ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2010


თამთა რეხვიაშვილს

მთასწავალა ლექსი მინდა დავწერო,
სიხარულით მოგატარო მთა-ველი.
შალვას ხმალო! ჯვარი უნდა დაგწერო,
ხელში შეგვრჩა მიწა-ერთი მტკაველი.
გამიღიმე გოგოვ დალალდაწნულო,
ქალს ღიმილი კაბასავით გიხდება.
ო, თურმანის საოცნებო ქალწულო,
ოცნებები მჯერა: ჩვენც აგვიხდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები