ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თერმეს
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2010


არ წახვიდე..

არ წახვიდე..
შენ აქ მჭირდები ახლა.
არ წახვიდე..
შენი ხელი დღეს უფრო თბილია.
არ წახვიდე..
დამელოდე..
შეხედე მზე ისევ წითელია და შენია!
სხივები ისევ ოქროსფერია და ისინიც შენია
ან..
შენ უფრო ლამაზი და ოქროსფერი ხარ.
მომეხვიე..
შენი ცხელი ტანი უფრო ცხელია,
ან..
არ წახვიდე..
დამელოდე..
მზეს შეხედე..
და მომეხვიე..
ლოყა მომადე ლოყაზე..
რომ ასე დავბერდეთ და ნაოჭები ერთმანეთს შეეზარდოს!
ხელებს ხელებით დაგიჭერ..
ხელისგულებს..
თმა ფერს შეიცვლის
და..
არ წახვიდე ..
ახლა მოსვლის დროა!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები