ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არქიტექტორი
ჟანრი: საბავშვო
19 თებერვალი, 2011


გაზაფხული

მწვანე ჭალაში შაშვი ჭახჭახებს,
მინდორში გარბის ცქვიტი კურდღელი,
ტყეს,მინდვრებს,ველებს მწვანე მოედო,
ნაკადულები მორბის ჩუხჩუხით.

ყვავის შინდები,ნუში,ალუჩა,
ვარდისფერ კაბას იცვამს ატამი,
მერცხლების ჭიკჭიკს ბოლო არ უჩანთ
და კუდით ცაზე ფერებს ხატავენ.
                                 
                                          1985წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები