ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არქიტექტორი
ჟანრი: საბავშვო
7 დეკემბერი, 2010


წიწილ ზღაპარი

    იყო და არა იყო რა,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ყვითელი,ლამაზი და ყველასგან განსხვავებული პატარა წიწილა. ისეთი პატარა და ლამაზი რომ მოგინდებოდა ხელისგულზე დაგესვა და ფრთხილად მოფერებოდი,მას კი თავისთვის ეწივწივა. მის სილამაზეზე ხმა შორს იყო გავარდნილი,თვით უდაბნოდან ზღვისპირეთამდე და ყველა მხრიდან მოდიოდნენ მნახველები,ძირითადად ბავშვები,რომლებიც მის გარშემო თამაშობდნენ,ეფერებოდნენ და სიხარულისაგან სულ მაღლამაღლა ხტოდნენ. ის ჯადოსნურ ეზოში ცხოვრობდა,სადაც ჯადოსნური ჰაერი ამოდიოდა მიწიდან და ფერად ბუშტებს თუ გაბერავდი ამ ჯადოსნური ჰაერით და ხელს გაუშვებდი,ცაში მიაქროლებდა ბუშტებს ფთილაფთილა ღრუბლებისაკენ. წიწილას ძალიან უყვარდა ბავშვები და უბერავდა ფერად ბუშტებს ჯადოსნური ჰაერით,ხოლო თუ ვინმეს შემთხვევით ხელი გაეშვებოდა და გაუფრინდებოდა,მაშინვე ახალ ბუშტს ჩუქნიდა,რათა მასავით პაწია ბავშვის თვალებში ცრემლები არ დაენახა.
უყვარდა წიწილას ბავშვები და არ უყვარდა,როცა ისინი ტიროდნენ,ამიტომაც ბეევრი ფერადი ბუშტები ჰქონდა მომარაგებული.  ერთ მშვენიერ დღეს,როცა ქვეყანა დიდრონი მზით იყო განათებული და გამთბარი,ცა კი ბავშვის თვალებივით იყო მოწმენდილი და ფირუზისფრად კამკამებდა,ყვითელი წიწილა გამოწივწივდა თავის ეზოში და ის იყო თამაშს აპირებდა,რომ ამ დროს დაინახა მისკენ მომავალი პატარა ბავშვები,რომლებიც რათქმაუნდა მასთან სათამაშოდ და ფერადი ბუშტების წასაღებად მოდიოდნენ. 
    წიწილამ იფიქრა ბავშვებს გავახარებო და დაიწყო ჯადოსნური ჰაერით ბუშტების გაბერვა,თან გაბერილ ბუშტებს მეორე ბუთქუნა ფრთაზე იბამდა,რომ არ გაჰქცეოდა და ჰოი საოცრებავ! მოხდა გაუთვალისწინებელი რამ,რასაც არც წიწილა ელოდა და ვერც ბავშვები წარმოიდგენდნენ:-უცებ რამდენიმე ფერადმა ბუშტმა წიწილა ჰაერში აიტაცეს და ფირუზისფერი ცისაკენ გააქანეს წივწივით.
ბავშვები დაბლიდან ცრემლიანი თვალებით აცილებდნენ თავიანთ საყვარელ მეგობარს და თან უყვიროდნენ რომ დაგვიბრუნდიო!პატარებს თან ბუშტების დარდიც მიჰყვებოდათ,თუმცა არ ამხელდნენ, წიწილა კი სულ მაღლა და მაღლა მიჰქროდა ფერადი ბუშტების ამარა და უკვე აღარს კი ჩანდა მისი ყვითელი,ნაზი ბუმბული.
  ამ დროს ცაში გამოჩნდა დიდი ნაცრისფერი ქორი,რომელიც ყურადრებით აკვირდებოდა არემარეს,როგორც ჩანს საკბილოს ეძებდა.დაინახა ეზოში შექუჩებული ბავშვები,რომელთა თვალებშიც ვარსკვლავებივით ბრწყინავდა ცრემლები და ყველანი ფირუზისფერი ცის სივრცეში იყურებოდნენ. აიხედა მაღლა ქორმა და მის მახვილ თვალს არ გამოეპარა ბუშტის ძაფებში საცოდავად გახლართული წიწილა,გადახედა ბავშვებს,ახედა წიწილას,მიხვდა თუ როგორი სიყვარული იყო გაბმული ამ წუთას ცასა და დედამიწას შორის,რომელსაც უხილავი ძაფები აერთებდა და მის გულში სიბრალულისა და სიკეთის ნაპერწკალმა გაიღვიძა.აიჭრა მძლავრი ფრთებით მაღლა,მოკიდა ფრთხილად კლანჭები წიწილას და თავისი ჯადოსნური ფერადი ბუშტებით ჯადოსნურ საბადოსთან დააბრუნა,სადაც აყიჟინებული ბავშვები ელოდებოდნენ. დასვა წიწილა მწვანედ ახასხასებულ მოლზე,ბავშვებს გამოემშვიდობა და წავიდა თავის ბუდეში თავის პატარებთან,წიწილამ კი სასწრაფოდ დაარიგა ჯადოსნური ჰაერით გაბერილი ფერადი ბუშტები,რათა კვლავ არ გაეტაცნა ფირუზისფერი ცისაკენ და წივწივით შეუერთდა ბავშვებს სათამაშოდ.
ჭირი იქა,
            ლხინი აქა,
ქატო იქა,
              ქვილი აქა... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები