 | ავტორი: კრაპლაკი ჟანრი: პროზა 1 მაისი, 2010 |
გაცვეთილი ცისფერია... მოხუცი... არა ძალიან მოხუცი... დაღლილი და თანაც როგორ, ძალიან... საუკუნეზე მეტია უკვე, რაც არსებობს.(არ ვაჭარბებ). საუკუნეა ასე დგას, ამაყად და ახლა ისეა დაბერებული, ეტყობა მხედველობა დაუქვეითდა, გზას კია რ უცქერს, ისე აქვს პირი გაურკვეველი მიმართულებით შებრუნებული... თუმცა სანამ დაბერდებოდა გზისკენ იყირებოდაო თურმე, მაგრამ გავიდა დრო და გზამ იცვალაო ადგილი, თვითონ უკვე ისეთი ბებერი იყო ვეღარ მოახერხაო გადაადგილება... მე ასეთი გავიცანი... პირველი იყო მთელს უბანში. მეამაყება კიდეც, ამ ულამაზეს დასახლებას მისცა დასაბამი... და რომ ის ჩემია... ბებერია, მაგრამ რა სათნოა იცით?... კეთილი... ძალიან კეთილი... რამდენ რამეს გაუზლო, რამდენი ჭირი და ლხინი დაიტია... მეც მასში გავიზარდე... და ჩემს წინ 4 თაობაც... ჰო, ჩემი სახლია, ჩემი ჭაღარა სახლი. ვერ ვიტყვი ჟამმა ვერა დააკლო მეთქი, ისე მოტყდა, რომ დრო და დრო წვიმას ვეღარ უძლებს, ისე გარღვევია ყაბალახი ამოკერვასაც ვეღარ ექვემდებარება... ეს წვიმა კი , მაგრამ აი ქარის არ ეშინია, ერთგული მეგობრები ყავს. აქეთ უზარმაზარი კარალიოკის ხე, იქეთ წაბლის, უკან ზუსტად თავის ტოლი (ასაკით თორე სიმაღლით გაცილებით დიდი) ხეჭეჭურის ხე, წინიდან კი მარად მწვანე ნაძვის ზოლი იფარავს. მაღალ ფეხებზე დგასთქო ვერ ვითყვი, ცოტა დაბალი აქ ქვემოთ ჭერი, მაგრამ აი ტორსის სიმაღლეს არ უჩივის ნამდვილად. იცით ვის გავს? გურულ, ჭაღარა, ყაბალახიან კაცს, ყანიდან დაბრუნებულს და დაღლილს, არა უკვე იმდენად დაღლილს, რომ თავისი სათოხრის შვილებისვის გადალოცვასაც კი აპირებს, არა იმიტომ, რომ ზარმაცია, უბრალოდ აღარ ძალუძს და რა ქნას?... ერთხელ უკვე ვთქვი, ბევრი ჭირი და ლხინი უნახავსთქო.... ძლიერი როა... ზალიან ძალიან ძლიერი.... ბევრი ღირსეული აღუზრდია მის კედლებს.... ლამაზად.... და მაინც, ყველაზე რთული მისთვის ალბათ ის იყო, რომ უსინათლო ბაბუაჩემს უმსუბუქებდა ტვირთს. როგორ? ჰმ... ნახევარ საუკუნეზე მეტი ისე გაუნძრევლად იდგა, შეუცვლელი იყო თავიდან ბოლომდე. თითოეული აგური, ფიცარი, თითოეული ნივთი მასში,ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ჯერ თვალხილულ ბაბუას ახსოვდა... თავისი ფეხით,დაუხმარებლად დადიოდა ბაბუა უსინათლო, ყრუ, და მუნჯი... (ბაბუაზე მერე, სხვა დროსაც დავწერ სხვა ფურცელზე) ბაბუს მერეც, აგერ უკვე რამდენი წელია დგას... მუხლები ჯერ არ უკანკალებს, მაგრამ საცოდაობაა უკვე... იტანჯება ვგრძნობ... მალე, რაც შეიძლება მალე მინდა დასვენების ნება მივცე, მის დაღლილ მუხლებს გასწორება სჭირდება. ცოტა კი ეტკინება, ერთ ორ დარტყმას იგრძნობს ალბათ, მერე დაიშლება და დ ა ი ს ვ ე ნ ე ბ ს.... მის ადგილზე ახალი კერა გაიშლება, სულ ახალი, ახლად ნაძერწი... მომენატრება... ძალიან... და კიდევ უფროც... ჩემი ჭაღარა... გაცვეთილი ცის ფერი... მოკლე ფეხებიანი და მაღალ ტორსიანი... კეთილი...სათნო... ჩემი ოჯახის და ჩემი წინაპრების ნავსაყუდელი... დაჩრჩილულ ყაბალახიანი, მოხუცი ს ა ხ ლ ი....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. გეძებ,,, გელოდები გეძებ,,, გელოდები
22. აუ რა დამასევდიანა:) +777 აუ რა დამასევდიანა:) +777
21. მარა ზატო მის ადგილზე ახალი და საყვარელი სახლუკა დაიბადება:)))))) იმედია წინაპრის ღირსებას კარგად შეინახავს:) მარა ზატო მის ადგილზე ახალი და საყვარელი სახლუკა დაიბადება:)))))) იმედია წინაპრის ღირსებას კარგად შეინახავს:)
20. :(:(:(:(:(:(:( :(:(:(:(:(:(:(
19. აუ თან იცი რა არი? ერთ თვეში აღარ მეყოლება ჩემი ჭაღარა..... მომენატრება...... აუ თან იცი რა არი? ერთ თვეში აღარ მეყოლება ჩემი ჭაღარა..... მომენატრება......
18. ჩემი ჭაღარა... გაცვეთილი ცის ფერი... შენ გენაცვალე რა,,, ბრავო კიდე მოვედი იმიტომ რომ მახსოვდა!!! ჩემი ჭაღარა... გაცვეთილი ცის ფერი... შენ გენაცვალე რა,,, ბრავო კიდე მოვედი იმიტომ რომ მახსოვდა!!!
17. momewona gulitadi naweria:) +2 momewona gulitadi naweria:) +2
13. dzalian kargia! warmatebebs gisurveb chemo kargo! dzalian kargia! warmatebebs gisurveb chemo kargo!
12. არა ლექსებს ვერ დავდებ მცხვენიაააააააა.........:)))))))) არა ლექსებს ვერ დავდებ მცხვენიაააააააა.........:))))))))
11. ეს ვინ მოსულაააააა:)
მე არ უნდა მქონოდა ეს აქამდე წაკითხული??? მოლოდინს გადაასჭარბე! ლექსებიც დადე რაა:)
5555555555555555555555555555555555555555555... ეს ვინ მოსულაააააა:)
მე არ უნდა მქონოდა ეს აქამდე წაკითხული??? მოლოდინს გადაასჭარბე! ლექსებიც დადე რაა:)
5555555555555555555555555555555555555555555...
10. ese ara, magram mec miyvars chemi nestiani bunagi :) ese ara, magram mec miyvars chemi nestiani bunagi :)
9. მეც მიყვარს მეც..... :) გაიხარე გიო:) მეც მიყვარს მეც..... :) გაიხარე გიო:)
8. მიიიიიიიიიიიიიიიიიიიყვარს ესეთი ნაწერებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :):):):):):):) ++ ჩემგან მიიიიიიიიიიიიიიიიიიიყვარს ესეთი ნაწერებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :):):):):):):) ++ ჩემგან
7. აუ, რა კარგი სურათი გიყენია ავატარად.... ''ლარისა ივანოვნა'' გამახსენდა კინო-ფილმ ''მიმინო''-დან, გავს რაღაცნაირად. :) :) :) ხო, ნაწერს რაც შეეხება, მომეწონა! წარმატებებს გისურვებ! ;) ;) ;) აუ, რა კარგი სურათი გიყენია ავატარად.... ``ლარისა ივანოვნა`` გამახსენდა კინო-ფილმ ``მიმინო``-დან, გავს რაღაცნაირად. :) :) :) ხო, ნაწერს რაც შეეხება, მომეწონა! წარმატებებს გისურვებ! ;) ;) ;)
6. ძალიან თბილი////5555 ძალიან თბილი////5555
5. შენც გურული ხარ თე_თე? შემოგევლე შენ...:) შენც გურული ხარ თე_თე? შემოგევლე შენ...:)
4. ჩემი გურია გამახსენდა :) კრაპლაკი , ძალიან კარგია :) გაიხარე შენ :) ჩემი გურია გამახსენდა :) კრაპლაკი , ძალიან კარგია :) გაიხარე შენ :)
3. გაცვეთილი ცის ფერი.... :) და კარგად გადმოცემული იყო.... :) წარმატებები :) გაცვეთილი ცის ფერი.... :) და კარგად გადმოცემული იყო.... :) წარმატებები :)
2. ბაბუა? ხო შემდეგი წერილის თემა ბაბუა იქნება რომელსაც დავდებ...
ბაბუა? ხო შემდეგი წერილის თემა ბაბუა იქნება რომელსაც დავდებ...
1. ბაბუაზე დავფიქრდი. მომიყევი რა... ბრმა? ყრუ? მუნჯი? სამივე ერთად?:( როგორ დაემართა???????? ისე კარგია თითონ ნაწერი მომეწონა, მე დიდი შემფასებელი შეიძლება ვერ ვარ უბრალო მკითხველი ვარ აქ მაგრამ მაინც:) ბაბუაზე დავფიქრდი. მომიყევი რა... ბრმა? ყრუ? მუნჯი? სამივე ერთად?:( როგორ დაემართა???????? ისე კარგია თითონ ნაწერი მომეწონა, მე დიდი შემფასებელი შეიძლება ვერ ვარ უბრალო მკითხველი ვარ აქ მაგრამ მაინც:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|