ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2010


ვიღაც პირველად, ვიღაც მეორედ, ვიღაც მესამედ....

ვიღაც პირველად, ვიღაც მეორედ, ვიღაც მესამედ,
იწყებს ცხოვრებას პირველ ნაბიჯს პირველ სიძნელეს
და სანამ პირველ გამოუცლელ სასმისს შესვამდე,
დაფიქრდი, იქნებ აღარ ღირდეს მოწყდე სიბერეს...
ვიღაც ამთავრებს, ვიღაც იწყებს და ვიღაც ჩნდება,
არა სიკვდილით, არა სიცოცხლით და არა ტანჯვით
ცოდვას პირველი თეთრი თოვლი ხელში ადნება
და გიელვარებს მიწა ფერხთით ჯერ კიდევ მარჯნის
ვიღაც პირველად, ვიღაც მეორედ, ვიღაც მესამედ
და ასე ირგვლივ უსასრულოდ დაუმთავრებლად,
იწყება სხვა და დასასრულში სხვას დავემსგავსეთ,
რაო დროება ნუთუ ხალხი არ გებრალება???


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები