ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2011


გული და ადამიანი

გული:შეგიძლია მითხრა,რატომ არის ადამიანი ბოროტი?
მე:იმიტომ რომ მას არ შეუძლია სიკეთე აკეთოს.
გული:და რატომ?
მე:ადამიანის გული ბოროტებით არის აღსავსე,მას ასეთს ცხოვრება ხდის.
გული:ყველა ადამიანი ბოროტია?
მე:ადამიანი,რომელიც ფიქრობს ცუდზე,თუ ვის რა ავნოს ის ყველა ბოროტია.
გული:და რა არის სიკეთე?
მე:სიკეთე,სიკეთით შენ შეგიძლია ადამიანი გაახარო,და თვითონაც გაიხარო,სიკეთე
ამ ქვეყანაზე ცოტაა,შენ რომ სიკეთეს გააკეთებ აღმაფრენისგან ცას მისწვდები,
არ არსებობს სიკეთეში ყოველივე ცუდი,ის სუფთაა და წმინდა.
გული:შენ როგორი ხარ?
მე:მე ჯერ ვერ ვხვდები,ბოლომდე ვაკეთებ თუ არა სიკეთეს,თუმცა ყოველთვის
ვცდილობ ადამიანს ცუდი არ გავუკეთო,და შემდეგ ეგ ცხოვრებაში დაგიფასდება.
გული:რა არი მომავალი?
მე:თითო ხვალინდელი დღე ჩვენი მომავალია,ჩვენ ვიბრძვით რათა ჩვენს მომავალს შევხვდეთ,
მაგრად თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ:მე შენთან მოვედი,რა ხანია ამ დგეს ველოდი,
გაგეცინება და იტყვი მე გავიმარჯვე ცხოვრებაზე და ჩემს თავზე.
გული:მე მაქ მომავალი?
მე:მე და შენ ერთად მივაღწევთ მომავალს.
გული:ცხოვრება რა არის?
მე:ცხოვრება რთული რამაა,ბევრი სიურპრიზები აქვს წითელი ბაფთით შეკრული,
და გვეუბნება:"აბა გახსენი,შიგ რა ბედი დევს"ჩვენც ადამიანები ვხსნით,
ცხოვრების საჩუქარს ან გაგვიმართლებს საჩუქრის არჩევანში და ან არა!
გული:შენ აირჩიე საჩუქარი?
მე:ავირჩიე,მაგრამ ჯერ არ გამიხსნია....
გული:ადამიანები ხშირად ახსენებენ სიყვარულს და რა არის სიყვარული?
მე:სიყვარული გრძნობაა,რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია,
უბრალოდ გამოხატვაა საჭირო,მაგრამ არ იცი მეორე ადამიანი მიიგებს თუ არა შენს სიყვარულს.
სიყვარული ამოუხსნელი ფილოსოფიაა,პატარა ნაპერწკლიდან სიყვარულის ცეცხლი ჩნდება,
შეიძლება იგიზგიზოს მუდამ შეიძლება ვიგაცამ არ მიიგოს ეს სიყვარული,
და მდუღარე ცრემლით ჩაგიქროს და სამუდამოდ დაასამაროს.
თუმცა სიყვარულის ნახშირი დარჩება ძველი სიყვარულის.
შემდეგ მოვა ვიღაც სხვა,შემოიტანს შენში ქარს გადაპენტავს ძველი სიყვარულის ნახშირს,
და შენს გულში პატარა ნაპერწკლისგან ისევ ცეცხლს დაანთებს....
გული:შენ გინთია ცეცხლი?
მე:ოდესღაც მენთო ეხლა კი მისგან ნახშირია მეტი არაფერი....
გული:რამდენი წლის ხარ?
მე:ცხრამეტის.
გული:მე მიხარია.
მე:რა გიხარია?
გული:შენი გული რომ ვარ.
მე:მეც.
გული:არ შეიძლება ადამიანები ერთმანეთს რომ არ იცნობდნენ,
სიყვარული რომ არ არსებობდეს,მომავალი რომ არ იყოს,
და ცხოვრება რომ არ გვიმზადებდეს სიურპრიზებს,
ეგრე ბევრად ადვილი ხომ იქნებოდა ცხოვრება?
მე:ეს თვით ადამიანში დევს და არ შეიძლება არ გამოხატოს,
ჩვენ ერთმანეთს რომ არ ვიცნობდეთ არ ვიარსებებდით,
ჩვენც და ცხოვრებაც.
გული:სიკვდილი რა არის?
მე:ესეც გრძნობაა საშინელი გრძნობა,რომელიც ყველა გრძნობას გიკლავს....
გული:მინდა სიყვარულით იცხოვროთ თქვენ ადამიანებმა,პატარა ნაპერწკლისგან
სიყვარულის ცეცხლი დაანთოთ და არასდროს არ ჩააქროთ მდუღარე ცრემლით.
მინდა სიკეთე აკეთოთ რომ სიხარულისგან ცას მიაღწიოთ და თქვათ:"მე დღეს სიკეთე ვქენი"!
მინდა მომავალს მიაღწიოთ,თვალში ჩახედოთ,გაიღიმოთ და უთხრათ:"მე შენთან მოვედი,
რა ხანია ამ დღეს ველოდი,მე გავიმარჯვე ცხოვრებაზე და ჩემს თავზე"!
გწამდეთ ღმერთი გქონდეთ რწმენა,და მოვა გამარჯვებაც!

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები