(მოკლედ ასე:_ოთარ რურუამ მომწერა რომ ბუნებაში ქეიფი უნდა და ეს ჩემი პასუხია რა!:) )
რა დროს ქეიფია ოთარ, რამის ჩამოიქცეს ზეცა, მთებში მზე დააბეს ჯაჭვით, და ცაც ცისარტყელებს კეცავს, ღამემ მოუხშირა თარეშს, ნისლი იალაღებს ბურავს, მოდი მომაშველე მხარი, მოდი ავიტანოთ ძმურად აეს სამწვადე და ღვინო, თითქმის ოციანი ბოცა, მერე აიბნევა მწვადი, სანამ დავანთებდეთ კოცონს, სანამ ვიპოვიდეთ ჯირკებს, ცეცხლის გარშემო რომ მოვსხდეთ, ეს ის ადგილია სწორედ მე რომ გიყვებოდით ქოხზე. წვიმა ჩალის ღერებს უშენს, ცეცხლზე შიშხინებენ მწვადნი, ქარი აყრევინებს ნუშებს, ნაყოფს აყრევინებს ქარი, ვზივართ ცეცხლის გვერდზე ქოხში, ტანში გვეღვენთება სითბო ღვინის და თამადა ისევ, ლექსად სადღეგრძელოს ითხოვს, ზოგნი ღიღინებენ გულში, ზოგნი ეძახიან მთვარეს, ზოგიც გაიტაცა მუზამ, ზოგი უკვე მთვრალი არის, თუმცა რაც გვაერთებს ყველას, რამაც მოგვიყვანა მთაში, ყველას გული რითაც ღელავს, ეს ხომ მეგობრობა არის, ეს ხომ სიყვარული არის, ეს ხომ პოეზია არის!
ხოდა ვიქეიფოთ ხალხო! მთაში მეგულება ქოხი...
(ხოდა ცხვარიჭამიაშია ის არაჩვეულებრივი "ქოხი" სადაც არც სიცივე შემოატანს და არც წვიმა,ღუმელი დგას საოცრად თბილი და მანსარდაშია კიდე 3 მაგარი საძინებელი,ასე რომ ღამის გათევაც შეიძლება,"ქოხი"შიგ ტყეშია ჩაძირული,სამანქანო გზაც იქვე ახლოს გადის;) ) იხ.ილუსტრაციებში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
54. ვააჰ, ძაან მაგარი ლექსია :) ცხვარიჭამია მაგარია :) კაი ისტორიები მაქვს მანდედან :) ++ ვააჰ, ძაან მაგარი ლექსია :) ცხვარიჭამია მაგარია :) კაი ისტორიები მაქვს მანდედან :) ++
53. :)))))))))))))))))))))))))))) :))))))))))))))))))))))))))))
52. არა,ცხვარიჭამიაშია,თბილისიდან 17 კილომეტრია არა,ცხვარიჭამიაშია,თბილისიდან 17 კილომეტრია
51. auuuhhh:D:D:D
ხოდა ვიქეიფოთ ხალხო! მთაში მეგულება ქოხი...
xevsuretshia? auuuhhh:D:D:D
ხოდა ვიქეიფოთ ხალხო! მთაში მეგულება ქოხი...
xevsuretshia?
50. სად ვიყავიიი?
სად ვიყავიიი?
49. :):):) რა კარგია მთაში ქოხი:):):) :):):) რა კარგია მთაში ქოხი:):):)
48. მშვენიერი ლექსია და მშვენიერი იდეაა
მშვენიერი ლექსია და მშვენიერი იდეაა
47. gaixare kargi kargad wer, mokitxva chemgan :) gaixare kargi kargad wer, mokitxva chemgan :)
46. ილუსტრაციები დავათვალიერე "ქოხი" მომეწონა +5 ილუსტრაციები დავათვალიერე "ქოხი" მომეწონა +5
45. მეც დამპატიჟეთ რა! მეც დამპატიჟეთ რა!
44. გაიხარე კესანე... იქ დაგვჭირდება მზე და კესანები,იქ...:))))) გაიხარე კესანე... იქ დაგვჭირდება მზე და კესანები,იქ...:)))))
43. მზე და კესანები ჩემგან............
მზე და კესანები ჩემგან............
42. მომეწონა ლექსიც და კომენტარებიც, ძალიან ვისიამოვბენე გაიხარე, აბა კარგად Qიფს გისურვებთ,+555555 მომეწონა ლექსიც და კომენტარებიც, ძალიან ვისიამოვბენე გაიხარე, აბა კარგად Qიფს გისურვებთ,+555555
41. ქოხი მე ვიცი ტყის სიღრმეში...პატარა ...მოწნული...ან ჩალით გადახურული...:)) ქოხი მე ვიცი ტყის სიღრმეში...პატარა ...მოწნული...ან ჩალით გადახურული...:))
40. წამოვსულვარ და ეგ არის... მწვადის გადამდე ალმური. თმას ნუ გაიზრდი ასეთიც მამწონხარ ს ე ქ ს უ ა ლ უ რ ი. :) წამოვსულვარ და ეგ არის... მწვადის გადამდე ალმური. თმას ნუ გაიზრდი ასეთიც მამწონხარ ს ე ქ ს უ ა ლ უ რ ი. :)
39. კი ირმაკო ნაცნობია ნამდვილად:) ისაა რაც შენ გგონია;) კი ირმაკო ნაცნობია ნამდვილად:) ისაა რაც შენ გგონია;)
38. რა ნაცნობი ფოტოები და გარემოა დავით??? რა ნაცნობი ფოტოები და გარემოა დავით???
37. ვინმემ უპასუხეთ თორემ გადაიფიქრებს ;) ვინმემ უპასუხეთ თორემ გადაიფიქრებს ;)
36. მოკლედ თემა ფორუმზე ხომ არ გადავიტანოთ? გეგმა მაქვს ასეთი:_ მარშუტკის დაქირავება შეიძლება,აგვიყვანს რამდენნიც ვიქნებით და რამდენი რეისიც დასჭირდება და როცა დავიბარებთ მოვა და ჩამოგვიყვანს ისევ,ან დავურეკავთ ბოლობოლო.. გლდანიდან 17 კილომეტრია,სულ 20 წუთი უნდა იქამდე:) მოკლედ თემა ფორუმზე ხომ არ გადავიტანოთ? გეგმა მაქვს ასეთი:_ მარშუტკის დაქირავება შეიძლება,აგვიყვანს რამდენნიც ვიქნებით და რამდენი რეისიც დასჭირდება და როცა დავიბარებთ მოვა და ჩამოგვიყვანს ისევ,ან დავურეკავთ ბოლობოლო.. გლდანიდან 17 კილომეტრია,სულ 20 წუთი უნდა იქამდე:)
35. პასუხის წერას ლელა დღეს ანდომებს იმდენ ხანსაო, რომ მოვინდომო გავიზრდი ამ მელოთ თავზე თმასაო!:;):D პასუხის წერას ლელა დღეს ანდომებს იმდენ ხანსაო, რომ მოვინდომო გავიზრდი ამ მელოთ თავზე თმასაო!:;):D
34. იუმორს ვემეგობრები, უნდა მერწმუნო მედეო... ქოხი კი არა ბუნგალო, რო აიტანოთ კლდეზეო. მწვადის გულისთვის არა და... არც სიმინდზე და ქერზეო, იქ წამომსვლელი არა ვარ თუ არ მემთხვევა ხელზეო, მაგ ქოხის ბატონ პატრონი.. თმიანი როა ბევრზეო, ჯანი გავარდეს მაშინ და... ან სახეზე ან ყელზეო...
ლელა 65
იუმორისა რა გითხრა, მეც არ ვარ მწყრალად ლელაო, ხელზეც გემთხვევი,ყელზეც და ტუჩებზეც თუკი ბნელაო, ან გინდაც იყოს ბინდბუნდი, ჯანდაბას თუნდაც რიჟრაჟი, ჩემიდან ვნებები ჟონავს ანცი და ისე გიჟმაჟი, რომ დაგავიწყო ჩემი თმაც და საერთოდაც თმებია, შენი თვალები მე მგონის ჩემზე ცქერაში თვრებიან...? იუმორს ვემეგობრები, უნდა მერწმუნო მედეო... ქოხი კი არა ბუნგალო, რო აიტანოთ კლდეზეო. მწვადის გულისთვის არა და... არც სიმინდზე და ქერზეო, იქ წამომსვლელი არა ვარ თუ არ მემთხვევა ხელზეო, მაგ ქოხის ბატონ პატრონი.. თმიანი როა ბევრზეო, ჯანი გავარდეს მაშინ და... ან სახეზე ან ყელზეო...
ლელა 65
იუმორისა რა გითხრა, მეც არ ვარ მწყრალად ლელაო, ხელზეც გემთხვევი,ყელზეც და ტუჩებზეც თუკი ბნელაო, ან გინდაც იყოს ბინდბუნდი, ჯანდაბას თუნდაც რიჟრაჟი, ჩემიდან ვნებები ჟონავს ანცი და ისე გიჟმაჟი, რომ დაგავიწყო ჩემი თმაც და საერთოდაც თმებია, შენი თვალები მე მგონის ჩემზე ცქერაში თვრებიან...?
33. პასუხის წერას მედეა, იმდენს ანდომებს დაუდი... შენი არ იყოს მგონია, მეც დავამთავრე რაუნდი :) პასუხის წერას მედეა, იმდენს ანდომებს დაუდი... შენი არ იყოს მგონია, მეც დავამთავრე რაუნდი :)
32. ბევრი რომ ასე მიტირის. ჭკუა სად აქვსო თმასაო რომ არ გაკოცოს,დავითმა ,დარჩები მარტოდ ბარსაო, უთმობით რისთვის იწუნებ< დავითი არის რაინდი, წავედი,შენ ვერ გიქიშპებ, დამთავრდა შენთან რაუნდი!
ნეტი ცუდად მუშაობს და პასუხი ამიტომ ამიგვიანდა! ბევრი რომ ასე მიტირის. ჭკუა სად აქვსო თმასაო რომ არ გაკოცოს,დავითმა ,დარჩები მარტოდ ბარსაო, უთმობით რისთვის იწუნებ< დავითი არის რაინდი, წავედი,შენ ვერ გიქიშპებ, დამთავრდა შენთან რაუნდი!
ნეტი ცუდად მუშაობს და პასუხი ამიტომ ამიგვიანდა!
31. ეს მედეას პიემის პასუხად...:)
იუმორს ვემეგობრები, უნდა მერწმუნო მედეო... ქოხი კი არა ბუნგალო, რო აიტანოთ კლდეზეო. მწვადის გულისთვის არა და... არც სიმინდზე და ქერზეო, იქ წამომსვლელი არა ვარ თუ არ მემთხვევა ხელზეო, მაგ ქოხის ბატონ პატრონი.. თმიანი როა ბევრზეო, ჯანი გავარდეს მაშინ და... ან სახეზე ან ყელზეო...;) ეს მედეას პიემის პასუხად...:)
იუმორს ვემეგობრები, უნდა მერწმუნო მედეო... ქოხი კი არა ბუნგალო, რო აიტანოთ კლდეზეო. მწვადის გულისთვის არა და... არც სიმინდზე და ქერზეო, იქ წამომსვლელი არა ვარ თუ არ მემთხვევა ხელზეო, მაგ ქოხის ბატონ პატრონი.. თმიანი როა ბევრზეო, ჯანი გავარდეს მაშინ და... ან სახეზე ან ყელზეო...;)
30. ღვინის სმას ვერ დაგპირდებით, და ვერც ჭაჭის არაყს შევსვამ, ლექსთა თრობით მომერევით პოეტი თუ პოეტესა... ოთარ ცეკვით თავს იწონებ, თამარ მატკბობს შენი მღერა, არამითის ბრძნული სიტყვა შემოდგომად შეიღება... ჰოდა, ვინს გსურთ, შეიკრიბეთ, ყველა ’’ურაკელი’’ მიყვარს! და ეს ფიქრის ბილიკები სწორედ იმ ქოხისკენ მიმყავს!
(ეს თამარის შენდამი პასუხში დავდე დავით და მინდა აქაც იყოს :))))))
ღვინის სმას ვერ დაგპირდებით, და ვერც ჭაჭის არაყს შევსვამ, ლექსთა თრობით მომერევით პოეტი თუ პოეტესა... ოთარ ცეკვით თავს იწონებ, თამარ მატკბობს შენი მღერა, არამითის ბრძნული სიტყვა შემოდგომად შეიღება... ჰოდა, ვინს გსურთ, შეიკრიბეთ, ყველა ’’ურაკელი’’ მიყვარს! და ეს ფიქრის ბილიკები სწორედ იმ ქოხისკენ მიმყავს!
(ეს თამარის შენდამი პასუხში დავდე დავით და მინდა აქაც იყოს :))))))
29. ვაიმე მწვადის სურნელიც კი მოვიდა!... კარგია ქეიფი და თან სიყვარული და პოეზია!.. ვაიმე მწვადის სურნელიც კი მოვიდა!... კარგია ქეიფი და თან სიყვარული და პოეზია!..
28. ლექსიც კარგია,იდეაც.:)შემშურდა თქვენი მეც მინდა თქვენთან. ლექსიც კარგია,იდეაც.:)შემშურდა თქვენი მეც მინდა თქვენთან.
27. მიყვარს "იდეინი" ადამიანებიი !!! :D:D:D მიყვარს "იდეინი" ადამიანებიი !!! :D:D:D
26. მწვადის სურნელმომტანი ლექსი! არამითო, ერთი "კატო" წამოიყვანე ვინმე, თავს როცა მოგაბეზრებთ, რომ გვითხრას "წადით, უკვე დროაო", თორემ იქედან ვეღარ გამოგვყრიიი :) მწვადის სურნელმომტანი ლექსი! არამითო, ერთი "კატო" წამოიყვანე ვინმე, თავს როცა მოგაბეზრებთ, რომ გვითხრას "წადით, უკვე დროაო", თორემ იქედან ვეღარ გამოგვყრიიი :)
25. მოგელით ილტოსპირელო, ლექსები შენზე იყოსა. ნაბდებს მოვასხამთ სუყველას, არავინ გაიყინოსა... დარწმუნებული იყავი, ბოლომდე დავსცლით ღვინოსა!!! :) :) :) მოგელით ილტოსპირელო, ლექსები შენზე იყოსა. ნაბდებს მოვასხამთ სუყველას, არავინ გაიყინოსა... დარწმუნებული იყავი, ბოლომდე დავსცლით ღვინოსა!!! :) :) :)
24. 5555555
ამ საღსა და ჯანმრთელ იდეას ჩემი დიდი მოწონება :))
ოღონდ...
მეც წამოვალ, თუ დაიცდით ოც რიცხვამდე ამა თვისა, მცირე რამ სტაჟი მეცა მაქვს მწვადაობის გამრთვისა. თამადობის, ლექსაობის და ყანწებით კამათისა, ცეკვაც მიყვარს, მიმღერებაც, ცქერაც კარგი ჯამათისა... სულაც 23 ჯობნის, დღე ემთხვევა შაბათისა, "კაკრაზ" ცოტაც აცივდება, გაშლა ღირდეს ნაბადისა, ჩახვევა და ჩათბუნება, ქოხში ტკბილად ჩაბანდვისა, რავი, მე ჩემი გითხარით, თუ გეამათ ამბად ვისა, პასუხ აქვე დამიწერეთ, თბილისში ვარ სანამდისა, გარანტიად მე დავდგებ იმ დღისათვის დარ-ავდრისა... :))) 5555555
ამ საღსა და ჯანმრთელ იდეას ჩემი დიდი მოწონება :))
ოღონდ...
მეც წამოვალ, თუ დაიცდით ოც რიცხვამდე ამა თვისა, მცირე რამ სტაჟი მეცა მაქვს მწვადაობის გამრთვისა. თამადობის, ლექსაობის და ყანწებით კამათისა, ცეკვაც მიყვარს, მიმღერებაც, ცქერაც კარგი ჯამათისა... სულაც 23 ჯობნის, დღე ემთხვევა შაბათისა, "კაკრაზ" ცოტაც აცივდება, გაშლა ღირდეს ნაბადისა, ჩახვევა და ჩათბუნება, ქოხში ტკბილად ჩაბანდვისა, რავი, მე ჩემი გითხარით, თუ გეამათ ამბად ვისა, პასუხ აქვე დამიწერეთ, თბილისში ვარ სანამდისა, გარანტიად მე დავდგებ იმ დღისათვის დარ-ავდრისა... :)))
23. მშვენიერი ლექსია...:) ქოხი მე ცოტა სხვანაირი მეგონა, ილუსტრაცია მაქვს მხედველობაში...:) მშვენიერი ლექსია...:) ქოხი მე ცოტა სხვანაირი მეგონა, ილუსტრაცია მაქვს მხედველობაში...:)
22. ხოდა ვიქეიფოთ ხალხო! მთაში მეგულება ქოხი...
მინდა მაგ ქოხში.:) ხოდა ვიქეიფოთ ხალხო! მთაში მეგულება ქოხი...
მინდა მაგ ქოხში.:)
21. :D უყურე შენ :D უყურე შენ
20. მშვენიერია!
+5555 მშვენიერია!
+5555
19. ჯერ ერთი აქაც საკმაოდ გრილა და იქ კიდევ ის კოღოები შენ რომ გკბენდნენ,ახლა დუბლიონკებით დადიან,ანუ ვეღარ დაფრინავენ,დუბლიონკებით ხომ ვერ იფრენენ?:D ხოდა ჩექმები ჩაიცვი და ჩექმებზე კიდე ქონი წაუსვი რომ ფეხი დაუცურდეთ და ვერ ამოგაცოცდნენ საკბენად თორემ ხომ იცი შენი სისხლი ევასათ;):) ჯერ ერთი აქაც საკმაოდ გრილა და იქ კიდევ ის კოღოები შენ რომ გკბენდნენ,ახლა დუბლიონკებით დადიან,ანუ ვეღარ დაფრინავენ,დუბლიონკებით ხომ ვერ იფრენენ?:D ხოდა ჩექმები ჩაიცვი და ჩექმებზე კიდე ქონი წაუსვი რომ ფეხი დაუცურდეთ და ვერ ამოგაცოცდნენ საკბენად თორემ ხომ იცი შენი სისხლი ევასათ;):)
18. წინ მე ვჯდები-მიხვეულ-მოხვეულში გულის რევა ვიცი და ... კოღოები მოაშთე თუ აპარატიც ჩემზეა?:) არ დამხვდეს იქ ... ჯვარდაწერილი..კოღოები! ისე მართლა მენატრები-საძაგელო! წინ მე ვჯდები-მიხვეულ-მოხვეულში გულის რევა ვიცი და ... კოღოები მოაშთე თუ აპარატიც ჩემზეა?:) არ დამხვდეს იქ ... ჯვარდაწერილი..კოღოები! ისე მართლა მენატრები-საძაგელო!
17. იცი და შეადგინე სია მედი, ბოლოს შენ მიალაგე მგონის იქაურობა და უშენოდ რას გავაწყობთ აბა?:))) მიდი სია შენზეა,სამწვადე ჩემზე იქნება,შამფურები და ტყე იქაა;) თვალის ჩაკვრის სმაილიკი კიდე წერთილმძიმეა და ფრჩხილი...;) ქალები,კაცები არ ვიცი მე,ყველა მსურველი გათვალისწინებული იქნება,ერთი მანქანა 4 ადგილით ჩემზეა:):);) იცი და შეადგინე სია მედი, ბოლოს შენ მიალაგე მგონის იქაურობა და უშენოდ რას გავაწყობთ აბა?:))) მიდი სია შენზეა,სამწვადე ჩემზე იქნება,შამფურები და ტყე იქაა;) თვალის ჩაკვრის სმაილიკი კიდე წერთილმძიმეა და ფრჩხილი...;) ქალები,კაცები არ ვიცი მე,ყველა მსურველი გათვალისწინებული იქნება,ერთი მანქანა 4 ადგილით ჩემზეა:):);)
16. ეს ხომ მეგობრობა არის, ეს ხომ სიყვარული არის, ეს ხომ პოეზია არის!
Warmovidgine, Ho.. ++ ეს ხომ მეგობრობა არის, ეს ხომ სიყვარული არის, ეს ხომ პოეზია არის!
Warmovidgine, Ho.. ++
14. აააა!ვიცი მე ეგ ქოხი=მაქვს სურათები(ნანახი)დავდო ილუსტრაციაში-მოგეკრობით მერე როგორ ცოდო ხარ,დათ! ზედა მარცხნივ,ვარდისფერი-წარმოდგენით-მე -სია! |შევადგინო?? თვალის ჩაკვრის სმაილიკი თუ რა ჯანდაბა ქვია-ღიმილიკი-მასწავლეეეეთ!:) აააა!ვიცი მე ეგ ქოხი=მაქვს სურათები(ნანახი)დავდო ილუსტრაციაში-მოგეკრობით მერე როგორ ცოდო ხარ,დათ! ზედა მარცხნივ,ვარდისფერი-წარმოდგენით-მე -სია! |შევადგინო?? თვალის ჩაკვრის სმაილიკი თუ რა ჯანდაბა ქვია-ღიმილიკი-მასწავლეეეეთ!:)
13. მეც მინდა მაგ ქოხში :) მეც მინდა მაგ ქოხში :)
12. ლექსი კარგია,იდეა კიდევ უკეთესი. აბა კარგი დროის ტარებას გისურვებთ ;) :D ლექსი კარგია,იდეა კიდევ უკეთესი. აბა კარგი დროის ტარებას გისურვებთ ;) :D
11. მხიბლავს პოეზიის ქოხი, მთა და სისუფთავე სულთა, ყველა გალექსილი ოხი, უკვე მივიტანე გულთან. 555 მხიბლავს პოეზიის ქოხი, მთა და სისუფთავე სულთა, ყველა გალექსილი ოხი, უკვე მივიტანე გულთან. 555
10. ლაცაბ :D :D :D ლექსის იდეა 8-> მშვენიერი ლაცაბ :D :D :D ლექსის იდეა 8-> მშვენიერი
9. მე ამოვიტან ოც ლიტრიანს ჩემი წვრილი ფეხებით დრო მოვიდა. 2010-10-11 21:42:58
:D:D:D:D მე ამოვიტან ოც ლიტრიანს ჩემი წვრილი ფეხებით დრო მოვიდა. 2010-10-11 21:42:58
:D:D:D:D
8. მერე სად არისო ქოხი... მანდილოსნები თუ მიგყავთ? ლექსებს დავიფენდი ნოხად, სუფრას დავძერწავდი თიხად, მერე ავიღებდი ფანდურს, ყველას დაგატბობდით მღერით, შევალთ პოეზიის ფარდულს, აი, უკვე დადგა ჯერი!... ჰოდა ნაწვერჩხალზე შევწვათ ჩვენი გემრიელი მწვადი, ღვინით გადღეგრძელოთ მინდა, - თუკი უნახავად მწამდით!!!!!!!!!!
მერე სად არისო ქოხი... მანდილოსნები თუ მიგყავთ? ლექსებს დავიფენდი ნოხად, სუფრას დავძერწავდი თიხად, მერე ავიღებდი ფანდურს, ყველას დაგატბობდით მღერით, შევალთ პოეზიის ფარდულს, აი, უკვე დადგა ჯერი!... ჰოდა ნაწვერჩხალზე შევწვათ ჩვენი გემრიელი მწვადი, ღვინით გადღეგრძელოთ მინდა, - თუკი უნახავად მწამდით!!!!!!!!!!
7. მითხარ, რა სჯობს ბუნებაში ქეიფსა, ფანდურის და დოლ-გარმონის თანხლებით... სადღეგრძელოს ყველას ვიტყვით ლექსათა, კაფიების ზეპირ-თქმითაც გავძღებით!!! ;) ;) ;) მითხარ, რა სჯობს ბუნებაში ქეიფსა, ფანდურის და დოლ-გარმონის თანხლებით... სადღეგრძელოს ყველას ვიტყვით ლექსათა, კაფიების ზეპირ-თქმითაც გავძღებით!!! ;) ;) ;)
6. :)) კი თამარ მართალი ხარ გენაცვალე:-* :)) კი თამარ მართალი ხარ გენაცვალე:-*
5. დროო, შენ შენი თავი ამოიტანე იქ! ბოცას - ბიჭები მიხედავენ! გაიხარე, დათო... ტყუილად კი არ გამოგზარდე ჩემს ჭკუაზე? აი, მესმის ამაგის დაფასება! :))))))) დროო, შენ შენი თავი ამოიტანე იქ! ბოცას - ბიჭები მიხედავენ! გაიხარე, დათო... ტყუილად კი არ გამოგზარდე ჩემს ჭკუაზე? აი, მესმის ამაგის დაფასება! :)))))))
4. :)აბა თქვენ იცით;) :)აბა თქვენ იცით;)
3. აუ, შენ გაიხარე. ჯიგარი ხარ! დოლი და ცეკვა ჩემზე იყოს! ;) ;) ;) აუ, შენ გაიხარე. ჯიგარი ხარ! დოლი და ცეკვა ჩემზე იყოს! ;) ;) ;)
2. აუუუუუუუუუუუუ იქნებ მუზაც მოვიდეს მერე შენ გაიხარე. როდის ვიქეიფოთ?
მე ამოვიტან ოც ლიტრიანს ჩემი წვრილი ფეხებით:))
აუუუუუუუუუუუუ იქნებ მუზაც მოვიდეს მერე შენ გაიხარე. როდის ვიქეიფოთ?
მე ამოვიტან ოც ლიტრიანს ჩემი წვრილი ფეხებით:))
1. დათო შენ არ ხუმრობ უკვე:) აბა მსურველებო შეეხმიანეთ დავითს:D ლექსი მაგარია:) ოთარს მადლობა იდეისათვის:D დათო შენ არ ხუმრობ უკვე:) აბა მსურველებო შეეხმიანეთ დავითს:D ლექსი მაგარია:) ოთარს მადლობა იდეისათვის:D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|