ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2010


ზეცას მონატრების შვიდი ფერი ება...

აღარ დამთავრდება გზები ფიქრიანი,
ცაში დაცურავენ მშვიდად პლანეტები,
წლები უსასრულოდ ჩქარა მიქრიან და
წვება გრძედები და კვეთენ განედები.
მიმზერს დღეს სარკიდან ჩემი ორეული,
ვუმზერ და ტუჩიდან ღიმი ანატეხი,
თითქოს მოგონება არის შორეული,
წლებმა უცნაურად თავს რომ დამატეხა.
გვერდით ჩამიარეს მრავლად ფერიებმა,
გულზე დამიტოვა ზოგმა ნაკვალევი,
ცას დღეს მონატრების შვიდი ფერი ება,
ხოლო ვარსკვლავები ცაში კანკალებენ.
სახეს დასტყობია ფიქრი შვეულებად,
მზერა დაღლილი და წამწამდაჩოქილი
თითქოს გამხდარიყო ჩემი ჩვეულება,
ორასორი თვე და სამასსამი კვირა...
უკან მოვიტოვე ფიქრის დერეფანი,
თუმც ვერ დავივიწყე ბევრი მოგონება,
ჩემი ბავშვობიდან კვლავაც მიჰქრის ფრანი
და თეთრ ღრუბლებს ისევ ისე ეკონება
და კვლავ მიმოდიან ირგვლივ ფერიები,
მათ წინ დაჩოქილა ჩემი ორეული,
ზეცას მონატრების შვიდი ფერი ება,
თითქოს შეშლილი და გრძნობამორეული.
ვიცი დამთავრდება გზები ფიქრიანი,
თუმც კვლავ იცურებენ ცაში პლანეტები,
წლები უსასრულოდ ჩქარა მიქრიან და
მისდევს გრძედები და კვეთენ განედები..
                                      დმ.2010წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები