ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 ივნისი, 2011


ზღვარზე

მართალი ვიყავი,
შენ უფრო მართალი,
წადიო,
გამიშვი საფრენად,
სად წავალ უშენოდ?
რად მინდა ის სივრცე,
რომელსაც ჯებირებს უშენებ?
ნათელს თუ ბნელად
გადამიქცევ და
ცა თუა რუხი,
მზე თუა სხვაგან,
დრო თუა უფრო
იმაზე მეტი -
რომ მეფიქრება...
და მაინც ბევრად
ნაკლები, ვიდრე
ვერთანხმობამდე
ვიყავით ერთად.
სად წავალ მარტო?
მზე თუ არ მათბობს,
თუ აღარც წვიმს და
თუ აღარც მათოვს,
და თუ ეს თუც კი
ეჭვს აღარ ბადებს,
რომ უშენობა
ბედივით დამდევს.
შენთან ვდგავარ და
ხელს მიშვებ, მაგრამ
წამსვლელს არა და
ვერწამსვლელს ვგავარ.
მართალი იყავი,
თუმცა შენც იცი,
მე –
ცამდე მართალი
ვარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები