ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პროზა
14 ნოემბერი, 2010


ხიდები - ასი სიტყვა

-წყალს ისევ წაუღია ხიდები.
-ისევ?
-ჰო, წეღან ამბობდნენ იქათ გორაზე.
-წვიმამ ვერაფრით მოიოხა გული, ამ გაჩანაგებულმა... კალაპოტს ანგრევს არაგვი. დადგებოდეს ცოტა, რა იქნებოდა.
-ერთი კვირეც არ გასულა, რაც ახალი სიპები დავყარეთ. კიდავ მოგვიწევს ახალი ხიდების დაგება. გამოიდაროს და...
-ჰო, იქნებ ბალღებმაც გადაწყვიტონ აქეთობას მოხედვა...
  კაცი ცეცხლის პირას მიმჯდარიყო. ხმას არ იღებდა. თვალმიყუჩებული უგდებდა ყურს ხმელი შეშის ტკაცუნს. წარბები შეეჭმუხნა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო. დროდადრო დანაოჭებულ შუბლზე მოისვამდა ცერს, ან წვერზე დაისვამდა ხელს. მერე ღრმად ამოიოხრა და ცეცხლისთვის მზერა არ მოუშორებია, ისე დაარღვია სიჩუმე:
-ახალგაზრდები არაგვსა ჰგვანან... აქიდან უკანმოუხედავად ეშვებიან თავქვე. ძველ ალაგს არც ესვენებათ და არც ედგომებათ. მალე ხიდებიც აღარვის დასჭირდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები