ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2010


სიყვარული ლაქებად (შაჰრაზადის ზღაპრებიდან )

ზღვა მთვარის სხივმა უცნაური შუქით ალეწა,
ზღვა გავდა ღამე მოლოდინით დაღლილ ეშაფოტს,
არ ბობოქრობდა ღელვის გრძნობით დიდი არენა,
მთვარეს ეტრფოდა შავ ზვირთებში  ლურჯი ვეშაპი.

და ყოველ ღამე გრძელდებოდა ასე ამრიგად,
ცქერა, მთვარისკენ დამღუპველი ჟინით, სულელურ....
მთვარე კი გავდა ტახტრევანზე მორჭმულ ხალიფას
და ღიმილს გვრიდა შორეული ლტოლვა, სურვილი.

ვეშაპის მზერა სიყვარულის სევდამ დანისლა
და როცა მთვარე პირზე ჩვეულ ღიმილს ირგებდა,
ნაპირთან ახლოს მთელი ძალით შეხტა მთვარისკენ
და ვნებიანი კოცნა მოწყდა ვეშაპს ბაგიდან.

მთვარემ ვერ იგრძნო ვერც შლეგური ძალა ამბორის
და მერე დილა,  ვიდრე ვერცხლის სხივებს აკრეფდა,
სახეს დააჩნდა თეთრ ლოყაზე კოცნა ობოლი,
მთვარეს  დაეტყო სიყვარულის კვალი ლაქებად...

ზღვა გავდა ღამით მოლოდინით დაღლილ ეშაფოტს,
(და დაათენდა ზღაპრის თხრობით გართულ შაჰრაზადს....)
ნაპირზე იწვა უსიცოცხლოდ ლურჯი ვეშაპი
და ზღვის ტალღები, მთვარის შუქზე ქვიშით მარხავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები