ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინია_79
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 აპრილი, 2010


* * * (წერილი იასამნისფერ თბილისს)

იასამნისფერი თბილისი თოთო ბავშვივით იშრობს მზის რძეს და ნეტარების წრებრუნვით ახალ მთვარეზე, იწყებს მოძრაობას ყოველი დილა.
ხელი-ხელ ჩახლართულები ჩუმად ვსაყვედურობთ ერთურთს ჩვენს ადამიანურ სისუსტეებზე და გამოსავალს უკვე ,,ჩვენში" ვეძებთ.  ალალად ვუღიმით დამნაშავესავით მხოლოდ ერთმანეთს და ყველაზე დიდი ბანალურობის შინაარს ვეთანხმებით ,,ყველაფერი კარგად იქნება"!
შენ ჩემთვის, მე შენთვის. .  . თითქოს ვივიწყებთ იმას, რომ მე ,,მე" ვარ, შენ ,,შენ" და იმდენად მოგვწონს ერთმანეთიდან დაღვრილი სითბო, სამყაროში გასაბნევად ვერ ვიმეტებთ. ჩვენში ვინაწილებთ, ჩვენს მზეს ვინთებთ სულებში. უსასრულო სივრცესავით ვაჩერდებით მზერის შიგნით გულების რითმს, რითმს, რომლითაც ცეკვავს მაჯებში სისხლი და უწვრილესი ემოციებით იცვარება შენი სხეული.
მიყვარს ეს შენი ფარული ემოცია, სხეულის შიგნით თრთოლვა. გარე სამყაროსა და ჩვენს შორის აღმართული, ჩემსკენ მშვიდი. მოხვეული ხელების იქეთ რეალობაა, ხელებში კი მომავლის რწმენა და იმედი.
იასამნისფერი თბილისი ჩვენი სიყვარულივით თოთო ბავშვი, მზის რძეს იშრობს, როგორც ჩვენ და ნეტარების წრებრუნვით ახალ მთვარეზე, ყოველი დილა იწყება შენი და ჩემი უბრალო და სამყაროს პულსაციასავით საჭირო აორტის ფეთქვით.
  პ.ს. ასეთი შეშლა, მხოლოდ ასეთფერიან თბილისში, შენთან ერთად თუ შეიძლებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები