ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელაია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ივნისი, 2010


ბელაია და ნერვოზი

ვკითხულობდი შედევრებს და მეც დაჯღაპნა მომინდა,
მომეპარა ურცხვად მუზა, მოვიდა და მკოცნიდა.
არც მე არ ვარ რკინის კაცი ვაღიარებ, ავღელდი,
მთელი გრძნობით გადმოვღვარე ჰანგები და ავმღერდი.

ვღიღინებდი ჩემს ცხოვრებას, ბობოქორბდა განცდები,
ყველაფერზე რომ გიამბობთ, ჩემი აზრით აქ ვცდები.
დიდი ხანი გაჯერებდით, დედამიწა რომ მრგვალია,
ამიტომაც ცეცხლზე მწვავდით, ესეც ჩემი ბრალია.

ახლა რაღას გეუბნებით რომ თქვენა ხართ ბრიყვები,
სიმართლეს რომ ფეხით თელავთ, ილუზიით ირყვნებით.
ან რათ მინდა დაგარწმუნოთ იდიოტები რომ ბრძანდებით,
ბოროტებას სანთელს უნთებთ ქვეშ რომ ისვრით და ბანძდებით.

                                              მანც რატომ არ ვჩერდები, რათ გარიგებთ გეტაყვა?
                                              როდის უნდა გავიაზრო რომ თქვენი გონება ვერ ამყვა...?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები