| ავტორი: სალადინი ჟანრი: პოეზია 27 აპრილი, 2010 |
სამნი ვიყავით, მე ძაღლი და მამის სურათი. მოსაწყენ ამინდს ვიოხებდით ყველა როგორღაც. სოფლის ქალები გადაუღებ წვიმებს წურავდნენ, და კერიასთან სევდით სავსე უბე მოჰქონდათ. კატა ვიღაცას შეჰკნაოდა, ჩემთვის უხილავს, ძაღლი კი იწვა, როგორც ადრე, მამის ფეხებთან. მამის სურათი შავ ჩარჩოდან თითქოს სულს ღვრიდა, და წამიერად იყო მხარზე სითბოს შეხებაც. კედელთან ეწყო დაჟანგული ბარიც, სახნისიც, მამის თვალებით მიცქეროდა ძველი სათვალე. ენა აიდგა ყველა ნივთმა თითქოს, თავისით, დოქმა კი ღვინო ჩამომისხა წვიმით ნამთვრალევს. მორბოდა ყველა მოგონება ხსოვნის კარიდან, ბუხარში კუნძი წინაპართა ამბებს ყვებოდა. ვიბადებოდი მამის სახლში თითქოს თავიდან და დამყურებდა სიყვარულით მამა ზემოდან... ოთხნი ვიყავით, უფრო სწორად, სამნი იმ ერთთან, ოთხივე თითქოს ძველებურად ერთად ვსახლობდით. და ის რაც ყოფნამ არყოფნისთვის ვერ გაიმეტა, მონატრებაა გარდაცვლილი შენი ახლობლის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. მომეწონა,ძალიან+2 მომეწონა,ძალიან+2
32. კატა ვიღაცას შეჰკნაოდა, ჩემთვის უხილავს, ძაღლი კი იწვა, როგორც ადრე, მამის ფეხებთან. მამის სურათი შავ ჩარჩოდან თითქოს სულს ღვრიდა, და წამიერად იყო მხარზე სითბოს შეხებაც.
აუუუუ, დამბურძგლა , მოიცა გავაგრძელო კითხვა!
ვიბადებოდი მამის სახლში თითქოს თავიდან და დამყურებდა სიყვარულით მამა ზემოდან... ოთხნი ვიყავით, უფრო სწორად, სამნი იმ ერთთან, ოთხივე თითქოს ძველებურად ერთად ვსახლობდით. და ის რაც ყოფნამ არყოფნისთვის ვერ გაიმეტა, მონატრებაა გარდაცვლილი შენი ახლობლის...
5 კატა ვიღაცას შეჰკნაოდა, ჩემთვის უხილავს, ძაღლი კი იწვა, როგორც ადრე, მამის ფეხებთან. მამის სურათი შავ ჩარჩოდან თითქოს სულს ღვრიდა, და წამიერად იყო მხარზე სითბოს შეხებაც.
აუუუუ, დამბურძგლა , მოიცა გავაგრძელო კითხვა!
ვიბადებოდი მამის სახლში თითქოს თავიდან და დამყურებდა სიყვარულით მამა ზემოდან... ოთხნი ვიყავით, უფრო სწორად, სამნი იმ ერთთან, ოთხივე თითქოს ძველებურად ერთად ვსახლობდით. და ის რაც ყოფნამ არყოფნისთვის ვერ გაიმეტა, მონატრებაა გარდაცვლილი შენი ახლობლის...
5
31. ლექსის შემქმნელი - ავტორია, მისი ბედის განმსაზღვრელი კი -მკითხველი! რაღა დაგიმალოთ და, გამიხარდა ეს ლექსი "უჩინოდ" რომ არ ჩაიკარგა ურაკის მიხვეულ-მოხვეულებში... ლექსის შემქმნელი - ავტორია, მისი ბედის განმსაზღვრელი კი -მკითხველი! რაღა დაგიმალოთ და, გამიხარდა ეს ლექსი "უჩინოდ" რომ არ ჩაიკარგა ურაკის მიხვეულ-მოხვეულებში...
29. მორბოდა ყველა მოგონება ხსოვნის კარიდან, ბუხარში კუნძი წინაპართა ამბებს ყვებოდა. ვიბადებოდი მამის სახლში თითქოს თავიდან და დამყურებდა სიყვარულით მამა ზემოდან...
ბ რ ა ვ ო მორბოდა ყველა მოგონება ხსოვნის კარიდან, ბუხარში კუნძი წინაპართა ამბებს ყვებოდა. ვიბადებოდი მამის სახლში თითქოს თავიდან და დამყურებდა სიყვარულით მამა ზემოდან...
ბ რ ა ვ ო
27. აი ეს, ეს მირჩევნია მაგალითად :) აი ეს, ეს მირჩევნია მაგალითად :)
26. ეს ლექსი ძალიან მომეწონა მე, აქ რომ 5 ქულა არ დავტოვო სირცხვილი იქნება უბრალოდ ....5 :) მოგიკითხეთ ბატონოჩემო... ეს ლექსი ძალიან მომეწონა მე, აქ რომ 5 ქულა არ დავტოვო სირცხვილი იქნება უბრალოდ ....5 :) მოგიკითხეთ ბატონოჩემო...
25. აი ეს კარგია აი ეს კარგია
24. ასეთ ლექსებს მე ჩუმად, ლოცვასვით ვკითხულობ. კარგია, სალადინი, გაიხარე. ასეთ ლექსებს მე ჩუმად, ლოცვასვით ვკითხულობ. კარგია, სალადინი, გაიხარე.
23. კიდევ მოვედი აქ და არამითს ვეთაბხმები 10000000000000 %-ით კიდევ მოვედი აქ და არამითს ვეთაბხმები 10000000000000 %-ით
22. ძალიან მაგარი ლექსია. ჯობია არავის სთხოვო ქულა,რადგან რად გინდა "ვინუჟდენი" გნახონ? არამითი777. 2010-05-01 14:04:3
ისე, მართალი ხარ არამითი, რად მინდა "ვინუჟდენად" დათრეული რჩეულობა, ვისაც დაძალებით გვარჩევინებენ, არ კმარა? მომეწონა, ძამიკო მე შენი რჩევები და გავითვალისწინებ აუცილებლად!!! ძალიან მაგარი ლექსია. ჯობია არავის სთხოვო ქულა,რადგან რად გინდა "ვინუჟდენი" გნახონ? არამითი777. 2010-05-01 14:04:3
ისე, მართალი ხარ არამითი, რად მინდა "ვინუჟდენად" დათრეული რჩეულობა, ვისაც დაძალებით გვარჩევინებენ, არ კმარა? მომეწონა, ძამიკო მე შენი რჩევები და გავითვალისწინებ აუცილებლად!!!
21. სალადინი! ვკითხულობ და ვკითხულობ. ეს შედევრია, ჩემი აზრით. სალადინი! ვკითხულობ და ვკითხულობ. ეს შედევრია, ჩემი აზრით.
20. სამნი ვიყავით, მე ძაღლი და მამის სურათი. მოსაწყენ ამინდს ვიოხებდით ყველა როგორღაც. სოფლის ქალები გადაუღებ წვიმებს წურავდნენ, და კერიასთან სევდით სავსე უბე მოჰქონდათ. კატა ვიღაცას შეჰკნაოდა, ჩემთვის უხილავს, ძაღლი კი იწვა, როგორც ადრე, მამის ფეხებთან. მამის სურათი შავ ჩარჩოდან თითქოს სულს ღვრიდა, და წამიერად იყო მხარზე სითბოს შეხებაც. კედელთან ეწყო დაჟანგული ბარიც, სახნისიც, მამის თვალებით მიცქეროდა ძველი სათვალე. ენა აიდგა ყველა ნივთმა თითქოს, თავისით, დოქმა კი ღვინო ჩამომისხა წვიმით ნამთვრალევს. მორბოდა ყველა მოგონება ხსოვნის კარიდან, ბუხარში კუნძი წინაპართა ამბებს ყვებოდა. ვიბადებოდი მამის სახლში თითქოს თავიდან და დამყურებდა სიყვარულით მამა ზემოდან... ოთხნი ვიყავით, უფრო სწორად, სამნი იმ ერთთან, ოთხივე თითქოს ძველებურად ერთად ვსახლობდით. და ის რაც ყოფნამ არყოფნისთვის ვერ გაიმეტა, მონატრებაა გარდაცვლილი შენი ახლობლის...
ძალიან მაგარი ლექსია. ჯობია არავის სთხოვო ქულა,რადგან რად გინდა "ვინუჟდენი" გნახონ? თუ ასე გააგრძელებ,როგორც დაიწყე,მერწმუნე მკითხველიც და შემფასებელიც არ მოგაკლდება,რაც მთავარია კრიტიკაზე არ გაღიზიანდე,როგორც უმრავლესობას ემართება,კარგს დასდებ,გეტყვით კარგია,ცუდს დასდებ_ცუდია,თუმცა ამას ბევრი არ გეტყვის და ესეც იცოდე წინასწარ...:):):);) +777 შენ და ეს ოთხიდან ყველაზე მაგარი ლექსია იცოდე,თუმცა ისინის კარგებია... სამნი ვიყავით, მე ძაღლი და მამის სურათი. მოსაწყენ ამინდს ვიოხებდით ყველა როგორღაც. სოფლის ქალები გადაუღებ წვიმებს წურავდნენ, და კერიასთან სევდით სავსე უბე მოჰქონდათ. კატა ვიღაცას შეჰკნაოდა, ჩემთვის უხილავს, ძაღლი კი იწვა, როგორც ადრე, მამის ფეხებთან. მამის სურათი შავ ჩარჩოდან თითქოს სულს ღვრიდა, და წამიერად იყო მხარზე სითბოს შეხებაც. კედელთან ეწყო დაჟანგული ბარიც, სახნისიც, მამის თვალებით მიცქეროდა ძველი სათვალე. ენა აიდგა ყველა ნივთმა თითქოს, თავისით, დოქმა კი ღვინო ჩამომისხა წვიმით ნამთვრალევს. მორბოდა ყველა მოგონება ხსოვნის კარიდან, ბუხარში კუნძი წინაპართა ამბებს ყვებოდა. ვიბადებოდი მამის სახლში თითქოს თავიდან და დამყურებდა სიყვარულით მამა ზემოდან... ოთხნი ვიყავით, უფრო სწორად, სამნი იმ ერთთან, ოთხივე თითქოს ძველებურად ერთად ვსახლობდით. და ის რაც ყოფნამ არყოფნისთვის ვერ გაიმეტა, მონატრებაა გარდაცვლილი შენი ახლობლის...
ძალიან მაგარი ლექსია. ჯობია არავის სთხოვო ქულა,რადგან რად გინდა "ვინუჟდენი" გნახონ? თუ ასე გააგრძელებ,როგორც დაიწყე,მერწმუნე მკითხველიც და შემფასებელიც არ მოგაკლდება,რაც მთავარია კრიტიკაზე არ გაღიზიანდე,როგორც უმრავლესობას ემართება,კარგს დასდებ,გეტყვით კარგია,ცუდს დასდებ_ცუდია,თუმცა ამას ბევრი არ გეტყვის და ესეც იცოდე წინასწარ...:):):);) +777 შენ და ეს ოთხიდან ყველაზე მაგარი ლექსია იცოდე,თუმცა ისინის კარგებია...
19. მე მახსოვს მომეწონა ეს ლექსი და კომენტარიც დავტოვე...5 რა იქნა?...:( მე მახსოვს მომეწონა ეს ლექსი და კომენტარიც დავტოვე...5 რა იქნა?...:(
18. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, იმას რაც ვიგრძენი. უძლიერესია, შემძრა , დამბურძგლა, ჩემს საყვარელ ლექსებს შეემატა. :)
მამის სურათი შავ ჩარჩოდან თითქოს სულს ღვრიდა, და წამიერად იყო მხარზე სითბოს შეხებაც. კედელთან ეწყო დაჟანგული ბარიც, სახნისიც, მამის თვალებით მიცქეროდა ძველი სათვალე. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, იმას რაც ვიგრძენი. უძლიერესია, შემძრა , დამბურძგლა, ჩემს საყვარელ ლექსებს შეემატა. :)
მამის სურათი შავ ჩარჩოდან თითქოს სულს ღვრიდა, და წამიერად იყო მხარზე სითბოს შეხებაც. კედელთან ეწყო დაჟანგული ბარიც, სახნისიც, მამის თვალებით მიცქეროდა ძველი სათვალე.
16. უუფფფ რაცხა ვიციგნე აქ და ამ ლექსს ჩემგან +2 დავით უუფფფ რაცხა ვიციგნე აქ და ამ ლექსს ჩემგან +2 დავით
15. მე გიპასუხებთ სალადინნნ :)ჯერ ის უნდა გაარკვიოთ ქულები აგაღებინებთ თუ არა სიმაღლეებს რომელიც გგონიათ ,რომ წინ გელით:)) და შემდეგ უკვე შეგიძლიათ დავლურიც დაუაროთ...მარად "თქვენი" კომედიანტი:) მე გიპასუხებთ სალადინნნ :)ჯერ ის უნდა გაარკვიოთ ქულები აგაღებინებთ თუ არა სიმაღლეებს რომელიც გგონიათ ,რომ წინ გელით:)) და შემდეგ უკვე შეგიძლიათ დავლურიც დაუაროთ...მარად "თქვენი" კომედიანტი:)
14. +5 კეთილი იყოს შენი ფეხი საინტერესო ავტორო +5 კეთილი იყოს შენი ფეხი საინტერესო ავტორო
13. ამ საიტზე ახალი ვარ და ამიხსენით, რა და როგორ ხდება, ყველას უნდა დავლურით დავუარო და ვუგზავნო პ.მ-ში, "ბიძიებო, დეიდებო" შემიფასეთ და ჩამიყარეთ ორიოდ გროში ქულების სახით-თქო თუ როგორ? ამ საიტზე ახალი ვარ და ამიხსენით, რა და როგორ ხდება, ყველას უნდა დავლურით დავუარო და ვუგზავნო პ.მ-ში, "ბიძიებო, დეიდებო" შემიფასეთ და ჩამიყარეთ ორიოდ გროში ქულების სახით-თქო თუ როგორ?
12. რომელი ვარ და იერუსალიმის ამღები და ჯვაროსნების დამმარცხებელი სალადინი - ეს იმ ცხოვრებაში და აქაც მაქვს ასაღები ჩემი სიმაღლეები... რომელი ვარ და იერუსალიმის ამღები და ჯვაროსნების დამმარცხებელი სალადინი - ეს იმ ცხოვრებაში და აქაც მაქვს ასაღები ჩემი სიმაღლეები...
11. uzlieresia megobaro! chemi didi moconeba shen! +2 uzlieresia megobaro! chemi didi moconeba shen! +2
10. მაგარი ლექსია! +2!!! მაგარი ლექსია! +2!!!
8. სერიოზული ლექსი..
რომელი ხარ კაცო შენა... სერიოზული ლექსი..
რომელი ხარ კაცო შენა...
7. მორბოდა ყველა მოგონება ხსოვნის კარიდან, ბუხარში კუნძი წინაპართა ამბებს ყვებოდა. ვიბადებოდი მამის სახლში თითქოს თავიდან და დამყურებდა სიყვარულით მამა ზემოდან... . ბრწყინვალე ლექსია. ასეთი ავტორების ხელში მშობლიური ენა ბედნიერია. ლურსმანისა არ იყოს "მოაზღვავა ემოციები."
მორბოდა ყველა მოგონება ხსოვნის კარიდან, ბუხარში კუნძი წინაპართა ამბებს ყვებოდა. ვიბადებოდი მამის სახლში თითქოს თავიდან და დამყურებდა სიყვარულით მამა ზემოდან... . ბრწყინვალე ლექსია. ასეთი ავტორების ხელში მშობლიური ენა ბედნიერია. ლურსმანისა არ იყოს "მოაზღვავა ემოციები."
6. და ის რაც ყოფნამ არყოფნისთვის ვერ გაიმეტა, მონატრებაა გარდაცვლილი შენი ახლობლის... კაარგიიიაა...მოაზღვავა ემოციები :) და ის რაც ყოფნამ არყოფნისთვის ვერ გაიმეტა, მონატრებაა გარდაცვლილი შენი ახლობლის... კაარგიიიაა...მოაზღვავა ემოციები :)
4. მართლა ძალიან მაგარია....
მეტკინა..
მართლა ძალიან მაგარია....
მეტკინა..
3. დახვეწილი ლექსი, ემოციით, სათქმელით...
ძალიან კარგია, ავტორო! დახვეწილი ლექსი, ემოციით, სათქმელით...
ძალიან კარგია, ავტორო!
2. ძალიან კარგია,ძალიან! ძალიან კარგია,ძალიან!
1. სოფლის ქალები გადაუღებ წვიმებს წურავდნენ, და კერიასთან სევდით სავსე უბე მოჰქონდათ.
ენა აიდგა ყველა ნივთმა თითქოს, თავისით, დოქმა კი ღვინო ჩამომისხა წვიმით ნამთვრალევს.
და ის რაც ყოფნამ არყოფნისთვის ვერ გაიმეტა, მონატრებაა გარდაცვლილი შენი ახლობლის...
5 ნათელი და სანთელი მათ სულებს! სოფლის ქალები გადაუღებ წვიმებს წურავდნენ, და კერიასთან სევდით სავსე უბე მოჰქონდათ.
ენა აიდგა ყველა ნივთმა თითქოს, თავისით, დოქმა კი ღვინო ჩამომისხა წვიმით ნამთვრალევს.
და ის რაც ყოფნამ არყოფნისთვის ვერ გაიმეტა, მონატრებაა გარდაცვლილი შენი ახლობლის...
5 ნათელი და სანთელი მათ სულებს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|