 | ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია 9 დეკემბერი, 2010 |
დატენეთ თოფი, ცამეტივე ტყვია მესროლეთ, ცამეტი ტყვია, ცამეტივე, მედიდურ მკერდში! ისროლეთ, აჰა, დაე მოვკვდე და დამაყოლეთ, რომ მე ვიყავი ჩავარდნილი ურჯულოთ ხელში. მომკალით დროზე, თორემ იწვის თავადვე ცეცხლი, ბილწი ხელებით შემამთხვიეთ ცეცხლის ბლინდაჟებს, თქვენ რა კაცნი ხართ?! ვაჟკაცსა ჰკლავთ სანაცვლოდ ვერცხლის და ვიცი უკვე მოკვდა დილა, არ ირიჟრაჟებს. ისროლეთ დროზე დაილია სული უკვდავი, შემოსა ძაძით უკვე თავის სამოსი თეთრი, ახლა ხელშია საქართველოს გული მფეთქავი და თქვენ სულებს, კი მოუკიდეთ, შეჰყარეთ კეთრი. ისროლეთ, აჰა, მიხარია კიდეც სიკვდილი, დღეს საქართველო ხორცს შეისხამს კურნების სულის, თუმც თქვენ ლაჩრებო, გაფარიათ თავზე მანდილი, და გეშინიათ ქართელების, მათი წარსულის! ისროლეთ! დაე ისე იყოს რაც უნდა მოხდეს, ღამე ვარსკვლავთა ლამაზია, ცა უფრო მეტი. ჩემი სხეული სამშობლოსთვის დღეს უნდა მოკვდეს! დაე ისროლეთ, დაწყევლილი ტყვია ცამეტი...!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კარგია ძალიან.555 კარგია ძალიან.555
9. tornikes miaxwevs darwmunebulivar imas rasac namdvili poetoba qvia,jer sul axla iwyebs pirveli nabijebis gadadgmas da pirveli nabijebisatvis es lexebi kargia,tumca darwmunebulivar bevr karg lexs vnaxav kidev am gverdze! axla ki chemi +2 shen!:) tornikes miaxwevs darwmunebulivar imas rasac namdvili poetoba qvia,jer sul axla iwyebs pirveli nabijebis gadadgmas da pirveli nabijebisatvis es lexebi kargia,tumca darwmunebulivar bevr karg lexs vnaxav kidev am gverdze! axla ki chemi +2 shen!:)
8. არ შემიძლია ანანეს არ დავეთანხმო...
არანაირი სიახლე,ეს 13 კიდე ყველაზე დიდი მაგალითია ამისი...
მარტო სულისკვეთება ხომ არ არის მთავარი არა ლექსში?ასეთი(პატრიოტული)ლექსი ძალიან ბევრი იდება აქ და რომ მკითხოთ ვისი რომელიაო ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ ტყუპისცალებივით გავს ყველა ერთმანეთს,გინდა შემართებით,გინდა იდეის გადმოცემის მანერით,გინდა ლექსიკით...
არ მომეწონა.
არ შემიძლია ანანეს არ დავეთანხმო...
არანაირი სიახლე,ეს 13 კიდე ყველაზე დიდი მაგალითია ამისი...
მარტო სულისკვეთება ხომ არ არის მთავარი არა ლექსში?ასეთი(პატრიოტული)ლექსი ძალიან ბევრი იდება აქ და რომ მკითხოთ ვისი რომელიაო ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ ტყუპისცალებივით გავს ყველა ერთმანეთს,გინდა შემართებით,გინდა იდეის გადმოცემის მანერით,გინდა ლექსიკით...
არ მომეწონა.
7. როგორც ვატყობ დამწყებია თორნიკე, თავის ხელწერას გამოიმუშავებს ...მერე ...ზრდასთან ერთად.
აბა შენ იცი ! +2
როგორც ვატყობ დამწყებია თორნიკე, თავის ხელწერას გამოიმუშავებს ...მერე ...ზრდასთან ერთად.
აბა შენ იცი ! +2
5. კარგია, მაინც კარგია. წარმატებებს გისურვებ! კარგია, მაინც კარგია. წარმატებებს გისურვებ!
4. ჩემი სხეული სამშობლოსთვის დღეს უნდა მოკვდეს! დაე ისროლეთ, დაწყევლილი ტყვია ცამეტი...!!!
მერა, რომ გადაგალაკტიონებულია, მაინც კარგი ლექსია, მუხტიანი ჩემი სხეული სამშობლოსთვის დღეს უნდა მოკვდეს! დაე ისროლეთ, დაწყევლილი ტყვია ცამეტი...!!!
მერა, რომ გადაგალაკტიონებულია, მაინც კარგი ლექსია, მუხტიანი
3. კარგი ხარ თორნიკე და წარმატებებიიიიიიიიიი :-* +5 ახლა იწყებ და სულ წინ და წიიინ :) კარგი ხარ თორნიკე და წარმატებებიიიიიიიიიი :-* +5 ახლა იწყებ და სულ წინ და წიიინ :)
1. რა არის იცი? 13 ტყვია იმდენმა გადააგალაკტიონა, რომ აღარ არის არც მიგნება და არც ორიგინალური ხერხი ან რამე. საინტერესო იქნებოდა უფრო შენეული ფრაზები მოგეტანა. არ არის აუცილებელი სამშობლოს სიყვარულის ხმამაღალი სიტყვებით გამოხატვა. წარმატებები და კეთილი სურვილები შენ. რა არის იცი? 13 ტყვია იმდენმა გადააგალაკტიონა, რომ აღარ არის არც მიგნება და არც ორიგინალური ხერხი ან რამე. საინტერესო იქნებოდა უფრო შენეული ფრაზები მოგეტანა. არ არის აუცილებელი სამშობლოს სიყვარულის ხმამაღალი სიტყვებით გამოხატვა. წარმატებები და კეთილი სურვილები შენ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|