ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2010


<<მაისის ღამე>>

მაისი

მაისის დილა -
ცა ცარცისფერ აკვარელს იდებს...
დილის სუსხია...
ცვარი კრთება ხავედრის მოლზე...
ფანჯრის რაფები -
ამზეურებს ქოთნის ყვავილებს...
დაორთქლილ მინას კარტებს უშლი -
სულგანაბული...
„ნათითურებში მოაქციე დილის ოცნება“


ღამე

ბნელი ღამეა -
ვარსკვლავები ბჟუტავენ ცაზე...
გიყვარს სიბნელე!...
და ამიტომ ამსგავსებ შენს თავს.
ბედნიერი ხარ! –
ნათქვამია: „ორეულებს ვერ ხვდებიანო“
შენ კი - იპოვე!
- - -
არც დღე არ გძინავს -
უძილობა დაგიმეგობრდა.
დატოვე სახლი!
ნაძვის ძირში აწვალებ თითებს.
ფიქრობ დილაზე...
„დილა შენთვის ტკივილების მეტაფორაა“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები