ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა-ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2010


მე და პოეზია

ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია

ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია,
გრძნობებით ვწერდი, მას, რაც გულში ვერ დამეტია,
ეს ნაწერები, ფიქრებისგან ჩამოწრეტილი,
ბოლოვდებიან მეტის მთქმელი მრავალწერტილით.

გთხოვთ, დამიჯეროთ, პოეტობა მე არ მიცდია,
ეს ნათქვამი ხომ მართალი და მტკიცე ფიცია,
გრძნობებით ვწერდი, მას, რაც გულში ვერ დამეტია,
ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია...

ცრემლებს არ ვხარჯავ ტკივილების გამოსახატად,
წერამ ისედაც, საიდუმლოს ფარდა ახადა,
თუმცა  რითმებით სითბოც ბევრი გამიმეტია;
ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია...

26.03.2009


ლექსის წერა მხოლოდ მარტში შემიძლია

გიჟიაო -
შეაფასეს ასე, მაგრამ
ვატყობ, კარგად მხოლოდ მარტის გამიგია,
თუმცა მუზა ალბათ ამ თვეს მოვა ჩემთან,
ლექსის წერა ცხოვრებაა,
წამი კი - არ!..

თუ ვიტირე,
მეგობარი რითმები მე,
ალბათ ცრემლებს სათითაოდ დამითვლიან,
აღარა მაქვს უკვე წერის სურვილი და
მგონი მუზას
დაემართა არითმია.

დაეკიდნენ ლოლუები
შენობებს და
სტრიქონები ფურცლამდე კვლავ ვერ იძვრიან,
ახლა ვდგავარ და გაზაფხულს ველოდები,
ლექსის წერა,
მხოლოდ მარტში შემიძლია...

22.12.2009


პოეტები მუზების წინ მუნჯდებიან

მოინდომე,  თუნდაც მხოლოდ გონებაში,
და დახატავ ნახატს  მშრალი ფუნჯებითაც...
რატომ წერენ იცით, ლექსებს პოეტები?
იმიტომ, რომ მუზების წინ მუნჯდებიან...

ზამთარში ხომ თეთრ თოვლს დაბლა ჩამოპენტავს,
ხეს ნასროლი გაყინული გუნდები და...
ზუსტად ისე ეფანტებათ თურმე აზრი
პოეტებს და მუზების წინ მუნჯდებიან....

რას გაუგებ  მეოცნებე ადამიანს,
ან მის აზრებს, არამყარს და წუთებიანს?!
პოეტები სიყვარულზე მხოლოდ წერენ,
იმიტომ, რომ მუზების წინ მუნჯდებიან...

სიყვარულზე საუბარს და დამტკიცებას
გაურბიან, ლექსით გათქმა ურჩევნიათ,
და გრძნობებსაც მხოლოდ ამ გზით გაამხელენ,
იმიტომ, რომ მუზების წინ მუნჯდებიან...

30.06.2010


პოეზიაა ჩემი ცხოვრება

პოეზიაა ჩემი ცხოვრება,
ლექსით ჩუმად ვარ, ლექსით ვხმაურობ,
მათში ავღწერე ჩემი გრძნობები,
სათაურით თუ უსათაუროდ...

პოეზიაა, რომ მომიყვანა,
მე დღეს ცოცხალი ალბათ აქამდე,
ჩემი ცხოვრების დღეებს, სუყველას,
ლექსით ვიწყებ და ლექსით ვამთავრებ.

არ მახსოვს მუზა როდის მოვიდა,
არც მისი წასვლა მსურდა მენახა,
უკვე დაწერილ ლექსებს გადავხევ,
წერას დავიწყებ მერე ხელახლა...

15.05.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები