ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2010


მე ვარ... "პოეტი"?..

"რა მაწერინებს? არ ვიცი... იქნებ უზომო გულის წუხილი,
რა მაბედინებს? ალბათ ეს წვიმა, ან კი ამ ღამის ჭექა-ქუხილი.
ამ ქვეყანაზე, არ არსებობს ცუდი პოეტი...
ბოლომდე თბილი, ანდა ცივი... მწირე გონების...
ყველა თავის ფიქრს, თავის განცდებს განაბნევს ფურცლად,
ის ამით ცოცხლობს, ამით ოცნებობს და ამით სუნთქავს.
და ნუ დასძრახათ, გთხოვთ, თუ მის ნაწერს თქვენ ვერ ჩაწვდებით,
ზოგიერთ ლექსს ის მხოლოდ მისთვის წერს, თქვენ ვერ მიხვდებით...
მის გულისთქმაში იღიმის სევდა, ტირის სიტყვები...
ხომ აპატიებთ, თუ ვერ მიხვდებით?!."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები