ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი გოგოლიშვილი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2010


# # # # # # #

      წაღმა უკუღმა

ოთხს ეკლო ორი ბწკარი
და თოვა იყო მეკვლე,
ძალიან მძიმე ქარი
დაჰკიდებოდა ნეკნებს.

იფურცლებოდა ხათრით,
ქარში გაჩრილი წიგნი,
არავინ იყო გარეთ,
არავინ იყო შიგნით.

არავინ იყო შიგნით,
არავინ იყო გარეთ,
ქარში გაჩრილი წიგნი,
იფურცლებოდა ხათრით.

დაჰკიდებოდა ნეკნებს,
ძალიან მძიმე ქარი
და თოვა იყო მეკვლე,
და ოთხი იყო ბწკარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები