ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2010


დარაბებს მიღმა

დარაბებს მიღმა - სადაც ქარი არღვევს ჯებირებს,
სად - მაჯისცემა გასცდა უკვე დოგმათა ჩარჩოს -
შეუზღუდავი სარბიელი მით უფრო მითრევს,
რომ გადავლახო! ტკივილები რწმენით დავახშო...

დარაბებს მიღმა - კალენდარი ისე შეცვლილი -
დროთა ცვლილება ფუნჯის მოსმას ესადაგება,
"და აფეთქებულ ატმის რტოთა  ჩუმი აჩრდილი
მანდარინების მწვანე რტოებს ჩაენაცვლება..."

იქ მაისი და ქვიშის საათს მართავს ივნისი,
იქ ხომ ჟანგბადსაც ფერი ადევს უფრო მოთეთრო,
დარაბებს მიღმა - ქუჩებს შერჩათ ფონი - ნარცისის,
მონეს „მზის ჩასვლა“ ჰორიზონტმა რკალად მოირგო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები