ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2010


პოეტის მემორიალთან

შიშველ ზეცაზე -
თეთრ როიალს ატირებს გედი...
დღეს დასრულდება ფერწასული ამინდის გლოვა!
გაცრეცილ ფოთლებს მიყუჟული -
სიყვითლით ვთვრები!
და...
როცა ზეცამ ალუბლების ფეთქვით ითოვა
მემორიალზე აკიაფდა „მკრთალი ნათელი“
„ანგელოსების ს უ ნ თ ქ ვ ა ც დაშრა...
პოეტის სახლთან...“
- - -
დღეს!
- მერამდენე გადავთვალე კრიალოსანი?!
დღეს!
- რა ძნელია გააღვივო ტკივილის განცდა.
- - -
და -
დასრულდება ალუზიით მთვრალი პროფილი...
აქ...
ცისარტყელა, როგორც უწინ - ახლაც მრუშია!
ღრუბლების მიღმა თმაგაშლილი ანგელოსები
მემორიალთან ჩ ა უ მ ქ რ ა ლ ი კელაპტარია!


პ.ს. თეთრ როიალზე ალუბლების ფეთქვა იღვრება...
      რიყის ქვაფენილს ისევ ვამკობ შავი ვარდებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები