 | ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია 1 იანვარი, 2011 |
მე გელოდები, არ ვიძინებ, ღამეს კი სძინავს. მე ცას შევყურებ, ცა კი თვალებს მარიდებს თითქოს, გარედან წვიმა ეწვეთება მსუბუქად მინას და ცივ ოთახში, ხელისგულებს ლექსები მითბობს!
უხეშ კედლებზე გაყინული ქარი ზის მეფედ, ოთახში ყრია დამტვრეული მთვარის სხივები და თითქოს დადის ცივ ოთახში, მუზათა სეფე და ჩემს ზურგს უკან წკრიალებენ სველი მინები..
უშნოა ღამე, არ უხდება ძილი მე ვფიქრობ! და გარეთ მშიერ ძაღლებივით ყეფენ ხეები მიწა ყვირის და ჩემ სხეულში მიწისძვრა თითქოს, ძლიერ ბობოქრობს ,მაშინ ,როცა ლექსებს ვეხები
მე გელოდები, ვერ ვიძინებ ,ღამეს კი სძინავს, მე ცას შევყურებ ,ცა კი თვალებს მარიდებს თითქოს, გარედან წვიმა ეწვეთება მსუბუქად მინას და ცივ ოთახში ხელისგულებს ლექსები მითბობს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. საკმაოდ ლამაზი ლექსები გაქვთ...5 საკმაოდ ლამაზი ლექსები გაქვთ...5
8. p.s. wavadgiureb tqvenis nebartvit! p.s. wavadgiureb tqvenis nebartvit!
7. yochag tornike,martla kargia!
mixaria rom sheni saxit uraks kidev erti akrgi wevri sheemata!
mraval shoba-axal wels ,bednierad:) yochag tornike,martla kargia!
mixaria rom sheni saxit uraks kidev erti akrgi wevri sheemata!
mraval shoba-axal wels ,bednierad:)
6. ოთახში ყრია დამტვრეული მთვარის სხივები.
უშნოა ღამე, არ უხდება ძილი მე ვფიქრობ!
კარგია +2
ოთახში ყრია დამტვრეული მთვარის სხივები.
უშნოა ღამე, არ უხდება ძილი მე ვფიქრობ!
კარგია +2
5. გაიხარეთ ბედნიერი ყოფილიყოს ყვლასთვის ეს წელი. გილოცავთ ყველას :) გაიხარეთ ბედნიერი ყოფილიყოს ყვლასთვის ეს წელი. გილოცავთ ყველას :)
4. ლამაზია :) 5! :) კეთილი ახალი წელი შეენ! :) ლამაზია :) 5! :) კეთილი ახალი წელი შეენ! :)
3. dzalian kargi...+5+5... dzalian kargi...+5+5...
2. უხეშ კედლებზე გაყინული ქარი ზის მეფედ, ოთახში ყრია დამტვრეული მთვარის სხივები და თითქოს დადის ცოვ ოთახში, მუზათა სეფე და ჩემს ზურგსუკან წკრიალებენ სველი მინები... ძალიან მომეწონა! მესიამოვნა წაკითხვა... +5 უხეშ კედლებზე გაყინული ქარი ზის მეფედ, ოთახში ყრია დამტვრეული მთვარის სხივები და თითქოს დადის ცოვ ოთახში, მუზათა სეფე და ჩემს ზურგსუკან წკრიალებენ სველი მინები... ძალიან მომეწონა! მესიამოვნა წაკითხვა... +5
1. თორნიკე, მართლა კარგი ლექსია, მაგრამ კორექტურა გაასწორე.
+5 ყოჩაღ, მალე გაიზარდე , ბევრად ბევრად უკეთესია, :)
:-* მიყვარხააააააააააარ თორნიკე, მართლა კარგი ლექსია, მაგრამ კორექტურა გაასწორე.
+5 ყოჩაღ, მალე გაიზარდე , ბევრად ბევრად უკეთესია, :)
:-* მიყვარხააააააააააარ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|