ბრილიანტის ბეჭედს, გრიშა "კოტმა" გუშინ რომ დაგიტოვათ და ქალბატონი იზას ძვირფასეულობას, თუ შეიძენდა მოისეი აბრამიჩი? - თთქვენ როგორრ ფიქრობთ, შშეიძენდა? - მე რატომ მეკითხებით ბატონო ადვოკატო? მოისეი აბრამიჩმა უკეთ იცის... - ოიიი... რას ითხოვთ ამ ყველაფერში? - ამოიოხრა სემუელმა. - ოოო, ამას კი კარგია მე რომ მეკითხებით, ბატონო ადვოკატო და პასუხიც ჩემზე უკეთ არავინ უწყის. - ასი ახლა, ასი - დღეის სწორს. - ვაი! რას ბრძანებთ ლიოხა ძვირფასო?! ამდენი ფული მე საიდან? ან ვინ მასესხებს? ვის გავუმხელ ფილკენშტეინის კოლექციას ვყიდულობო? დიდი-დიდი 30 ათასს მოვუყარო თავი და ერთ თვეში - 60-70-ს. - ბრავო სემა! რა ბუნებრივად გამოგდის წუწუნი? ლამის ჩავთვალე რომ მისამართი ამერია და ჩემი მეგობრის - სემუელ კაცის კანტორის ნაცვლად, ობოლ ებრაელ ბავშვთა თავშესაფარში ამოვყავი თავი?! ახლა კი კარგად მომისმინე სემა: თუ არ გინდა რომ ჩემი ბიჭები დაგეხმარონ გადამალული ფულის ძებნაში და 200000-ის შეგროვებამდე, შენთან დარჩნენ სტუმრად, ახლა 90 გადაიხადე და ამდენივე ათ დღეში, გასაგებია? - ახლა 50, ოც დღეში კი 75. მეტი არ მაქვს. - მეგობრებო, ვიცი არ დაიზარებთ და დაეხმარებით ბატონ ვექილს, ცუდად შენახული ასიგნაციები მოიძიოს. - სიამოვნებით გრაფ! - წამოდგნენ ფეხზე ლიოხას თანამოძმეები. - 55 და ორ კვირაში 80. - ახლა 85, ათ დღეშიც ერთი მაგდენი. 5 კი ობოლ ებრაელ ბავშვთა თავშესაფარში მიიტანე. აქვეა, შორს არ მოგიწევს სიარული, თან შენგან გაუხარდებათ, სემა.
80 ათასი ადგილზე აიღეს, 80-ს კი ერთ კვირაში გადაიხადა სემუელმა. ასე გადახურდავდა მოისეი ფილკენშტეინის მაღაზიიდან წამოღებული, ლამის ნახევარ მილიონ მანეთად შეფასებული ზურმუხტ-ბრილიანტები, რომელიც სამ დღის შემდეგ, ისევ მოისეი აბრამიჩმა შეიძინა, 220 ათასად.
*************** უძველესი პროფესიის წარმომადგენლებად, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებს რომ ასახელებენ, არახალია. ოდესაში, ზაპოროჟიეს ქუჩაზე კი, უძველეს პროფესიად ქურდობა, მძარცველობა, ყაჩაღობა და სხვა ათასგვარი მამაძაღლობა ითვლებოდა. "მოლდავანკის" უბანი, დაარსების დღიდან ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ უბნის წუმპის წუმპედ თუ ჯოჯოხეთის პარლამენტად - ზაპოროჟიეს ქუჩა იყო აღიარებული, თავის ჩიხებით და შესახვევებით. ყველა არგასაჩენს, მუცელში გასაწყალებელს, შემთხვევით დაბადებულს და მშობელდაწყევლილს, აქ მოეყარა თავი. ავაზაკობა, თაობიდან - თაობაზე გადადიოდა. წერა-კითხვის ნაცვლად მშობლები, ბებია-ბაბუები, მოპარვას და მოტყუებას ასწავლიდნენ ბავშვებს. არც ერთი სახლის კარი არ იკეტებოდა აქ. აზრი არ ქონდა და იმიტომ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთი რუმინელი ჩამოსულა თურმე, პარფიუმერიის მცირე საწარმო რომ ჰქონია კონსტანცაში. მაღაზიის და სახლის ყიდვა სდომებია ოდესაში. ბირჟაზე შემთხვევით ვიღაც ადგილობრივი მოხუცი ებრაელი გაიცნო და იმან ურჩია: სახლის და მაღაზიის ყიდვა ძვირი დაგიჯდება, იაფად "მოლდავანკაზე" მიწას მოგყიდი. პორტში, გასაყიდი მორების მეტი რა არის, ორ-სამ კვირაში სახლსაც წამოჭიმავ, მაღაზიასაც და ნახევარ ფასშიაც გამოხვალო. დაუჯდა ჭკუაში მოხუცის რჩევა რუმინელს და ასეც მოიქცა. იყიდა მიწა, ააშენა სახლი, ფანჯრებს ჟალუზები ჩამოაფარა, კარებებს ინგლისური საკეტები დაადო და წავიდა სამშობლოში ცოლ-შვილის ჩამოსაყვანად. ოჯახთან ერთად, ავეჯით დატვირთული ჩამოსულა ერთ თვეში, მაგრამ... სადღა იყო სახლი? - გეშლებათ ბატონო, რა ხის სახლი, რის ხის სახლი, მსგავსი რამ აქ არასოდეს მდგარაო. - ურცხვად არწმუნებდნენ მეზობლები. ამოუღია საბუთი და გაქცეულა ნოტარიუსთან, ვისაც მიწის ყიდვა ჰქონდა დამოწმებული. - გეშლებათ ბატონო, რა უნდა აქ სანოტარო კანტორას? 30 წელია ეს სადალაქო ციმერმანებს ეკუთვნის. გულშემოყრილი კაცი პოლიციაში გავარდნილა და უფროსისთვის გერბიან ქაღალდზე, ბეჭდებით და ხელმოწერებით დამშვენებული მიწის ყიდვის ფურცელი უჩვენებია. ხერსონის ჟანდარმერიის ქვეგანყოფილების ბლანკზე დაწერილი და "ჩერნიგოვის საბაღე მეურნეობის" ბეჭდით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის "აქტი" აღმოჩნდა ის ფარატინა ქაღალდი. საღამო ხანს, ყურებჩამოყრილი მილასლასდა ნასახლართან გასაცოდავებული პარფიუმერი. ახლადჩამოტანილი ავეჯიდან იქ რომ არაფერი დახვდებოდა, ამის მისახვედრად არაა საჭირო გამჭრიახი გონება .
მსგავსი და უარესი ისტორიებით, მდიდარი იყო"მოლდავანკის" უბანი და მისი მშვენება - ზაპოროჟიეს ქუჩა. რა დაწყობილი გონების ხალხიც ცხოვრობდა, ასე თუ ისე მოგახსენეთ. საერთო ფონს ისიც აგვირისტებდა რომ, თითქმის ყოველი მეორე ბინა შეთავსებით ან საროსკიპოს წარმოადგენდა ან "მალინას", ანუ "მელიუნას" - ღამის გასათევ ადგილს. თითქოს ადგილობრივები აკლდათ და იმპერიის ოთხივ კუთხიდან ჩამოსული ხელიდანწასულები რომ იყენებდნენ დროებით საცხოვრებლად. სად რა ხდებოდა, ვინ სად იყო, ვის რა ჰქონდა, მთელი ინფორმაცია აქ იყრიდა თავს. "მოლდოვანკაზე" ნათქვამი სიტყვა, უფრო ადრე აღწევდა როსტოვს, პეტერბურგსა თუ ციმბირს, ვიდრე იმპერატორის უზენაესი ბრძანება, ტელეგრაფით გაგზავნილი. შავ-ბნელი საქმეებისთვის ზედგამოჭრილი რომ იყო აქაურობა, იმიტომ ჰქონდა ლიოხა გრაფს "ზაპოროჟიეზე" ოთახი ნაქირავები და თანაც სად? დორა ზელმანოვნას სახლში. მიშკა იაპონჩიკის დედასთან, რომლის ვაჟიც იმ დროს, პოლიცმეისტერის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ახალ საქმეს ყოველთვის ამ "მალინაზე" გეგმავდა ლიოხა. იცოდა, კედლებს ყურები რომ ჰქონდა და დაზღვეული იყო - გასაქურდად მისულს, კონკურენტები არ დახვდებოდა. ალაფსაც უმეტესად აქ იყოფდნენ ბანდის წევრები. აქ განაწილდა ფილკენშტეინის ძვირფასეულობაში აღებული 160 ათასიც. 50 ლიოხას ერგო. 30 დიდსულოვნად საქმეში თანამონაწილე ქალბატონს გადასცეს, 20-20 ვითომ "პოლიციელებს" და გარეთ, ეტლზე მჯდომ თანაბანდელს. დარჩენილი ოცი - შავი დღისთვის გადადებული თანხა, სახლის პატრონს, დორას ჩააბარეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. გუტ-გუტ, განც გუტ, ჰერ კახა! 5 გუტ-გუტ, განც გუტ, ჰერ კახა! 5
25. სალამი და გამარჯვება არ მოგიშალოთ ღმერთმა, ბატონო ბალუ!:) რა ვქნა ბატონო, ვერ ვახერხებ. საქმე მაქვს ბევრი და ვერ ვიცლი მეუფე სერაფიმესთვის.:) მოვიცლი,ალბათ.:) სალამი და გამარჯვება არ მოგიშალოთ ღმერთმა, ბატონო ბალუ!:) რა ვქნა ბატონო, ვერ ვახერხებ. საქმე მაქვს ბევრი და ვერ ვიცლი მეუფე სერაფიმესთვის.:) მოვიცლი,ალბათ.:)
24. მოგესალმებით ბატონო კახა! რა ხანია ველოდები მართალის გაგრძელებას, კიი ზაფხულია მაგრამ.. ქეიფის ეშხში რომ შეხვალ და მერე, მასპინძელი ღვინოს არ მოიტანს ეე, ისეთ მდგომარეობაში ვარ და მგონი, არა მარტო მე. მოკრძალებით გთხოვთ, თუ რაიმე სერიოზული მიზეზი არა გაქვთ ტაიმ-აუტისთვის, იქნებ გაგეგრძელებინათ „მართალი." მეუფე სერაფიმეს ამბავი მაინტერესებს ძალიან. რაღაცა, ძალზედ საინტერესოს მოლოდინში ვარ. წარმატებებს გისურვებთ. მოგესალმებით ბატონო კახა! რა ხანია ველოდები მართალის გაგრძელებას, კიი ზაფხულია მაგრამ.. ქეიფის ეშხში რომ შეხვალ და მერე, მასპინძელი ღვინოს არ მოიტანს ეე, ისეთ მდგომარეობაში ვარ და მგონი, არა მარტო მე. მოკრძალებით გთხოვთ, თუ რაიმე სერიოზული მიზეზი არა გაქვთ ტაიმ-აუტისთვის, იქნებ გაგეგრძელებინათ „მართალი." მეუფე სერაფიმეს ამბავი მაინტერესებს ძალიან. რაღაცა, ძალზედ საინტერესოს მოლოდინში ვარ. წარმატებებს გისურვებთ.
23. გადასარევად წერ555555 გადასარევად წერ555555
22. საინტერესო გაგრძელება იყო! :)
ვაი,ის რუმინელი შემეცოდა! :) საინტერესო გაგრძელება იყო! :)
ვაი,ის რუმინელი შემეცოდა! :)
20. ისევ და ისევ ვიტყვი იმას რომ კარგია და საინტერესო! ისევ და ისევ ვიტყვი იმას რომ კარგია და საინტერესო!
19. rac kaia-kaia! imedia gagrzelebas male vixilavt! :) rac kaia-kaia! imedia gagrzelebas male vixilavt! :)
18. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ წამიკითხავს პროზა კომპიუტერის მონიტორზე, ამ ნაწარმოებმა დამაინტერესა, წავიკითხე და მაგრად მომწონს ...
გაიხარე !
ველოდები გაგრძელებას ჩემო დიდო ძმაკაცო !
5 მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ წამიკითხავს პროზა კომპიუტერის მონიტორზე, ამ ნაწარმოებმა დამაინტერესა, წავიკითხე და მაგრად მომწონს ...
გაიხარე !
ველოდები გაგრძელებას ჩემო დიდო ძმაკაცო !
5
17. ველი გაგრძლებას:) ველი გაგრძლებას:)
16. მართლაც,საინტერესო და დამაფიქრებელი.
მართლაც,საინტერესო და დამაფიქრებელი.
15. :-> გაარგძელეებააა!! ;;) :-> გაარგძელეებააა!! ;;)
14. მიდი ჰარალე-ჯან, შეუბერე და გაგვიგრძელე თხრობა...не томи! მიდი ჰარალე-ჯან, შეუბერე და გაგვიგრძელე თხრობა...не томи!
13. ასე რომაა არ იცი ჰარირამა? ვაყომერებ და მერე ვწერ თავგადასავალს.:D ასე რომაა არ იცი ჰარირამა? ვაყომერებ და მერე ვწერ თავგადასავალს.:D
12. რა გინდა ? დოლიაში შეგიყვანოთ რომ ცოტა ბევრი დაწერო? თუ მართლა მაგ უკვე მომხდარი საქმეების მერე წერ ყველაფერს?:) რა გინდა ? დოლიაში შეგიყვანოთ რომ ცოტა ბევრი დაწერო? თუ მართლა მაგ უკვე მომხდარი საქმეების მერე წერ ყველაფერს?:)
11. ჩამითრიე რა... ძალიან საინტერესოაააააა... ჩამითრიე რა... ძალიან საინტერესოაააააა...
10. ველით ,ველით .... ველით ,ველით ....
9. მოკითხვა ავტორს და ცოტა გაზარდეთ რა მოცულობით... მოკითხვა ავტორს და ცოტა გაზარდეთ რა მოცულობით...
8. ძალიან საინტერესოა! :) ძალიან საინტერესოა! :)
7. :( ეს ამბები შენ საიდან იციი კახაა? ;;) ააა? :( ეს ამბები შენ საიდან იციი კახაა? ;;) ააა?
6. აწი წერ ამას? მოგეცა ჩემი ცოდვა,არ მყოფნის ეს პატარ -პატარა გაიმეტე,რა! ბრავო! აწი წერ ამას? მოგეცა ჩემი ცოდვა,არ მყოფნის ეს პატარ -პატარა გაიმეტე,რა! ბრავო!
5. არ ვიცი, მერემდენე ვარ, მაგრამ... ისე დამაინტერესა, სულ ველოდები გაგრძელებას. 5 არ ვიცი, მერემდენე ვარ, მაგრამ... ისე დამაინტერესა, სულ ველოდები გაგრძელებას. 5
4. ღირსეული გაგრძელება პროზაიკოსისაგან!!! ძმას ჩემი მოწონება აქ!!! გაგიმარჯოს ძამია!!! გაიხარე შენა!!! ღირსეული გაგრძელება პროზაიკოსისაგან!!! ძმას ჩემი მოწონება აქ!!! გაგიმარჯოს ძამია!!! გაიხარე შენა!!!
3. ძალიან საინტერესოდ წერთ......;) ძალიან საინტერესოდ წერთ......;)
2. ისევ ისეთი საინტერესოა!.... ისე ჩავიკითხავ ხოლმე, არ ვიღლები! საოცრად შეგიძლიათ წერა!.. იხარეთ!... :) 5 ისევ ისეთი საინტერესოა!.... ისე ჩავიკითხავ ხოლმე, არ ვიღლები! საოცრად შეგიძლიათ წერა!.. იხარეთ!... :) 5
1. ვა, პირველი ვარ!!!! ისევ ჩემი აღფრთოვანებები დავტოვე აქ... აცოცხლებ პირდაპირ იმ დროს..:) თაღლითების ისტორიებსაც ისე ყვები, პროფესიონალი ეგონები კაცს ამ საქმესი...:) 55555555 ვა, პირველი ვარ!!!! ისევ ჩემი აღფრთოვანებები დავტოვე აქ... აცოცხლებ პირდაპირ იმ დროს..:) თაღლითების ისტორიებსაც ისე ყვები, პროფესიონალი ეგონები კაცს ამ საქმესი...:) 55555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|