ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2010


დავით

დაღლილს,
სარკმელთან - ორი მტრედის
ღუღუნი ართობს...
ხვალ ომი ელის.
ხორკლი აყრის ტანზე სულისა.
სუნი ტრიალებს.
ცხელი სისხლი დაკაწრავს ტატნობს!
აწამებს მძიმე, ბოლო სიტყვა -
სინანულისა...
კურთხეულია -
მამულისთვის ტრიალი ხმალის!
დარჩება ხვალე -
გადასწვდება საუკუნეებს,
წუთისოფელი ტიალია -
წუთის და წამის!
სიკვდილ-სიცოცხლის
აღსავალთან დააკაკუნებს!
ნეტავ ვინ არჩევს ამქვეყნიურ
ტყუილს და მართალს.
ეს ყველაფერი ხვალ იქნება -
ძლევაი ბედის!
ახლა კი,
ახლა შუბლმიყრდნობილს
ბაგრატის კართან,
ღუღუნი მტრედის,
ორი მტრედის ღუღუნი ართობს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები