ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: N O D O
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2011


ალგორითმი "შენ, მას, ის..."

შენ ასე დამთავრდი, ანუ მე ხაზს ვუსვამ "დამთავრდის",
იცვლება საწონი პინებიც, ტყუილებს წონიან,
აქამდე სულ წვიმდა თვალები და შემდგომ ამ ავდრის
ამინდი გამოვა (ნუ დარდობ), მზე ღრუბლის ცოლია.

რომელიც ღალატობს საკუთარ მეუღლეს სიზმრებში,
შეგრძნებაც ასეთი დაგჩემდა, ჩურჩულებ რომ თითქოს,
სხეულთან ზიხარ და ბინძური თითებით ისვრები,
ბინძური თითებით, რომლებსაც არ უნდა მოკითხო.

თუ ვისთან? თუ რატომ? თუ როგორ? რამდენჯერ? თუ რისთვის?
ამ კითხვებს სუყველას ფარული ღიმილით იცილებ,
გაჩერებს ვიღაცა შემხვედრი დებილი ტურისტი,
კისერზე ალუმინს გიკეთებს (აქ უკვე სიცილი).

და მაშინ პირველად იფიქრე, სუსტი ხარ ზედმეტად,
ფიქრების დაზგაზე მოქსოვე უაზრო საკაბე,
სარკეში საკუთარ თვალებზე გრცხვენია შეხედვა,
რომლებიც ჩააქრე, რომლებიც გქონდა და დაკარგე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები