 | ავტორი: ბუციტა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 ოქტომბერი, 2010 |
.....ნოემბერი.... შემოდგომის სიყვეთლე ირგვლივ.... ძალაგამოცლილი მზე.... გარინდებული, სიცივეშეპარული ბუნება... მოგონებები რომელთა გახსენებაც მტკივა.... -მა მეღ,მა მეღ ჟე ვე ავეკ ტუა.. -ქართულად გიო -შენთან მინდა დე-მეუბნება პატარა არსება გვერდით სავარძლიდან და თავისი ციცქნა ხელებით ჩემკენ იწევს..ჩემი შვილი,რომლის ჩემობა ისე მიხარია როგორც არასოდეს არავის დედობის განცდა... -ჩემთან ხარ..ჩემი ხარ-ცალი ხელით ვეფერები მის ქერა თმებს-მალე მივალთ საყვარელო... ისევ გზა დაუსრულებელი.... იქ,სადღაც მთების იქეთ,ჩემი ბავშვობა... იქ,სადღაც ჩემი შვილის მამა ცხოვრობს... ,,აუცილებლად გაგაცნობ შვილო,კიდევ რამოდენიმე საათი და შეხვდები...შეგიყვერდება'' ...ფიქრებით ვეფერები მეხსიერებაში შემორჩენილ მის სახეს....,,რამოდენიმე საათი''... ამ წუთებში ძალიან მიჭირს...ჩემი გიო..თვალები ეხუჭება...ზის ესე დიდი კაცივით,როგორც არასოდეს ისე გგავს მას,მამას.პაწაწინა ტუჩები,ზუსტად მისი თვალების ჭრილი და როცა მიღიმის მთელი სახე უნათდება,როგორც მას....მე არ ვყოფილვარ მისი საოცნებო ქალი,მაგრამ ვარ მისი საოცნებო ოქროსფერთმიანი ბიჭუნას დედა..ვუყურებ ჩემს შვილს და მიხარია გიოს ყველა ქცევა რომ მახსენებს მას...და მაინც არ ვიცი გავბედავ თუარა ვუთხრა მისი არსებობის შესახებ-ვფიქრობ და ნაღვლიანად ვუყურებ მარჯვენა ხელზე არსებულ ქორწინების ბეჭედს.... თვითონ მიხვდება მჯერა,მჯერა,რომ იგრძნობს თავის სისხლსა და ხორცს...სისიხლი აუდუღდება, სული შეუშფოთდება და რაღაც შიგნიდან აეწვება.... წითელი სივიკი... წლები წარსულიდან... წლები მის გარეშე და შეხვედრის მოუთმენლობა... ჩემს პატარას ჩაეძინა... დაძაბული ვარ... იქ დამხვდება ისევ ის სახლი... ისევ ის ვრცელი, ჯადოსნური ეზო...ჰამაკიც კი ალბათ იგივე... ისევ ისეთი სურნელი..ეშმაკებით სავსე თვალები გამახსენებს ჩემს მეორე ცხოვრებას მასთან ნაცხოვრებს.... მას არ ვუყვარდი არასოდეს, თუმცა არ მიგრძცნია თავი ამის გამო შეურაცყოფილად,,,არც დამცირებულად...პირიქით ეს სიყვარული იყო ჩემი ბედნიერება... იქნებ წლებმა შეცვალოს რამე..წლებს მხოლოდ სინანული მოაქვს ... ქმარი მირეკავს...ვპასუხობ..მახსენდება უცხო, უზარმაზარ, ხმაურიან ქალაქში გაოცებული პატარა გოგონა...პატარა დედა..როგორ შემიფარა თავის სამყაროში...ვპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება..ვხვდები მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ..სტაბილური ბედნიერებაც არსებობს თურმე,ასე რომ არ მჯეროდა არასოდეს...ვემშვიდობები.. ვხვდები მივედით... მისი სკოლა, მისი სახლი...მისი ბავშვობა აქ არის.. ჩემი შვილი კი აქედან შორს უცხო ქვეყანაში უცხო ქალაქში იზრდება...მტკივა..ეს ხომ ყველაზე საოცარია..პატარა სოფელი,ბევრი სუფთა ჰაერი...და სიმშვიდე... მე კვლავ მივდივარ მასთან ..მე არა უკვე ,,ჩვენ'' დეიდა ისევ ისეთი ხალისიანი..არც დაბერებული..არც დანაღვლიანებული...გიო მძინარე გადამყავს მიხუტებული გულთან..კისერზე მოხვეული პაწაწინა ხელებით... გავს..გავს... დეიდა აღტაცებული მიყურებს...ბავშვს მართმევს, ორივეს გულში გვიკრავს... -რა საყვარელია-სიტყვა უწყდება,ვიცი ეხლა რასაც ფიქრობს,ფიქრობს მაგრამ ვერ მეტყვის ვერასოდეს,ვერ გაბედავს მხოლოდ იმ ბეჭდის გამო მარჯვენა ხელის არათითზე რომ მიკეთია და ჩამავალი მზის ფონზე ციმციმებს..გიო ტირის ვერ ფხიზლდება... -შიგნით შევიყვან დავაწვენ...-მეუბნება დეიდა -კარგი, მე რაღაცეებს გადმოვიღებ საბარგულიდან..ჭიშკარს ვაღებ,მანქანა უნდა შემოვიყვანო..ვუყურებ გზას მისი სახლისკენ...ისევ ბავშვურად ველოდები რომ სადღაც იქედან მოვა...მოვა და სულს ამივსებს... აქ ჩამოსვლის ყოველი წუთიდან ველი მის მოსვლას... სარკეში ვლანდავ კაცის სილუეტს.. ,,ის არის'' კივის სხეული...ჩემი ....... თუ ჩემი არა ,ჩემს გიოს მშვიდად ძინავს საწოლში.. ის კი ჩემი არასოდეს ყოფილა...ხელები მიკანკალებს... ის ჩერდება... მიყურებს... უფრო დაკაცებული... უფრო სხვანაირი........... როგორც ჩანს იგრძნო რომ ჩვენ მოვედით მასთან.. ეზოში შევდივარ... ათრთოლებული ხელებით საბარგულს ვაღებ და პარიზული საჩუქრების მთელი შეკვრა გადმომაქვს... მინდა დეიდას, ამ ქალს, რომელიც ჩემი აქ გატარებული წლების თანაზიარია, გავუყო ყველაფერი რაც მაქვს... ის მშვიდად უზის გიოს საწოლზე ეფერება და აკვირდება რაღაც სხვანაირი ღიმილით -ძალიან გავს-თვალებში მიყურებს... არაფერს ვამბობ.. ასახსნელი არაფერია..მე მყავს ქმარი და ვცხოვრობ მშვიდი ცხოვრებით... -ჟანი ჩამოვა კვირის ბოლოს,უნდოდა ჩემთან ერთად წამოსვლა მაგრამ აქ, შენთან მარტო მერჩივნა... -არ ჩამოვა? -კი.... ოდესმე აქაც ჩამოვა ალბათ.... -მიხარია ასე კარგად რომ აეწყო შენი ცხოვრება... ,,აეწყო...ცხოვრება...'' ისევ ბავშვი ვარ ისევ იცის რომ აქ ვარ და ისევ ველი როდის გაიღება დიდი თეთრი ჭიშკარი და შემოვა ის... ისევ შემეკვრება სუნთქვა და მომინდება გულში ჩავეკრა....,,აეწყო..ცხოვრება?'' ვყვები ჩემს პარიზულ ცხოვრებაზე... მერე სურათები... ყველაფერი გულის გარეთ, გულში კი ისევ ორი გიორგი... -საქართველოში დავბრუნდები მაინც.... -ჩემი შვილი არ იქნება ფრანგი,მისი ყოველი ფრანგული სიტყვა ნერვებს მიშლის.არც მაქვს უფლება საფრანგეთში დავასახლო ქართული გენი.... დეიდას აშფოთებს ჩემი გაურკვევლობა.. დაუგეგმაობა... ყველაფერი თავისით............ ერთი მოპარული შემოდგომა... ................. გიორგი ყიჟინით დარბის ეზოში... მან იცის რომ აქ ვარ... წამები რჩება მათი შეხვედრიდან... ვიცი რომ მოვა ცოლი გაუშვა,შვილი არ ყავს,ისევ არ მუშაობს...ისევ ისეთია....მისი ცხოვრება არის ცარიელი..ჩემი კი მისი ნაშიერით სავსე... -როგორ გავს-ისევ ბოდვასავით დეიდას ჩურჩული... მან ხომ იცის გიოს ბავშვობა, ალბათ წლების წინ მისი მამაც ასე დარბოდა ამ ეზოში...
მზის ნარჩენები სადღაც, ჰორიზონტს იქეთ.... მოვიდა... ისევ ისეთი ბუნებრივი... უფრო კაცური... ვუყურებ სარკმლიდან როგორც წლენის წინ... ის გიოს უყურებს.......... მიხვდება? .........უყურებს თვალმოუშორებლად...... -რა გქვია... -გიორგი-ეუბნება კაცურად ჩემი პატარა ..-- -გიო მოდი, -რა შორიდან გვკითხულობ- ეუბნება დეიდა...მესმის ყველაფერი...ვკანკალებ.......... -ვისია ეს საყვარელი არსება...კითხულობს ის ,,ჩემი და შენი''ყვირის სული.....გიო უყურებს დიდი თაფლისფერი თვალებით,უკან დიდი კაცივით დაჭერილი ხელებით.. დეიდა არ ერევა როგორ მინდა აიყვენოს... მიიხუტოს... აიყვანე. შენია. აყავს... ნეტავ რას გრძნობს...ის ხომ მამააა... არ იცის რომ ჩემი შვილია .ჩემი არსებობაც აღარ ახსოვს ალბათ და როგორ შეიძლება არ ნაფიქრი, არ ნახული შვილი წარმოედგინა... კოცნის... ეფერება... გიოც არ ტირის..ცოტა ეუცხოება... მეტს ვერ ვუძლებ -მა მეღ...-ჩემსკენ იწევს პატარა მე მას ვუყურებ.. მცნობს და ვერც მცნობს. ეუცხოვება გრძელი თმა, პარიზული სტილი..გულში მიკრავს -შენია? -ხო... ,,ჩემია და შენი''-როგორ მინდა ვიყვირო, მაგრამ ვერ ვბედავ ერთმანეთის პირისპირ... შეუბრალებლად უყურებს ჩემს არა თითზე ოქროს რგოლს.. პირველად სევდა მის თვალებში.. ჩამქრალი მზარა.. სინანული ... აღარც ეშმაკურად მოციმციმე თვალები... ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი წუთით მერე უფრო მაგრად მიკრას გულში -რა სხვა ხარ-ჩურჩულებს,როგორ მომნატრებია მისი ხმა.. მისი სურნელი მრევს.. ისევ ის სურნელი... მოპარული სექტემბერი და მთელი ცხოვრების ჯილდო ჩემი გიორგი..ჩემი და მისი ნაწილი.....ჩემი განწირული, უარყოფილი სიყვარულის სანაცვლოდ. ვერ მიხვდა რომ მისი მამაა.. არც ეხლაა მზად მამობისთვის და არც არასოდეს იქნება......... ცრემლებით მევსება სული... უბრალოდ შეშურდა მისი არსებობის... .-გავიგე შენი წარმატებები... სიჩუმე.... -უსაყვარლესია..ძალიან თბილი.მანიშნებს გიოზე რომელიც ეზოში დარბის კვლავ.. -მამას გავს-ყელში მობჯენილ ცრემლებთან ერთად ვამბობ მე -რაღაც ქართული იერი აქვს, ფრანგს საერთოდ არ გავს...რაღაც ნაცნობი...-- -მამას გავს-ვამბობ მე ისევ ჯიუტად და ცრემლები ჩამომდის უკვე -,,ჩემია'' ბოდვასავით ამბობს ის მუხლეზე დგება -მოდი აქ-ყვირის დაწყვეტამდე დაჭიმული იოგებით.... -შვილი....აა ჩემი შვილი... როგორ ვიფიქრე რომ ვერ იგრძნობდა ,ან არ უნდოდა... მადლობ-მიყურებს უაზრობამდე ბედნიერი..
ჩემი ცხოვრება დგება ისევ თავდაყირა.......
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რაღაც ძალიან ლამაზი იყო აქ... სიყვარული მგონი...:)
რაღაც ძალიან ლამაზი იყო აქ... სიყვარული მგონი...:)
9. ვაიმეეეეე ცუდად გავხდიიიიიიიიიიი :'(:'(:'( ვეთანხმები მეშვიდე კომენტარის ავტოოორს ;) ❤ ვაიმეეეეე ცუდად გავხდიიიიიიიიიიი :`(:`(:`( ვეთანხმები მეშვიდე კომენტარის ავტოოორს ;) ❤
8. დიდი მადლობა ჩემი კარგო:)
დიდი მადლობა ჩემი კარგო:)
7. საშინლად მაგარია!! აუტანლად!!! ძალიან!!!!!!! საშინლად მაგარია!! აუტანლად!!! ძალიან!!!!!!!
6. mec miyvars shemodgoma mar aaba sadaaa?:(:(:(:
warmatebebi avtors! mec miyvars shemodgoma mar aaba sadaaa?:(:(:(:
warmatebebi avtors!
5. უიჰ, შემოდგომა გყვარებია, ჩემო :) უიჰ, შემოდგომა გყვარებია, ჩემო :)
4. ისევ ველი როდის გაიღება დიდი თეთრი ჭიშკარი და შემოვა ის... ისევ შემეკვრება სუნთქვა და მომინდება გულში ჩავეკრა....,,
5 ისევ ველი როდის გაიღება დიდი თეთრი ჭიშკარი და შემოვა ის... ისევ შემეკვრება სუნთქვა და მომინდება გულში ჩავეკრა....,,
5
3. შემოდგომისთვის .მომწონს ++ შემოდგომისთვის .მომწონს ++
1.
შენი ცხოვრება არ ვიცი მაგრამ მე დავდექი თავდაყირა ამის კითხვით.......:)
ცოტა მოვიწყინე.....
წარმატებების სურვილით ”დიადი ბლაგვი”
შენი ცხოვრება არ ვიცი მაგრამ მე დავდექი თავდაყირა ამის კითხვით.......:)
ცოტა მოვიწყინე.....
წარმატებების სურვილით ”დიადი ბლაგვი”
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|