ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ-ე-რ-ცი
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2011


რა ღირს ბედნიერება?

-გავიგე,აქ ბედნიერება იყიდება.მითხარით, რა ღირს სამი დღე ბედნიერება?
-ნახევარი ცხოვრება.
-ძალიან ძვირია,სამი თვე ბედნიერება?
-მნიშვნელობა არ აქვს-ნახევარი ცხოვრება!
-ე.ი.მე შემიძლია ნახევარ ცხოვრების ფასად წავიღო რამდენი ბედნიერებაც მინდა?და თქვენ რა,ამით?
-არც არაფერი..რამდენსაც მოერევით წაიღეთ...
დასწყევლოს ღმერთმა რა მძიმეა..
-მძიმე არ არის, ძნელია..თუ მიუჩვეველი ხართ! თქვენც იმდენი წაიღეთ, რამდენსაც მოერევით.
-როგორ გავიგო რამდენს მოვერევი?
დაიწყეთ ხუთი წუთიდან,დაამატეთ ათი წუთი,სინჯეთ თუ დაძრავთ.
-და მერე კიდევ შემიძლია ავიღო?
-რა თქმა უნდა,ნუ აჩქარდებით.ხშირია,როცა იმდენი ვერ მიაქვთ,რამდენიც სურთ!
-ალბათ ვზიდავ,ვეცდები,მინდა ბედნიერება...მერე კიდევ მოვალ! და ერთი კითხვა კიდევ შეიძლება?
-რა თქმა, უნდა გისმენთ!
-რატომ აქვს ასეთი უცნაური ფასი-ნახევარი ცხოვრება?
-ეს ფასი არ არის,ეს თქვენივე თვითშეფასებაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები