ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩ ი ო რ ა...
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2010


მე...

უაზროდ რბიან დღეთა ლანდები,
სულის სიღრმეში ვანგრევ ცხრაკლიტულს,
იქნებ საუბარს არა აქვს აზრი,
არც მოგონებეს მეში ჩაკირულს...
საკუთარ თავში ეჭვი რომ შემაქვს
იქნებ მომავლის დიდი შიშია
ჩემზე იტყვიან არ იცის რა სურს,
იქნებ რას ელის?
იქნებ გიჟია....
ხო,მე გავგიჟდი,
გადამიყოლა
გაყინულ დღეთა ფერიცვალებამ,
საკუთარ მეში სულ სხვა მეს ვებრძვი
და მსიამოვნებს მისი წვალება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები