დაო, იმ წლებს მოგაგონებ, ნება-ნება ხეტიალებს, ალებს, უცხო ფრიალებს და დაფარულის ვერ დამალვას. ალვას ქარში მოშრიალეს ალესილი ცულის პირმა მაგრად დაგკრა, დაუნდობლად, ობლად მდგარო ხეიბარო, არ ოხრავდი, არც კვნესოდი, ოდითგანვე ძლევდი სევდას და სვეს შენსას შეურიგდი. გდიეს თუმცა უხეშებმა, შებმა ბედთან არ ისურვე, ურვებს სძლევდი შვილის გამო, გამოგიშრა ხმა საამო... მოსაგონარს ვერ ვეშვები, შვების სიტყვებს ვეძებ, დაო, და ობს ვაცლი ხმა -მალამოს, მოსმით გული დაგიამოს... ო. სიტყვაო, ყელში ამო!..
- ’მოსაღამოვდებოდაო!’’
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. saintereso da originaluria saintereso da originaluria
11. მე ნიმუში დავდე. რომელიმე ახალგაზრდა პოეტს შეიძლება იდეა მოეწონოს და ამ ფორმის გამოყენებით ნამდვილად კარგი ლექსი შექმნას, ან რომელიმე ლექსის ფრაგმენტად გამოიყენოს ეს. თავისუფალ ლექსსაც კი მოუხდებოდა, ჩემი აზრით კონვენციური ჩანართის სახით, მოკლედ ეს უკვე ინდივიდუალური ალღოსა და გემოვნების ამბავია. გამიხარდება, თუ მკითხველები აქვე მოათავსებენ საკუთარ ცდებს.. მე ნიმუში დავდე. რომელიმე ახალგაზრდა პოეტს შეიძლება იდეა მოეწონოს და ამ ფორმის გამოყენებით ნამდვილად კარგი ლექსი შექმნას, ან რომელიმე ლექსის ფრაგმენტად გამოიყენოს ეს. თავისუფალ ლექსსაც კი მოუხდებოდა, ჩემი აზრით კონვენციური ჩანართის სახით, მოკლედ ეს უკვე ინდივიდუალური ალღოსა და გემოვნების ამბავია. გამიხარდება, თუ მკითხველები აქვე მოათავსებენ საკუთარ ცდებს..
10. ილტოსპირელო ძვირფასო! პოეზიაში ვარჯიში - ცხადია არ შეიძლება, მაგრამ ლექსის თხზვაში ვარჯიში აუცილებელია, რომ ფორმის მეშვეობით პოეზიად - ხელოვნებად იქცეს ის, რაც გვინდა გამოვხატოთ.თემის ძებნაზე რომ არ მოვცდენილიყავი, ავიღე გოგლა ლეონიძის ''ოლეს '' მზამზარეული მოტივები, ილტოსპირელო ძვირფასო! პოეზიაში ვარჯიში - ცხადია არ შეიძლება, მაგრამ ლექსის თხზვაში ვარჯიში აუცილებელია, რომ ფორმის მეშვეობით პოეზიად - ხელოვნებად იქცეს ის, რაც გვინდა გამოვხატოთ.თემის ძებნაზე რომ არ მოვცდენილიყავი, ავიღე გოგლა ლეონიძის ``ოლეს `` მზამზარეული მოტივები,
9. რას ქვია სავარჯოშო პოეზიაში, ლექსში? ნუ ამდაბლებთ, ასე ნუ ამიწიერებთ იმას, რაც, სინამდვილეში, არ შეიძლება ასეთი ქვენა-ქვენა იყოს! რას ქვია სავარჯოშო პოეზიაში, ლექსში? ნუ ამდაბლებთ, ასე ნუ ამიწიერებთ იმას, რაც, სინამდვილეში, არ შეიძლება ასეთი ქვენა-ქვენა იყოს!
7. შებმა ბედთან არ ისურვე, ურვებს სძლევდი შვილის გამო, გამოგიშრა ხმა საამო...
დარდიანი გულის წამალივით არის :) შებმა ბედთან არ ისურვე, ურვებს სძლევდი შვილის გამო, გამოგიშრა ხმა საამო...
დარდიანი გულის წამალივით არის :)
6. ვა :) რა საინტერესო რამეა :) ვა :) რა საინტერესო რამეა :)
3. ეს თუ სავარჯიშოა,ნავარჯიშევი რაღაა აბა:) მე ძალიან მომწონს:) ეს თუ სავარჯიშოა,ნავარჯიშევი რაღაა აბა:) მე ძალიან მომწონს:)
2. ძალიანაც ნუ შემიცოდებთ, დრო მოვიდა, ძვირფასო. ჩემი რიგითი სავარჯიშოა, ნიმუშად დავუდე დამწყებებს. აღმოსავლური პოეტური ფორმა გამოვიყენე, სიტყვები - მთლიანად პირობითია. ლექსს ჯაჭვი - იმიტომ ჰქვია, რომ ჯაჭვურად არის გარითმული, ყოველი სტრიქონის ბოლო მომდევნო სტრიქონის დასაწყისს ერითმება. ძალიანაც ნუ შემიცოდებთ, დრო მოვიდა, ძვირფასო. ჩემი რიგითი სავარჯიშოა, ნიმუშად დავუდე დამწყებებს. აღმოსავლური პოეტური ფორმა გამოვიყენე, სიტყვები - მთლიანად პირობითია. ლექსს ჯაჭვი - იმიტომ ჰქვია, რომ ჯაჭვურად არის გარითმული, ყოველი სტრიქონის ბოლო მომდევნო სტრიქონის დასაწყისს ერითმება.
1. დარდიან გულზე დაწერილისთვის 5! დარდიან გულზე დაწერილისთვის 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|