ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2010


***


სიტყვები ფიქრებს შერჩენილი
როგორც იები,
ზამთრის წყვდიადში გამოჩენა
ზღაპრის მთიების,
ტაძრად ქცეული
ჩალური და კოშკი ოქროსი,
ბედნიერების კუნძულები,
დარდის კოსმოსი,
სითბო ღმერთისა
თვალებსა და გულის სივრცეში,
ამქვეყნად მოსვლის
და იმ ქვეყნად წასვლის მიზეზი.

***
ჩვენი სანთლებიც ჩაქრა კინაღამ,
მაინც გავცურეთ ქარები,ზღვები.
ფიქრში გხედავ და გულში გინახავ
და ყვავილოვან სიზმრებში გხვდები.

აქ გვიხაროდა/ერთად ვიყავით/
გაზაფხულების სითბო და მზერა.
ისევ ბრიალებს ბაღი მიმქრალი
და ცრემლში სულ სხვა ტკივილი ელავს.

ო,სიყვარული-სამოთხის მზვარე,
ხმები ციური ქორალებისა…
ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეს
ვხედავთ ვარსკვლავებს მონატრებისას.

ჩვენი სანთლებიც ჩაქრა კინაღამ,
ღმერთის იმედით გავცურეთ ზღვები.
ფიქრში გხედავ და გულში გინახავ
და ყვავილოვან სიზმრებში გხვდები.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს