ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა123
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2010


ლიტერატურას როცა ვკითხულობ

ლიტერატურა თვალით იწყება,
ყურში გრძელდება
და მერე ორად იყოფა:
ერთი ნაწილი ქვემოთ გორდება,
მარცხნივ ნეკნებს შორის მკვიდრდება.
მეორე ზემოთ, თავში ფრინდება,
მთელ გონებაში ფრთები ირხევა
და ტვინში ქარი წარმოიქმნება...
  გრიგალი არხევს ნისლისფერ უჯრედებს,
  მიწისძვრა  სხეულს ააჟრუალებს
  და სისხლის ლავაც გულიდან იფეთქებს.
ლიტერატურა ჯერ არ მთავრდება,
რამეთუ, მაინც  დაირება
დროზე მეფური და ნიჭიერი...
გიჟი ვიღაცა თავისებური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები