ტიტები გეტყვიან
ტიტების ფოთლებზე დაგიწერ სტრიქონებს და მარტის ქარიშხალს მივანდობ... მომენდე, რომ ცაში გულთეთრი მტრედივით იქროლებს ღრუბლების დონემდე.
და მოვალთ, ჩუმად და არავინ... ამინთე ფარანი, ბნელა და ვერ შევძლებ ხეტიალს. რომ ცა ხარ ზაფხულის წვიმიან ამინდში ტიტები გეტყვიან.
(ეს ღამე წინა დღის ცოლია, ორსული, ღრუბლები მომავალ დღეს ელოდებიან) რომ მზე ხარ ჯურღმულის ფსკერზე ჩამოსული ტიტები გეტყვიან.
მე ჩუმი, არავინ, შევცქერი გრიგალებს, ხომ იცი სიტყვები გრიგალში ფეტვია. სული რომ დუმილის მეფობას იბრალებს ტიტები გეტყვიან.
მე შენით ვსუნთქავ და ამ ჩემი ლექსებით, ვერ მომკლავს ეს დანა, ეს ყულფი, ეს ტყვია. რომ ასე მიყვარხარ ტკივილთან შეხებით, მე ვერა, ტიტები... ტიტები გეტყვიან.
----------------------------------------------------
გზააბნეული ტიტები
გარეთ წვიმს... ოცნების ქარია, სითბოებს ზოგავენ თითები. ნეტავი სად მიიჩქარიან ფიქრებში შეჭრილი ტიტები?!
არ ვიცი სად ვარ და რა მინდა, ფსკერზედაც აღარ ჩანს ზედაშე, დათქმული დრო უკვე გავიდა, შემოვრჩით არავის მე და შენ.
ზეცაზე მთვარე ჩანს ნამგალა, შენ მაინც მზესავით წითლდები, გამიღე ოცნების ფანჯარა, მოგართვი ფერადი ტიტები.
--------------------------------------------------
გაბუტული ტიტები
ადრე თვალში კაეშანებს ვიწესებდი, ახლა გულზე ოცნებები მწიფდებიან. უნდა გითხრათ ამ წერილის მიზეზები, უმიზეზოდ გაბუტული ტიტებია.
თბილ შეგრძნებებს სტრიქონებით მოვედები, როგორც მარტში სუსტი სიო აკაციებს. თეთრი სული მოიხურე პოეტების, თორემ წყენა (უმიზეზო) გაგაციებს.
ჩვენ ყველაფერს მხოლოდ ღვინო გვაბედინებს, მერიც თურმე ვერ უნახავს გალაკტიონს. დღეს რატომღაც „არაფერით“ გაწყენინე და მინდა, რომ „არაფერი“ მაპატიო.
სულ გრძნობებში გიტყდებით და ვიწერები, საპასუხოდ არასოდეს მიტყდებიან... ამჯერად კი სიყვარულის მიზეზები, უმიზეზოდ გაბუტული ტიტებია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. მიყვარხართ, თქვენ ორო :)))
ნუ დამიწყებთ ახლა "ორო" არასწორიაო... ასე მინდა მე!
+5-ზე გაცილებით მეტი მემეტება, მაგრამ არ დავწერ... 100 ქულამდეა დამრგვალებული და არ გავაფუჭებ :)))
მიყვარხართ, თქვენ ორო :)))
ნუ დამიწყებთ ახლა "ორო" არასწორიაო... ასე მინდა მე!
+5-ზე გაცილებით მეტი მემეტება, მაგრამ არ დავწერ... 100 ქულამდეა დამრგვალებული და არ გავაფუჭებ :)))
33. მოკითხვა ავტორს და ადრესატს! 5 მოკითხვა ავტორს და ადრესატს! 5
31. ძალიან კარგი ლექსია, ადრესატს არ ვიცნობ, თუმცა ავტორის მწამს და მჯერავს ,რომ ადრესატი ღირსია ასეთი ლამაზი მიძღვნის! ძალიან კარგი ლექსია, ადრესატს არ ვიცნობ, თუმცა ავტორის მწამს და მჯერავს ,რომ ადრესატი ღირსია ასეთი ლამაზი მიძღვნის!
30. მომეწონა ესენიც 5 :) მომეწონა ესენიც 5 :)
29. თეთრი სული მოიხურე პოეტების, თორემ წყენა (უმიზეზო) გაგაციებს.
არადა არ უნდა გამომერჩია, სულ მომწონს :) თეთრი სული მოიხურე პოეტების, თორემ წყენა (უმიზეზო) გაგაციებს.
არადა არ უნდა გამომერჩია, სულ მომწონს :)
28. ულამაზესი ლექსებია!!!! უზომოდ, უზომოდ მომეწონა :) ძალიან კარგი ხარ, ავტორო! შენი ლექსები ჩემ დღიურში მიმაქვს :) ულამაზესი ლექსებია!!!! უზომოდ, უზომოდ მომეწონა :) ძალიან კარგი ხარ, ავტორო! შენი ლექსები ჩემ დღიურში მიმაქვს :)
27. მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა ;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა ;)
26. ბევრი 555555 ბევრი 555555
25. კამათი იქით იყოს და. . . .მოკლედ ლექსს ჩემი მოწონება. :) კამათი იქით იყოს და. . . .მოკლედ ლექსს ჩემი მოწონება. :)
24. გაიხარე გიორგი. ლამაზი ლექსებია ძალიან. :)
+ 2 გაიხარე გიორგი. ლამაზი ლექსებია ძალიან. :)
+ 2
23. მე შენით ვსუნთქავ და ამ ჩემი ლექსებით, ვერ მომკლავს ეს დანა, ეს ყულფი, ეს ტყვია. რომ ასე მიყვარხარ ტკივილთან შეხებით, მე ვერა, ტიტები... ტიტები გეტყვიან. უჰ, რა ლამაზია.55555 მე შენით ვსუნთქავ და ამ ჩემი ლექსებით, ვერ მომკლავს ეს დანა, ეს ყულფი, ეს ტყვია. რომ ასე მიყვარხარ ტკივილთან შეხებით, მე ვერა, ტიტები... ტიტები გეტყვიან. უჰ, რა ლამაზია.55555
22. დღეს რატომღაც „არაფერით“ გაწყენინე და მინდა, რომ „არაფერი“ მაპატიო.
დღეს რატომღაც „არაფერით“ გაწყენინე და მინდა, რომ „არაფერი“ მაპატიო.
21. ძალაინ მაგარია+2 ადრესატი კი არაჩვეულებრივი ყავს... ძალაინ მაგარია+2 ადრესატი კი არაჩვეულებრივი ყავს...
20. ძალიან ლამაზებია...5555 დღეს მინდოდა ტიტების ყიდვა...ვნანობ რომ გადავიფიქრე...:-* ძალიან ლამაზებია...5555 დღეს მინდოდა ტიტების ყიდვა...ვნანობ რომ გადავიფიქრე...:-*
19. პოეტური ლექსებია სამივე...ძალიან ლამაზები პოეტური ლექსებია სამივე...ძალიან ლამაზები
17. "ეს ღამე წინა დღის ცოლია, ორსული, ღრუბლები მომავალ დღეს ელოდებიან" :) გიო "ეს ღამე წინა დღის ცოლია, ორსული, ღრუბლები მომავალ დღეს ელოდებიან" :) გიო
16. ულამაზესი ლექსებია :) იმსახურებს ადრესატი :) :-* 555! ულამაზესი ლექსებია :) იმსახურებს ადრესატი :) :-* 555!
14. მოგიკითხეთ ორივენი:)
;) მოგიკითხეთ ორივენი:)
;)
13. გაიხარე.სამივე .
555 გაიხარე.სამივე .
555
12. თეთრია ტიტები... ძალიან თეთრი... თოვლივით : ))))) თეთრია ტიტები... ძალიან თეთრი... თოვლივით : )))))
10. პირველი მომეწონა მე. :) პირველი მომეწონა მე. :)
9. წითელი არადა სხვა რა ფერიც გინდათ :) დავდებ ილუსტრაციაში. არ ვიცი რა ვთქვა გიო, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და დიდი მადლობააა. მე მაპატიე, პასუხად ვერ დავწერე ისეთი როგორსაც იმსახურებ. :-*
წითელი არადა სხვა რა ფერიც გინდათ :) დავდებ ილუსტრაციაში. არ ვიცი რა ვთქვა გიო, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და დიდი მადლობააა. მე მაპატიე, პასუხად ვერ დავწერე ისეთი როგორსაც იმსახურებ. :-*
8. ავტორს _ პატივისცემა და კეთილად ჩასაფრებული მკითხველის მოლოდინი ყოველ ახალ ნამუშევარზე :)
ადრესატს _ დიდიიი, დიიიდიიიი, სიყვარული :-*
ჰოდა, შეკითხვა: რა ფერისაა ეგ ტიტები? წითელი თუ წიწილისფერი? :):):) ავტორს _ პატივისცემა და კეთილად ჩასაფრებული მკითხველის მოლოდინი ყოველ ახალ ნამუშევარზე :)
ადრესატს _ დიდიიი, დიიიდიიიი, სიყვარული :-*
ჰოდა, შეკითხვა: რა ფერისაა ეგ ტიტები? წითელი თუ წიწილისფერი? :):):)
7. სითბოებს ზოგავენ თითები.---- ეს მომეწონა ყველაზე მეტად......... კარგი გოგოა მედეა და მუზაც მაგიტომაა. :) :-* სითბოებს ზოგავენ თითები.---- ეს მომეწონა ყველაზე მეტად......... კარგი გოგოა მედეა და მუზაც მაგიტომაა. :) :-*
6. ლამაზი ლირიკა... ლამაზი ლირიკა...
5. სრულიად ურაკპარაკის მუზაა დეაა :)
წიწილიუს ჩაგკოცნა თაკამ ბევრბევრიბევრი :-* სრულიად ურაკპარაკის მუზაა დეაა :)
წიწილიუს ჩაგკოცნა თაკამ ბევრბევრიბევრი :-*
4. მე-დეა :) უმაგრესი ადამიანი :) ერთხელ მზის დაბნელება მაჩუქა და მე მხოლოდ ტიტა ვაჩუქო? :( მე-დეა :) უმაგრესი ადამიანი :) ერთხელ მზის დაბნელება მაჩუქა და მე მხოლოდ ტიტა ვაჩუქო? :(
3. გაუხარდა, კი : )))) და მეც გამიხარდა... გაუხარდა, კი : )))) და მეც გამიხარდა...
2. ვაჩუქოთ მე-დეას ტიტები!
გაიხარე გიო,ძალიან კარგია!
გაახარებ დეს ძალიან! ვაჩუქოთ მე-დეას ტიტები!
გაიხარე გიო,ძალიან კარგია!
გაახარებ დეს ძალიან!
1. ''ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები''. ;) ;) ;) :))))) ``ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები``. ;) ;) ;) :)))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|