იყო და არა იყო რა,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი სევდიანი წიწილა,რომელსაც ძალიან უყვარდა ძილი და სულ ქანდარისაკენ იყურებოდა,რადგან როცა იძინებდა,ფერადი სიზმრების სამყაროში გადასახლდებოდა ხოლმე,სადაც დიიდი მწვანე მინდორი იყო,მინდორზე კი უამრავი ფერადი ყვავილები ხარობდნენ,თუმცა წიწილას მაინც წითელი ტიტები უყვარდა და ძირითადად მათთან სიახლოვეს ატარებდა დროს. წითელ ტიტებში ყვითელი წიწილა საკმაოდ კარგად ჩანდა და მისი მეგობრებიც ადვილად პოულობდნენ ხოლმე,მეგობრები კი უამრავი ჰყავდა. მინდორში უხვად იყვნენ გაბნეულნი:- სხვადასხვა ფერის წიწილები,პატარა,საყვარელი თაგუნიები,ჩხვლეტია ზღარბები რომლებიც თავისი ეკლებით შაქარივით ტკბილ,წითელ მარწყვს,მოცვს,პანტას და ტყის სხვადასხვა ხილს დაატარებდნენ,ზოზინა კუები-რომლებიც თავისთვის ნელა დასეირნობდნენ ამ ვრცელ მინდორზე და ძოვდნენ ლორთქო ბალახს,კუდბუთქუნა ციყვები-როლებიც საქმიანად დახტოდნენ აქეთ-იქით და თავიანთ საყვარელ თხილსა და კაკალს მიაგორებდნენ მეზობელი ტყიდან მინდვრის გავლით თავიანთ ტყეში,სადაც უზარმაზარ ხეებზე მათი ფუღუროები იყო განთავსებული. ცაში კი ჭიკჭიკით დაფრინავდნენ კუდმაკრატელა მერცხლები,ფერადი იადონები,ყვითელ ნისკარტა შავი შაშვები,რომლებიც საამო ხმაზე ჭახჭახებდნენ და თქვენ წარმოიდგინეტთ მომღერალი ბულბულებიც მრავლად იყო ამ ულამაზეს მინდორზე,ისინი ვარდის ბუჩქებზე შემომჯდარიყვნენ და საოცარ ხმაზე გალობდნენ. ამ ლამაზ,ყვავილებით მორთულ მინდორს უამრავი პეპელა ეხვია გარს,ზოგი ყვავილებზე იჯდა და ტკბილ ნექტარს წუწნიდა,ზოგიც მაღლა-მაღლა დაფარფატებდა და მათ ფონზე მინდორი კიდევ უფრო ლამაზი იყო. წიწილა ტიტების ახლომახლო დასეირნობდა მწვანე ბალახებში,თან ტკბებოდა ამ საოცარი ხმებით და ყვავილთა სილამაზით,თან დროსაც არ კარგავდა და თავის საკვებს ეძებდა,რომელიც უხვად იყო ჭიების სახით. განსაკუთრებით ნოყიერი ჭიები ტიტების ძირას ბინადრობდნენ,წიწილას დიდი ხანია ეს შეემჩნია და ალბათ ამიტომაც უყვარდა წითელი ტიტები. ის ქექავდა ბალახს და წივწივით ყლაპავდა ამ ერთობ ნოყიერ და ამასთანავე ნუგბარ საკვებს,რასაც საოცარი მინდორი სთავაზობდა. მოკლედ სიზმრების სამეფოში წიწილა თავს საოცრად კარგად გრძნობდა და ძალიან მხიარულობდა,ამიტომ არაფრით არ უნდოდა გაღვიძება,მაგრამ ყოველ დილით მამლის ყივილზე უნებურად ეღვიძებოდა და საწიწილედან ოქროსფერი მზის საყურებლად გამოდიოდა,თუმცა მზე ამოსვლისას სულაც არ იყო ოქროსფერი,არამედ დიიდი წითელი მზე იყო და როცა ლურჯ ცაზე კარგად ამოიწვერებოდა,მერე ოქროსფერდებოდა. უყვარდა წიწილას მზის ამოსვლა და ჩასვლაც უყვარდა,ამიტომ დიდრონი მზე როცა ამოსვლას ეპირებოდა,წიწილა სადმე მაღობზე ავიდოდა ხოლმე,თან პირს იბანდა ბალახის ნამით თავისი პაწუკა ფრთებით და თან საყვარლად წივწივებდა და მზეს ეფიცხებოდა იქამდე,სანამ დედიკო კრუხი საუზმეზე არ დაუძახებდა. საუზმის შემდეგ კი დაიარებოდა მოწყენილი,რადგან ის დედისერთა იყო და არ ჰყავდა არავინ რომ ეთამაშა მათთან,ხოლო ცოტა მოზრდილი წიწილები ცდილობდნენ მის დაჩაგვრას და წყენინებას... პატარა გული ჰქონდა პატარა წიწილას და ძალიან სათუთი,ამიტომ მალე სწყინდა ხოლმე და ერიდებოდა დიდ წიწილებს და ასე მარტო დაიარებოდა ეზოში ასეთი პატარა და თან სევდიანი,მაგრამ მზის ჩასვლა რომ მოახლოვდებოდა,გაიქცეოდა თავის შემაღლებულ ადგილას და ოცნების თვალებით აცილებდა მზეს დასალიერზე,თან ეგონა რომ მზე მას ამოჰყავდა და ჩაყავდა,ამ დროს მის სახეზე საოცარი ღიმილი ისახებოდა ხოლმე და თვალებში სიხარულის ნაპერწკლები კიაფობდა,რადგან სადაცაა დედა სავახშმოდ დაუძახებდა და შემდეგ დასაძინებლად მიაშურებდნენ თავის ქანდარას,ავიდოდნენ ქანდარაზე,მყუდროდ მოეწყობოდნენ თავიანთ ამოჩემებულ ადგილზე,წიწილა დედის ფრთების ქვეშ ამოეფარებოდა,თბილად გაეხვეოდა ბუმბულის საბანში,დედიკოს ძილინებისას უსურვებდა,ლამაზ თვალებს მილულავდა და სიზმრების სამეფოში გადაეშვებოდა თავდავიწყებით,სადაც უამრავი მეგობარი ელოდა. ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. არა:) რომ არ მყავს იმითომ ვწერ;) ღვინის ქურდები გახსოვს? მუჭაში წიწილა რომ უზის და პატარების სადღეგრძელოს რომ სვამს... გენიალური კადრია...:) არა:) რომ არ მყავს იმითომ ვწერ;) ღვინის ქურდები გახსოვს? მუჭაში წიწილა რომ უზის და პატარების სადღეგრძელოს რომ სვამს... გენიალური კადრია...:)
11. წიწილები გყაავს? სულ წიწილებზე წერ და არ დავიჯერებ, რომ არ გყავდეს :D ++++ წიწილები გყაავს? სულ წიწილებზე წერ და არ დავიჯერებ, რომ არ გყავდეს :D ++++
10. ჩემი ბაღის უცისფრესი კესანები დაგიკრიფე... ............................. *მზე* ჩემი ბაღის უცისფრესი კესანები დაგიკრიფე... ............................. *მზე*
9. აქაც წიწილა დამხვდა!... აქაც წიწილა დამხვდა!...
8. uuufffff shen xar de mi ki ara me rom wagikitxo:D:D:D:D
gamokitdi ra droze torem shemoewereba arqiteqtors marad gaciebul wiwilaze zgapari:D:D:D:D:D uuufffff shen xar de mi ki ara me rom wagikitxo:D:D:D:D
gamokitdi ra droze torem shemoewereba arqiteqtors marad gaciebul wiwilaze zgapari:D:D:D:D:D
7. :)) რა გამაცინე ვეროოო... :-* ახლა დეე ცუდადაა აქეთ წაუკითხე :) :)) რა გამაცინე ვეროოო... :-* ახლა დეე ცუდადაა აქეთ წაუკითხე :)
6. zgapari amrtlac sayavrelia,mara wiwila mabrazebs:D:D
შვილი რომ მეყოლება აუცილებლად წავუკითხავ ზღაპრებს დედა წიწილაზე -deeee akrgi raa:(:(:(ragac ar mikitxva zgaprebs:D:D:D da ratom deeee?:D:D:D
velodebi sagamos zgapars:D
zgapari amrtlac sayavrelia,mara wiwila mabrazebs:D:D
შვილი რომ მეყოლება აუცილებლად წავუკითხავ ზღაპრებს დედა წიწილაზე -deeee akrgi raa:(:(:(ragac ar mikitxva zgaprebs:D:D:D da ratom deeee?:D:D:D
velodebi sagamos zgapars:D
5. ძალიან საყავრელი ზღაპარია. შვილი რომ მეყოლება აუცილებლად წავუკითხავ ზღაპრებს დედა წიწილაზე . გაიხარე ... კარგად გამოგდის ზღაპრების წერა... ყოველ შემთხვევაში შენ მომეცი სტიმული დამეწერა ის ზღააპრი.
+5 :) ძალიან საყავრელი ზღაპარია. შვილი რომ მეყოლება აუცილებლად წავუკითხავ ზღაპრებს დედა წიწილაზე . გაიხარე ... კარგად გამოგდის ზღაპრების წერა... ყოველ შემთხვევაში შენ მომეცი სტიმული დამეწერა ის ზღააპრი.
+5 :)
3. ეგ გაძვირებაზე დიდებისთვისაა ;) და ბავშვებს სხვანაირად უნდა წაუკითხოთ... კორექტურებს გადავხედავ. გმადლობთ!
ეგ გაძვირებაზე დიდებისთვისაა ;) და ბავშვებს სხვანაირად უნდა წაუკითხოთ... კორექტურებს გადავხედავ. გმადლობთ!
2. 5. ბავშვებს წავუკითხავ:) ნამდვილი საბავშვოა. კორექტურებია ტექსტში და ეს გაძვირებაზეც არ გინდა, აბა ეგ ბაიებმა რა იციან? 5. ბავშვებს წავუკითხავ:) ნამდვილი საბავშვოა. კორექტურებია ტექსტში და ეს გაძვირებაზეც არ გინდა, აბა ეგ ბაიებმა რა იციან?
1. საყვარელია,მაგრამ მაინც გულიანად გამეცინა-ჭირი იქა ლხინი აქა ქატოც აქა(რადგან ამ ბოლო დროს ნამეტანი გაძვირდა) :) საყვარელია,მაგრამ მაინც გულიანად გამეცინა-ჭირი იქა ლხინი აქა ქატოც აქა(რადგან ამ ბოლო დროს ნამეტანი გაძვირდა) :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|