მდიდარი ვარ, სიღარიბით მდიდარი ვარ, თუ ვმღერივარ და ვამაყობ ამ ლექსებით, ვენაცვალე საქართველოს ძირძველ მიწას, ამ დალოცვილს არავისთვის ვემეტები!
ლეჩხუმელ კაცს ლეჩხუმში რომ ძმები მყავდეს, ამას, ნეტა, რად იკვირვებ, მადლიანო?! მე რაჭაშიც მპატიჟობენ ხვანჭკარაზე, სვანურ კოშკში მოგაკითხავ, ფალიანო!
იმერეთში ყველა სახლის აივანზე უფლება მაქვს რომ ავწიო ღვინით თასი, ძირულაში, ხანისწყალში რომ ჩამაგდოთ, მწამს რიონი ჩამომიტანს ქუთაისში!
კახელი ძმა მალე რთველში დამპატიჟებს, გულლზვიადი, როგორც ბრძენი ტიბაანი, თიანეთის საჯიხვეთში მარბენინეთ, სხვა სიამე რა ვინატრო ამდაგვარი!
მეგრელების "დიდოუ ნანა" მომენატრა, თოდუების ჩონგური და "აშო ჩელა", დადიანის ბაღის ხილვით დავთვერ ისე, კოლხი ქალის სინაზემაც ვერ მიშველა!
აფხაზეთში მორდუებთან პურსა გავტეხ, მელოდება ცხელი ღომით მთაზე ფაცხა, არვინ მითხრას ინალიფას არ ვუყვარდე, თითქოს ძმობა სამუდამოდ ჩაირაზა!
თვალცრემლიან სამაჩაბლოს ავაკითხავ, არემარეს შემოვირბენ ვით ძუ მგელი, უმგვანობას ოსო ძმებო ვერ შეგარჩენთ, მე ბაბუა მყავდა დიდი მაჩაბელი!
ინგილო ძმას გულის ტკივილს დავუამებ, მკერდს ჩავიკრავ ტკბილქართული სიყვარულით, აჭარელო, სახლში დამხვდი! გამოგივლი! გურულების გველოდება "კრიმანჭული"!
ვინ დამძრახოს, თუ თბილისში, რუსთაველზე ლამაზმანებს ხარბი თვალით მეც შევხედო, სხვა თუ არა, ეს მიზეზიც მყოფნის მარტო, აბა, ისე ლექსთან შებმა ვით გავბედო?!
მდიდარი ვარ, სიღარიბით მდიდარი ვარ, თუ ვმღერივარ და ვამაყობ ამ ლექსებით, ვენაცვალე საქართველოს ძირძველ მიწას, ამ დალოცვილს არავისთვის ვემეტები!
ვემეტები?... ვემეტები რომელია, მზრუნვლობს და სიყვარულით თავს მევლება, საქართველო ჩვენთვის მუდამ ხომ ერთია, საქართველო არავისთვის მემეტება!
[ბონდო ჯიაძე]
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ძირულაში, ხანისწყალში რომ ჩამაგდოთ, მწამს რიონი ჩამომიტანს ქუთაისში! -გაიხარეთ+2 ძირულაში, ხანისწყალში რომ ჩამაგდოთ, მწამს რიონი ჩამომიტანს ქუთაისში! -გაიხარეთ+2
12. კიდევ ერთი პატრიოტი შემატებია საიტს!!! :) ბონდოს გაუმარჯოს! :) 5! კიდევ ერთი პატრიოტი შემატებია საიტს!!! :) ბონდოს გაუმარჯოს! :) 5!
10. დაგელოცოს და მყარი გქონოდეს სიყვარული - ეგ ძალიან მთავარია! 555 დაგელოცოს და მყარი გქონოდეს სიყვარული - ეგ ძალიან მთავარია! 555
9. ვენაცვალე საქართველოს ძირძველ მიწას,
გენაცვალე ნაღდო ქართველო
ვენაცვალე საქართველოს ძირძველ მიწას,
გენაცვალე ნაღდო ქართველო
8. გულიანი და გემრიელი ლექსია! 5555555 გულიანი და გემრიელი ლექსია! 5555555
7. საქართველო ჩვენთვის მუდამ ხომ ერთია, საქართველო არავისთვის მემეტება!
გაიხარეთ! 5 საქართველო ჩვენთვის მუდამ ხომ ერთია, საქართველო არავისთვის მემეტება!
გაიხარეთ! 5
6. გაგიმარჯოს ძმაო კაი კაცი ხარ
ძალიან მაგარი ლექსია გაგიმარჯოს ძმაო კაი კაცი ხარ
ძალიან მაგარი ლექსია
5. :) კარგია როცა გიყვარს საქართველოს მხარეები :) :) კარგია როცა გიყვარს საქართველოს მხარეები :)
4. არ ვიცი რა ვთკვა. პირადად მე ძალიან მომეწონა არ ვიცი რა ვთკვა. პირადად მე ძალიან მომეწონა
3. შენ ეტყობა ჯეოსტარს უყურებ ხშირად შენ ეტყობა ჯეოსტარს უყურებ ხშირად
2. ხო მართლა თიანეთს რომ საჯიხვეები არ არის ამის თქმა დამავიწყდა ;;) ხო მართლა თიანეთს რომ საჯიხვეები არ არის ამის თქმა დამავიწყდა ;;)
1. გენაცვალე ქართველო :) გენაცვალე ქართველო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|