ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეეეგ
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2010


შენ - ადამ!!

ვიცი გიყვარვარ...
                  უხსოვარ დროდან
ერთ გზაზე ვდგავართ.. ერთად დასჯილნი..
ერთი გვაქვს ცოდვაც _ პირველი კოცნა,
სამარადისო ვნებად აშლილი..

მაინც მე მწყევლის მოდგმა კაცების,
არც შენგან ველი დიდად დანდობას,
რადგან ევა ვარ.. და ჩემი ხვედრი
მეც სუსტი მხრებით დამაქვს ქალობა..

მე ხომ სამოთხის წაგართვი საშვი_
გამოგამწყვდიე ყოფის დილეგში,
და ჩემი ხელით გაჭამე ვაშლი
რომ გამეხვიე ვნების ზვირთებში..

მინდა ყოველდღე გიხადო ვალი,
ხან მოფერებით, ხანაც ტირილით,
მინდა გავჟღინთო ყოველი წამი
შენი სუნთქვით და შენი სიცილით..

მინდა ჩაგადნო ყოველ სტრიქონში,
გაქციო ჩემი სულის ბწკარედად,
შენა ხარ ჩემი ლექსებით თრობა,
შენა ხარ ჩემი უჯვროდ წამება..

გიჟივით ვეძებ სისხლისფერ ტუჩებს..
წყურვილი? არა.. უფრო მეტია..
შეშლილის კოცნას წააგავს უფრო
დღეს შენით მთვრალი ეს პოეზია..

მაინც გიყვარვარ... ოდესმე ჩემ წინ,
ვარდებად გაშლი ოცნებებს ფრთიანს..
მე ხომ ევა ვარ.. და როგორც მაშინ,
ჩემგან მოწვდილი ვაშლები გშია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები