 | ავტორი: სანშაინნ ჟანრი: პროზა 27 აგვისტო, 2011 |
1994 წელი, აპრილი, ღამე. (ჩხოროწყუ, სოფელი მოიდანახე)
_ დე, მოსკოვი აქედან შორსაა? _ ძალიან, ძალიან შორსაა შვილო. _ დე, არ შეიძლება რომ არ წახვიდე? _ აუცილებლად უნდა წავიდე ჩემო სიცოცხლე, აუცილებლად. ჩვენ ხომ უკვე ვისაუბრეთ ამაზე? _ხვალ რომ არ წახვიდე დედი? აი, ხვალის მერე რომ დილა გათენდება მაშინ რომ წახვიდე?! _ შენ უკვე ოთხი წლის ხარ ჩემო ყველაფერო, უკვე დიდი ბიჭი ხარ და უნდა შეგეძლოს დედიკოს გარეშე გაჩერება. ბაბუას და ბებიას თუ დაუჯერებ ყველაფერს ჩამოგიტან როცა ჩამოვალ, ისეთ მანქანასაც, თავისით რომ დადიოდეს. _ არ მინდა მანქანა, არ მინდა! ოღონდ არ წახვიდე დედი და გპირდები არასდროს ვიტირებ სათამაშოს გამო. გთხოვ, არ წახვიდე! _ ძალიან მალე დავბრუნდები შვილო და მერე სულ ერთად ვიქნებით, გპირდები. _ არ შეიძლება სხვა რომ წავიდეს მოსკოვში სამუშაოდ და შენ აქ დარჩე? _ არა შვილო... რომ ჩამოვალ სახლს ვიყიდით, ბაბუას სახლიდან გადავალთ და სულ ერთად ვიცხოვრებთ. _ ბაბუამ მითხრა ადრე მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ადგილას ცხოვრობდიო. დე, რა ერქვა იმ ადგილს? _ სოხუმი. _ მერე რატომ წამოვედით იქიდან? _ მერე აგიხსნი ჩემო პატარა, ახლა დაიძინე, უკვე გვიანია. _ დე, დეე იცი რა მოვიფიქრე? - მცირე ხნის დუმილის შემდეგ წამოიყვირა პატარამ - მეც თან წამიყვანე მოსკოვში, მეც შენთან ერთად წამოვალ, ხომ მითხარი ძალიან მინდა შენთან ერთად ყოფნა, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეო, ხოდა მეც თან წამიყვანე დედი, კარგი? _ აბა როგორ წაგიყვანო ჩემო სიცოცხლე, ხომ ხედავ როგორ გახველებს? - მცირე პაუზის შემდეგ ადვილად იპოვა გამოსავალი დედამ. პატარამ დაიჯერა, რომ მისი არწაყვანის მიზეზი მხოლოდ ხველება იყო. დიდხანს ითმინა, ხან ხელი აიფარა პირზე, ხან საბანი აიკრა, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაძლო, მაინც დაახველა და დედასთან ერთად ყოფნის ეს „გეგმაც“ ჩაეშალა. ბოლოს იგრძნო, რომ დედას დიდი ხანი ვეღარ ნახავდა და უკანასკნელი ხერხი სცადა, საკმაოდ ძლიერად მიარტყა თავი რკინის ლოგინს, რომელზეც იწვა და განწირული ხმით მორთო ტირილი. იფიქრა, ბევრს ვიტირებ, დედას შევაშინებ თითქოს თავი ძალიან ვიტკინე და ჩემს მოსავლელად დარჩებაო. დედამ ახლახანს „თავნატკენი“ შვილი მჭიდროდ ჩაიკრა გულში, ბავშვმა თავი ძუძუზე დაადო, მეორე ძუძუზე კი მარჯვენა ხელი მოსჭიდა (ასე უყვარდა დაძინება) და განაგრძო ტირილი იმ იმედით, რომ დედას წასვლას გადააფიქრებინებდა... რამდენიმე წუთში ბავშვის თავგანწირული ტირილი ხმადაბალმა წყვეტილმა კვნესამ ჩაანაცვლა, წუთიც და პატარა უკვე ოდნავ გასაგონად ფშვინავდა... დილით ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძა, მის გვერდით ბებია იწვა, დედა კი ალბათ უკვე ავტობუსში იჯდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
101. ბარემ 101 იყოს, არ მიყვარს მრგვალი რიცხვები. ბარემ 101 იყოს, არ მიყვარს მრგვალი რიცხვები.
100. (მეასე კომენტარი). "დედი" - ეს მიმართვა ! (მეასე კომენტარი). "დედი" - ეს მიმართვა !
99. კარგია, თემა მართალია ცნობილია, მაგრამ ამაზე უფრო მაღალი და მისახელოს ვინმემ აბა კარგია, თემა მართალია ცნობილია, მაგრამ ამაზე უფრო მაღალი და მისახელოს ვინმემ აბა
98. ეს გვერდი კი მჭირდებოდა რომ გავთბარიყავი. ფსევდონიმიც თბილია და ავატარიც. თუმცა ისეთი ემოციური გრძნობა დამმეუფლა რომ ჩავიკითხე ბოლომდე. ყოჩაღ.+++++ ეს გვერდი კი მჭირდებოდა რომ გავთბარიყავი. ფსევდონიმიც თბილია და ავატარიც. თუმცა ისეთი ემოციური გრძნობა დამმეუფლა რომ ჩავიკითხე ბოლომდე. ყოჩაღ.+++++
97. ძალიან გულწრფელი და ნამდვილი. თავს რომ დაგამახსოვრებს. ძალიან გულწრფელი და ნამდვილი. თავს რომ დაგამახსოვრებს.
96. + 2 ძალიან განვიცადე + 2 ძალიან განვიცადე
95. ზუსტად ასე მიმატოვეს მეც...იმის მერე სამუდამოდ განელდა დედა-შვილური სიყვარული... არცერთმა დედამ არ დაუშვას მსგავსი შეცდომა..! ძალიან კარგად გაყვს მოტანილი მკითხველამდე..+ ზუსტად ასე მიმატოვეს მეც...იმის მერე სამუდამოდ განელდა დედა-შვილური სიყვარული... არცერთმა დედამ არ დაუშვას მსგავსი შეცდომა..! ძალიან კარგად გაყვს მოტანილი მკითხველამდე..+
93. http://24.media.tumblr.com/tumblr_m6jv9tkEhp1qm6onko1_500.gif
აი. http://24.media.tumblr.com/tumblr_m6jv9tkEhp1qm6onko1_500.gif
აი.
92. :-) საყვარელი პაწუკა :-) საყვარელი პაწუკა
91. გრძნობებზე ვთამაშობ არა ისა კიდევ : ))))) თუ შემწევს დრამატიზების უნარი ეგ კარგია : ) ხელოვნურობაზეც რა გითხრა აბა, რით გაგახარო. აი, სოხუმელი რომ ხარ ეგეც კარგია :* გრძნობებზე ვთამაშობ არა ისა კიდევ : ))))) თუ შემწევს დრამატიზების უნარი ეგ კარგია : ) ხელოვნურობაზეც რა გითხრა აბა, რით გაგახარო. აი, სოხუმელი რომ ხარ ეგეც კარგია :*
90. ჰო, მტკივნეული თემაა,მაგრამ ასე დრამატიზირება ხელოვნურობის განცდას ბადებს და ავტორი გრძნობებზე თამაშობს რა..არასასიამოვნოა საშინლად. (სოხუმელი ვარ სხვათაშორის) :/
ჰო, მტკივნეული თემაა,მაგრამ ასე დრამატიზირება ხელოვნურობის განცდას ბადებს და ავტორი გრძნობებზე თამაშობს რა..არასასიამოვნოა საშინლად. (სოხუმელი ვარ სხვათაშორის) :/
88. აქ რა კომენტარი დავწერო არ ვიცი:) ძალიან მტკივნეულია ;) სამწუხაროდ ეს დღესაც ხშირად ხდება, იმედია მალე გამოსწორდება, და ყველა ბავშვი თავის დედასთან გაიზრდება... აქ რა კომენტარი დავწერო არ ვიცი:) ძალიან მტკივნეულია ;) სამწუხაროდ ეს დღესაც ხშირად ხდება, იმედია მალე გამოსწორდება, და ყველა ბავშვი თავის დედასთან გაიზრდება...
87. გეთანხმები, სამყაროს მიღმა. გეთანხმები, სამყაროს მიღმა.
86. ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა... შესრულების რა გითხრთ აბა ძალინ მოიკოჭლებს ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა... შესრულების რა გითხრთ აბა ძალინ მოიკოჭლებს
85. კომენტარები წავიკითხე და გავსკდი ლამის. :) ამბობს, რომ რეალურია და ყველაფერი ზუსტად გადმოსცა მითუმეტეს, რომ ,,ავტორს ისე ზუსტად ახსოვს, შეიძლება ასე ზუსტად წუხანდელი საღამოც არ ახსოვდეს.'' ამის შემდეგ ზედმეტია კრიტიკა, ასე მგონია რატომღაც.
კომენტარები წავიკითხე და გავსკდი ლამის. :) ამბობს, რომ რეალურია და ყველაფერი ზუსტად გადმოსცა მითუმეტეს, რომ ,,ავტორს ისე ზუსტად ახსოვს, შეიძლება ასე ზუსტად წუხანდელი საღამოც არ ახსოვდეს.`` ამის შემდეგ ზედმეტია კრიტიკა, ასე მგონია რატომღაც.
84. 1994 წელი, აპრილი. როცა მე დავიბადე) ნამდვილად ტკივილით სავსე ნაწერია და.. უბრალოდ ++ წარმატებები 1994 წელი, აპრილი. როცა მე დავიბადე) ნამდვილად ტკივილით სავსე ნაწერია და.. უბრალოდ ++ წარმატებები
83. ჩემამდე დიდი ტკივილი მოიტანა ჩემამდე დიდი ტკივილი მოიტანა
82. სევდიანი ამბავია,კარგად გადმოეცი. ჩემამდე სრულად მოიტანა, სათქმელიც ამ ამბავმა და გრძნობაც. სევდიანი ამბავია,კარგად გადმოეცი. ჩემამდე სრულად მოიტანა, სათქმელიც ამ ამბავმა და გრძნობაც.
81. დედი დამანახე მოსკოვი... და დედამ ბავშვი ყურებით ასწია. დედი დამანახე მოსკოვი... და დედამ ბავშვი ყურებით ასწია.
80. სული დამიმძიმა სული დამიმძიმა
79. 78. ოკეი. ვიცი რომ ამ ნაწერს ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია. უბრალოდ მინდა ასე და იმიტომ მიდევს აქ. და მეორეც, სულ ტყუილად გჯერა რომ უკეთესად დავწერ :დ არ ვაპირებ რამის დაწერას, არც უკეთესად და არც უარესად : ))) სხვებმა წერონ, მე შიგადაშიგ წავიკითხავ თუ დრო მექნება : )))) 78. ოკეი. ვიცი რომ ამ ნაწერს ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია. უბრალოდ მინდა ასე და იმიტომ მიდევს აქ. და მეორეც, სულ ტყუილად გჯერა რომ უკეთესად დავწერ :დ არ ვაპირებ რამის დაწერას, არც უკეთესად და არც უარესად : ))) სხვებმა წერონ, მე შიგადაშიგ წავიკითხავ თუ დრო მექნება : ))))
78. ,, ჩემო ყველაფერო,, არასწორი გამოთქმაა, ალბათ უნდა გეთქვა ჩემო ყველავ, ,,არ წაყვანის,, ერთი სიტყვაა,,,... რომელზეც იწვა, და განწირული ხმით...,,,, და კავშირის წინ მძიმეს არ ვსვამთ,ცოტა გრამატიკას უმეგობრე, მეგობარო, შინაარსობრივად კი რამე ახალი არ გითქვამს, მარტივი მონათხრობია, მეზობელი რომ მეზობელს საწყალი ბავსჰვის ამბავს მოუყვება, ია, ამ დონისაა, მჯერა უკატესად დაწერ, საერთოდ 0 -ია ეს ნაწერი ,, ჩემო ყველაფერო,, არასწორი გამოთქმაა, ალბათ უნდა გეთქვა ჩემო ყველავ, ,,არ წაყვანის,, ერთი სიტყვაა,,,... რომელზეც იწვა, და განწირული ხმით...,,,, და კავშირის წინ მძიმეს არ ვსვამთ,ცოტა გრამატიკას უმეგობრე, მეგობარო, შინაარსობრივად კი რამე ახალი არ გითქვამს, მარტივი მონათხრობია, მეზობელი რომ მეზობელს საწყალი ბავსჰვის ამბავს მოუყვება, ია, ამ დონისაა, მჯერა უკატესად დაწერ, საერთოდ 0 -ია ეს ნაწერი
77. მძიმე ნაწერია, ვერაფერს იტყვის კაცი. იმოქმედა ძალიან. 5 მძიმე ნაწერია, ვერაფერს იტყვის კაცი. იმოქმედა ძალიან. 5
76. ხშირად ვფიქრობ: რა გვაცოცხლებს დედებს შვილებს მოწყვეტილებს? რა ძალა გვიბიძგებს ვიარსებოთ მათ გარეშე? არსებობს თუ არა ამ საქციელის გამართლება? თქვენმა ნაწერმა გაფიტული თვალები ცრემლით გამივსო... იმ დედის ტკივილი მტკივა, მეც მასავით ვკვნესი და ვოხრავ... ღმერთმა დაგლოცოთ. ხშირად ვფიქრობ: რა გვაცოცხლებს დედებს შვილებს მოწყვეტილებს? რა ძალა გვიბიძგებს ვიარსებოთ მათ გარეშე? არსებობს თუ არა ამ საქციელის გამართლება? თქვენმა ნაწერმა გაფიტული თვალები ცრემლით გამივსო... იმ დედის ტკივილი მტკივა, მეც მასავით ვკვნესი და ვოხრავ... ღმერთმა დაგლოცოთ.
75. აღარ ვლაპარაკობ +2
აღარ ვლაპარაკობ +2
74. ეს წავიკითხე ადრე მე და ძალიან დამწყვიტა გული ნაწერმა.. საოცარია რომ არ დამიკომენტარებია :( ++ ეს წავიკითხე ადრე მე და ძალიან დამწყვიტა გული ნაწერმა.. საოცარია რომ არ დამიკომენტარებია :( ++
73. სამწუხარო მწარე რეალობაა, გადაღეჭილი მაგრამ აქტუალური. როგორც მომეჩვენა ეს მხოლოდ ჩონჩხია. კარგი იქნება ავტორო, რომ ხორცი შეასხათ ამ თემას. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილად ვერ მომეჩვენა, უზომოდ დიდი ემოცია მოიტანა, დამანაღვლიანა და გული ჩამწყვიტა. შემეცოდა დედა, შვილი, ბებია... აქედან, დედა განსაკუთრებით... გეხვეწები ავტორო, მიხედეთ ბოლომდე ამ ნოველას, ძალიან კარგი რამე გამოვა. +2 ჩემგან. ხოლო თუ ტუ შემოსავ ამ მშვენიერ მასალას მაშინ ჩემი შეფასებაც მაქსიმალურად აიწევს. აბა სენ იცი ავტორო, ველი მუთმენლად :)
პატივისცემით: სამწუხარო მწარე რეალობაა, გადაღეჭილი მაგრამ აქტუალური. როგორც მომეჩვენა ეს მხოლოდ ჩონჩხია. კარგი იქნება ავტორო, რომ ხორცი შეასხათ ამ თემას. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილად ვერ მომეჩვენა, უზომოდ დიდი ემოცია მოიტანა, დამანაღვლიანა და გული ჩამწყვიტა. შემეცოდა დედა, შვილი, ბებია... აქედან, დედა განსაკუთრებით... გეხვეწები ავტორო, მიხედეთ ბოლომდე ამ ნოველას, ძალიან კარგი რამე გამოვა. +2 ჩემგან. ხოლო თუ ტუ შემოსავ ამ მშვენიერ მასალას მაშინ ჩემი შეფასებაც მაქსიმალურად აიწევს. აბა სენ იცი ავტორო, ველი მუთმენლად :)
პატივისცემით:
72. არც კი ვიცი როგორ უნდა გამოვხატო ჩემი მოსაზრება, რადგან ძალიან, ძალიან მეტკინა.... ნაცნობი მინორით ჩავიდა ყველაფერი გულის–გულის სიღრმეში–კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩვენი სოხუმი, ჩვენი ის დიდი, ენითაუწეელი ტკივილ(ებ)ი, რომლებსაც არასოდეს უწერია დავიწყება; ღმერთმა დაგლოცოს!! დავტოვე ჩემი +2 !! წარმატებები
არც კი ვიცი როგორ უნდა გამოვხატო ჩემი მოსაზრება, რადგან ძალიან, ძალიან მეტკინა.... ნაცნობი მინორით ჩავიდა ყველაფერი გულის–გულის სიღრმეში–კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩვენი სოხუმი, ჩვენი ის დიდი, ენითაუწეელი ტკივილ(ებ)ი, რომლებსაც არასოდეს უწერია დავიწყება; ღმერთმა დაგლოცოს!! დავტოვე ჩემი +2 !! წარმატებები
71. მიუხედავად კომენტარებისა, მიხარია, რომ მკითხულობთ და ამიტომაც შემოვიხედე თქვენს გვერდზე. აქ იმხელა ტკივილი იგრძნობა სტრიქონებს შორის, რომ შელამაზება ნამდვილად ზედმეტია! ( ის დახველებაც, ლოგინზე თავის მირტყმაც, ძილის საყვარელი პოზაც (და ასე შემდეგ) ავტორს ისე ზუსტად ახსოვს, შეიძლება ასე ზუსტად წუხანდელი საღამოც არ ახსოვდეს - ამ სიტყვებმა კი შემძრა!..) ღმერთი თქვენსკენ! ყველაფერი კარგად იქნება!.. +++++++++++++++++++++++++++ მიუხედავად კომენტარებისა, მიხარია, რომ მკითხულობთ და ამიტომაც შემოვიხედე თქვენს გვერდზე. აქ იმხელა ტკივილი იგრძნობა სტრიქონებს შორის, რომ შელამაზება ნამდვილად ზედმეტია! ( ის დახველებაც, ლოგინზე თავის მირტყმაც, ძილის საყვარელი პოზაც (და ასე შემდეგ) ავტორს ისე ზუსტად ახსოვს, შეიძლება ასე ზუსტად წუხანდელი საღამოც არ ახსოვდეს - ამ სიტყვებმა კი შემძრა!..) ღმერთი თქვენსკენ! ყველაფერი კარგად იქნება!.. +++++++++++++++++++++++++++
70. არ არის ადვილი ბავშვის მოტყუება. არ მოქმედებს გონებით და იმიტომ. ინტუიცია კიდევ იდეალური აქვთ. უკეთ გადმოცემაც შეიძლებოდა ჩემი აზრით, მოყვარულის დონეზე კი მშვენიერია. არ არის ადვილი ბავშვის მოტყუება. არ მოქმედებს გონებით და იმიტომ. ინტუიცია კიდევ იდეალური აქვთ. უკეთ გადმოცემაც შეიძლებოდა ჩემი აზრით, მოყვარულის დონეზე კი მშვენიერია.
69. რა ადვილია ბავშვის მოტყუება ;/ მეზიზღება დამშვიდობება. მამას რომ ვაცილებდი პირველად ისეთი ისტერიკა დამემართლა ვერ დამაწყნარეს. ძალიან ვანერვიულე. მერე მეპარებოდნენ დამე აღარ მივყავდი. <3 რა ადვილია ბავშვის მოტყუება ;/ მეზიზღება დამშვიდობება. მამას რომ ვაცილებდი პირველად ისეთი ისტერიკა დამემართლა ვერ დამაწყნარეს. ძალიან ვანერვიულე. მერე მეპარებოდნენ დამე აღარ მივყავდი. <3
68. კრიტიკოს, არ დაგევასა ხო? არაუშავს, არც მე მომწონს : ) კრიტიკოს, არ დაგევასა ხო? არაუშავს, არც მე მომწონს : )
67. უხ კაი ერთი. 0 უხ კაი ერთი. 0
66. ახლაც ხშირად ხდება ასე, ოღონდ ახლა თურქეთში მიდიან :( ახლაც ხშირად ხდება ასე, ოღონდ ახლა თურქეთში მიდიან :(
65. დღეისათვის ნაცნობი სიტუაციაა...(სამწუხაროდ) დღეისათვის ნაცნობი სიტუაციაა...(სამწუხაროდ)
64. ოო დედა +++ ოო დედა +++
63. სპ100ბა მეგობრებო. სპ100ბა მეგობრებო.
61. მძიმე, მაგრამ შესრულება სუსტი :( მძიმე, მაგრამ შესრულება სუსტი :(
60. აუუუუუუუუუუ აღარააა რა ამ სენტიმენტების დრო, გათავდა... როგორც ლავაში. კმარა.!!! კმარა!!! აუუუუუუუუუუ აღარააა რა ამ სენტიმენტების დრო, გათავდა... როგორც ლავაში. კმარა.!!! კმარა!!!
58. ჰოო, ისეთია, მძიმე თემით და განწყობაც შესაბამისი =) ჰოო, ისეთია, მძიმე თემით და განწყობაც შესაბამისი =)
57. რა მართალი ნაწერია+ რა მართალი ნაწერია+
56. სამწუხარო რეალობა.....
კარგია რრომ დაიწერა...
სამწუხარო რეალობა.....
კარგია რრომ დაიწერა...
55. ძალიან მეტკინა, ძალიან :( ++ ძალიან მეტკინა, ძალიან :( ++
54. გენაცვალე მე ძალიან მომეწონა გენაცვალე მე ძალიან მომეწონა
53. რუსამეი. 2012-01-18 17:43:56 :დ:დ დაიკიდე, ბევრს ნუ იდარდებ, მეც ვიცი რომ 0 უნდა იყოს აქ :დ
მაგრამ აი შენ ხარ ზედმეტად ამბიციური, შენს ერთ-ერთ ნაწერზე რომ წავიკითხე შენივე კომენტარი, ბოლო რამდენიმე წლის საუკეთესო ოცდაათეულშია შესულიო, მაგაზე ვიცინე ბევრი :დ =)) რუსამეი. 2012-01-18 17:43:56 :დ:დ დაიკიდე, ბევრს ნუ იდარდებ, მეც ვიცი რომ 0 უნდა იყოს აქ :დ
მაგრამ აი შენ ხარ ზედმეტად ამბიციური, შენს ერთ-ერთ ნაწერზე რომ წავიკითხე შენივე კომენტარი, ბოლო რამდენიმე წლის საუკეთესო ოცდაათეულშია შესულიო, მაგაზე ვიცინე ბევრი :დ =))
52. ნუ მოკლედ აღფრთოვანებული ვარ! ასეთი ორიგინალური თემა ჯერ არსად წამიკითხავს, ან რა მანერა, ან რა წყობა, ან რა პუნქტუაცია – გენიოსი ყოფილხარ შენ და ამიტომ ნებისმიერი შენი კომენტარი ჩემთვის გაკვეთილი იქნება :))))))))))))))))
ჩემი შეფასება : აბსოლუტური 0 ნუ მოკლედ აღფრთოვანებული ვარ! ასეთი ორიგინალური თემა ჯერ არსად წამიკითხავს, ან რა მანერა, ან რა წყობა, ან რა პუნქტუაცია – გენიოსი ყოფილხარ შენ და ამიტომ ნებისმიერი შენი კომენტარი ჩემთვის გაკვეთილი იქნება :))))))))))))))))
ჩემი შეფასება : აბსოლუტური 0
51. ეს ადრეც წავიკითხე და ეხლაც ძალიან მომეწონა...
წარმატებები ავტორს..... ეს ადრეც წავიკითხე და ეხლაც ძალიან მომეწონა...
წარმატებები ავტორს.....
50. ეჰ... :((( კარგი ხარ,ავტორო.. :) ეჰ... :((( კარგი ხარ,ავტორო.. :)
49. :(:(:( ვისურვებ, ყველა ბავშვს დედა ზრდიდეს და მამა! :(:(:( ვისურვებ, ყველა ბავშვს დედა ზრდიდეს და მამა!
48. გაგრა.... მენატრება.... ყველაფერი რაც აფხაზეთს მახსენებს.... გაგრა.... მენატრება.... ყველაფერი რაც აფხაზეთს მახსენებს....
47. ჰოოომ ... : )) +2 ჰოოომ ... : )) +2
46. :(:(:(მძიმეა რეალობა და თანაც ტკივილიანი... :(:(:(მძიმეა რეალობა და თანაც ტკივილიანი...
43. ძალიან საინტერესო ,ემოციური და აქტუალური თემაა,, რამდენია დღესაც, რომ არ უნახავს წლობით შვილი, ,მძიმეა ასეთი დედების ხვედრი, , გაიხარე ავტორო, მტკივნეული და გულწრფელი ნაწერია, სხვისი ტკივილის შეგრძნება შეგძლებია ჩემი უმაღლესი შეფასება! ძალიან საინტერესო ,ემოციური და აქტუალური თემაა,, რამდენია დღესაც, რომ არ უნახავს წლობით შვილი, ,მძიმეა ასეთი დედების ხვედრი, , გაიხარე ავტორო, მტკივნეული და გულწრფელი ნაწერია, სხვისი ტკივილის შეგრძნება შეგძლებია ჩემი უმაღლესი შეფასება!
42. გეთანხმები იკა, ზუსტად მასეა, გასული საუკუნის ბოლოს გაცილებით უფრო რთულად იდგა ეს პრობლემა. იყო საკუთარი სახლების დაკარგვა (ცნობილი მიზეზების გამო) და ამას მოყვებოდა ბევრი ასეთი... (სახლების დაკარგვის გარეშეც ბევრი იყო სამწუხაროდ) ბოლოსკენაც ვერ ავცდით ასეთ მოვლენებს. გეთანხმები იკა, ზუსტად მასეა, გასული საუკუნის ბოლოს გაცილებით უფრო რთულად იდგა ეს პრობლემა. იყო საკუთარი სახლების დაკარგვა (ცნობილი მიზეზების გამო) და ამას მოყვებოდა ბევრი ასეთი... (სახლების დაკარგვის გარეშეც ბევრი იყო სამწუხაროდ) ბოლოსკენაც ვერ ავცდით ასეთ მოვლენებს.
41. წეღან ვკითხულობდი ბაჩო ამ ნაწერს და ეგაა გასული საუკუნის ბოლო და დღევანდელობის მიჯნა წეღან ვკითხულობდი ბაჩო ამ ნაწერს და ეგაა გასული საუკუნის ბოლო და დღევანდელობის მიჯნა
40. აუუუუ:( ჩვენი რეალობაა ეს დღეს და კარგია,ემოციურადაა გადმოცემული...
აუუუუ:( ჩვენი რეალობაა ეს დღეს და კარგია,ემოციურადაა გადმოცემული...
39. ძალიან მეტკინა,წარმოვიდგინე საკუთარ თავზე....
ძალიან მეტკინა,წარმოვიდგინე საკუთარ თავზე....
38. დამაბრუნა მწარე რეალობაში! რამდენი ცხოვრებაა იმდენი ტკივილია... მითუმეტეს მძიმეა, როდესაც პატარას გულს ეხება... დამაბრუნა მწარე რეალობაში! რამდენი ცხოვრებაა იმდენი ტკივილია... მითუმეტეს მძიმეა, როდესაც პატარას გულს ეხება...
37. ძალიან კარგია....მაგრამ დასასრული ასეთი არ უნდა იყოს..რას ვიზამთ რეალობას ვერსად გავექცევით...:) +5 ძალიან კარგია....მაგრამ დასასრული ასეთი არ უნდა იყოს..რას ვიზამთ რეალობას ვერსად გავექცევით...:) +5
36. :( ტკივილიანი, თუმცა, მაინც თბილი ნაწერია... წარმატებებს გისურვებთ! :) +5. :( ტკივილიანი, თუმცა, მაინც თბილი ნაწერია... წარმატებებს გისურვებთ! :) +5.
35. ძალიან ლამაზად იწყება . ბოლოში დასამუშავებელია.
კარგია წარმატებებს გისურვებთ ძალიან ლამაზად იწყება . ბოლოში დასამუშავებელია.
კარგია წარმატებებს გისურვებთ
33. მზე ისე არ ანათებს როგორც შენს ავატარზე :) ეს ნაწერი ვიცი, ტკივილიანია კი :) მზე ისე არ ანათებს როგორც შენს ავატარზე :) ეს ნაწერი ვიცი, ტკივილიანია კი :)
32. არტემიდა ანცი ნუნნიკი
გმადლობთ რომ წაიკითხეთ. მოგიკითხავთ და მშვიდ ღამეს გისურვებთ ^^
არტემიდა ანცი ნუნნიკი
გმადლობთ რომ წაიკითხეთ. მოგიკითხავთ და მშვიდ ღამეს გისურვებთ ^^
31. ბოლოს იგრძნო, რომ დედას დიდი ხანი ვეღარ ნახავდა და უკანასკნელი ხერხი სცადა, საკმაოდ ძლიერად მიარტყა თავი რკინის ლოგინს, რომელზეც იწვა, და განწირული ხმით მორთო ტირილი. იფიქრა ბევრს ვიტირებ, დედას შევაშინებ თითქოს თავი ძალიან ვიტკინე და ჩემს მოსავლელად დარჩებაო. დედამ ახლახანს „თავნატკენი“ შვილი მჭიდროდ ჩაიკრა გულში, ბავშვმა თავი ძუძუზე დაადო, მეორე ძუძუზე კი მარჯვენა ხელი მოსჭიდა (ასე უყვარდა დაძინება) და განაგრძო ტირილი იმ იმედით, რომ დედას წასვლას გადააფიქრებინებდა... რამდენიმე წუთში ბავშვის თავგანწირული ტირილი ხმადაბალმა წყვეტილმა კვნესამ ჩაანაცვლა, წუთიც და პატარა უკვე ოდნავ გასაგონად ფშვინავდა... დილით ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძა, მის გვერდით ბებია იწვა, დედა კი ალბათ უკვე ავტობუსში იჯდა...
მეტკინა..... ბოლოს იგრძნო, რომ დედას დიდი ხანი ვეღარ ნახავდა და უკანასკნელი ხერხი სცადა, საკმაოდ ძლიერად მიარტყა თავი რკინის ლოგინს, რომელზეც იწვა, და განწირული ხმით მორთო ტირილი. იფიქრა ბევრს ვიტირებ, დედას შევაშინებ თითქოს თავი ძალიან ვიტკინე და ჩემს მოსავლელად დარჩებაო. დედამ ახლახანს „თავნატკენი“ შვილი მჭიდროდ ჩაიკრა გულში, ბავშვმა თავი ძუძუზე დაადო, მეორე ძუძუზე კი მარჯვენა ხელი მოსჭიდა (ასე უყვარდა დაძინება) და განაგრძო ტირილი იმ იმედით, რომ დედას წასვლას გადააფიქრებინებდა... რამდენიმე წუთში ბავშვის თავგანწირული ტირილი ხმადაბალმა წყვეტილმა კვნესამ ჩაანაცვლა, წუთიც და პატარა უკვე ოდნავ გასაგონად ფშვინავდა... დილით ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძა, მის გვერდით ბებია იწვა, დედა კი ალბათ უკვე ავტობუსში იჯდა...
მეტკინა.....
30. ზედმეტად მეტკინა.... ზედმეტად მეტკინა....
29. ამას მეორედ ვეღარ წავიკითხავ,ძAლიან იმოქმედა არტემიდაზე
მოგითხე სანშაინნ ამას მეორედ ვეღარ წავიკითხავ,ძAლიან იმოქმედა არტემიდაზე
მოგითხე სანშაინნ
28. გმადლობთ რომ კითხულობთ ) გმადლობთ რომ კითხულობთ )
26. "_ დე, დეე იცი რა მოვიფიქრე? - მცირე ხნის დუმილის შემდეგ წამოიყვირა პატარამ - მეც თან წამიყვანე მოსკოვში, მეც შენთან ერთად წამოვალ, ხომ მითხარი ძალიან მინდა შენთან ერთად ყოფნა, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეო, ხოდა მეც თან წამიყვანე დედი, კარგი? "
ეს,რომ ამოვიკითხე გამაჟრიალა,თვალწინ დამიდგა ყველაფერი.... : ( +2 "_ დე, დეე იცი რა მოვიფიქრე? - მცირე ხნის დუმილის შემდეგ წამოიყვირა პატარამ - მეც თან წამიყვანე მოსკოვში, მეც შენთან ერთად წამოვალ, ხომ მითხარი ძალიან მინდა შენთან ერთად ყოფნა, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეო, ხოდა მეც თან წამიყვანე დედი, კარგი? "
ეს,რომ ამოვიკითხე გამაჟრიალა,თვალწინ დამიდგა ყველაფერი.... : ( +2
25. ძალიან მტკივნეულია... და სამწუხაროდ ძალიან ხშირია... ყველას ყავს ახლობელი საზღვარგარეთ... ცუდია რომ ასე ხდება... +2 და წარმატებები... არცერთ ბავშვს არ განეცადოს ეს... ძალიან მტკივნეულია... და სამწუხაროდ ძალიან ხშირია... ყველას ყავს ახლობელი საზღვარგარეთ... ცუდია რომ ასე ხდება... +2 და წარმატებები... არცერთ ბავშვს არ განეცადოს ეს...
24. დილით ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძა, მის გვერდით ბებია იწვა, დედა კი ალბათ უკვე ავტობუსში იჯდა... :(ზოგს არც ბებია ჰყავს,რას ვიზამთ,ხდება! დილით ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძა, მის გვერდით ბებია იწვა, დედა კი ალბათ უკვე ავტობუსში იჯდა... :(ზოგს არც ბებია ჰყავს,რას ვიზამთ,ხდება!
22. მჭკლწ. 2011-08-28 17:53:13 ვწუხვარ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, სწორედ ამ სისათუთის ფონზე ვერ გაპატიებთ ამ კომენტარს. ცოტა უზრდელობადაც კი მომეჩვენა იმის გამხელა რომ გაგეცინათ. თუმცა ამით არაფერი არ იცვლება. მჭკლწ. 2011-08-28 17:53:13 ვწუხვარ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, სწორედ ამ სისათუთის ფონზე ვერ გაპატიებთ ამ კომენტარს. ცოტა უზრდელობადაც კი მომეჩვენა იმის გამხელა რომ გაგეცინათ. თუმცა ამით არაფერი არ იცვლება.
21. მაპატიეთ და ამ კონტექსტში ძუძუები ისე ჯღერდა ამ "სისათუთის"ფონზე,არ მინდოდა მაგრამ მაინც გამეცინა :დ
მაპატიეთ და ამ კონტექსტში ძუძუები ისე ჯღერდა ამ "სისათუთის"ფონზე,არ მინდოდა მაგრამ მაინც გამეცინა :დ
20. რაოდენობა მთავარი არაა ამ შემთხვევაში, მთავარი ხარისხია : დ ძალიან კარგი წარმომადგენლები ყავხართ ჩხოროწყუს ორივე :) რაოდენობა მთავარი არაა ამ შემთხვევაში, მთავარი ხარისხია : დ ძალიან კარგი წარმომადგენლები ყავხართ ჩხოროწყუს ორივე :)
19. ბევრი არაა...2_ნი ვართ...მე და ბექა ახალაია...სკოლიდან მომყვება ეგ უბედური და ვერ ვიშორებ...:DDDD ბევრი არაა...2_ნი ვართ...მე და ბექა ახალაია...სკოლიდან მომყვება ეგ უბედური და ვერ ვიშორებ...:DDDD
18. ძალიან კარგი, აქ ჩხოროწყუელი ბევრია მგონი ხო? სასიხარულოა. არა სკოლასთან არა, თბილისში ვცხოვრობ 8-9 წლიდან სულ, უბრალოდ ხშირად ჩავდივარ ბაბუა-ბებიასთან და ნათესავებთან ჩხოროწყუში. გამიხარდა კიდევ ერთი ჩხოროწყუელი რომ გაგიცანი, თუნდაც ვირტუალურად : )
ძალიან კარგი, აქ ჩხოროწყუელი ბევრია მგონი ხო? სასიხარულოა. არა სკოლასთან არა, თბილისში ვცხოვრობ 8-9 წლიდან სულ, უბრალოდ ხშირად ჩავდივარ ბაბუა-ბებიასთან და ნათესავებთან ჩხოროწყუში. გამიხარდა კიდევ ერთი ჩხოროწყუელი რომ გაგიცანი, თუნდაც ვირტუალურად : )
17. მოიდანახელი არა,მაგრამჩხოროწყუელი ვარ,გარახადან? მოიდანახეში სკოლასთან ხო არ ცხოვრობ? მოიდანახელი არა,მაგრამჩხოროწყუელი ვარ,გარახადან? მოიდანახეში სკოლასთან ხო არ ცხოვრობ?
16. მტკივნეულია:) მტკივნეულია:)
15. მე-კალ-მე მადლობა, შევასწორე უკვე :) მოიდანახედან თურქეთში სამუშაოდ წასულს არავის ვიცნობ, ისე მოიდანახე დიდი სოფელია. მე-კალ-მე მადლობა, შევასწორე უკვე :) მოიდანახედან თურქეთში სამუშაოდ წასულს არავის ვიცნობ, ისე მოიდანახე დიდი სოფელია.
14. მოიდანახეში ნამყოფი ვარ ერთხელ, ბიძაშვილის ქორწილში. ლამაზი სოფელია...
ბავშვმა თავი მკერდზე დაადო, მეორე მკერდზე კი მარჯვენა ხელი მოსჭიდა - ადამიანს ორი მკერდი არ აქვს, ერთი მკერდი აქვს. მე ასე მგონია :)
ნაწერს რაც შეეხება, მძიმე რეალობაა შეულამაზებლად. ისე ერთი ქალი ვიცი მოიდანახედან თურქეთში სამუშაოდ წასული, თუმცა არ ვიცი სოხუმელია ის თუ არა...
წარმატებები. რამდენიმე პლიუსს დავტოვებ აქ :) მოიდანახეში ნამყოფი ვარ ერთხელ, ბიძაშვილის ქორწილში. ლამაზი სოფელია...
ბავშვმა თავი მკერდზე დაადო, მეორე მკერდზე კი მარჯვენა ხელი მოსჭიდა - ადამიანს ორი მკერდი არ აქვს, ერთი მკერდი აქვს. მე ასე მგონია :)
ნაწერს რაც შეეხება, მძიმე რეალობაა შეულამაზებლად. ისე ერთი ქალი ვიცი მოიდანახედან თურქეთში სამუშაოდ წასული, თუმცა არ ვიცი სოხუმელია ის თუ არა...
წარმატებები. რამდენიმე პლიუსს დავტოვებ აქ :)
13. ირაკლი, დედა მყავს ჩხოროწყუელი, სოხუმელი ვარ, ომის შემდეგ 5 წელი ჩხოროწყუში, მოიდანახეში ვცხოვრობდი, მას შემდეგ ყველა ზაფხულს, აღდგომას, შობას ჩხოროწყუში ჩავდივარ ჩემებთან. შენც მოიდანახელი ხარ? : ) ირაკლი, დედა მყავს ჩხოროწყუელი, სოხუმელი ვარ, ომის შემდეგ 5 წელი ჩხოროწყუში, მოიდანახეში ვცხოვრობდი, მას შემდეგ ყველა ზაფხულს, აღდგომას, შობას ჩხოროწყუში ჩავდივარ ჩემებთან. შენც მოიდანახელი ხარ? : )
12. ჩხოროწყუელი ხარ? მოიდანახელი თაან? ვაახ..:) ჩხოროწყუელი ხარ? მოიდანახელი თაან? ვაახ..:)
11. გაიხარე წარმატებები...... გაიხარე წარმატებები......
10. ჭა. 2011-08-27 10:26:18 მართლაც რომ... ბავშვებს მეორე დღესვე გაუვლით ეს ტკივილი, (მითუმეტეს მცირე ასაკის ბავშვებს) დედებს კი... ჭა. 2011-08-27 10:26:18 მართლაც რომ... ბავშვებს მეორე დღესვე გაუვლით ეს ტკივილი, (მითუმეტეს მცირე ასაკის ბავშვებს) დედებს კი...
9. ყველას მადლობა რომ წაიკითხეთ და გაიზიარეთ.
მ-ე-რ-ცი. 2011-08-27 04:31:33 მთლად კარგად ვერ გავიგე კომენტარის ბოლო ნაწილის აზრი, სავარაუდოდ ეჭვი შეიტანეთ გმირის სოხუმელობაში ხომ? თუ ასეა, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ნაწერში აბსოლუტურად ყველა ეპიზოდი, ყველა სიტყვა არის რეალური ამბავი, ის დახველებაც, ლოგინზე თავის მირტყმაც, ძილის საყვარელი პოზაც (და ასე შემდეგ) ავტორს ისე ზუსტად ახსოვს, შეიძლება ასე ზუსტად წუხანდელი საღამოც არ ახსოვდეს. ერთი პირობა გავიფიქრე სოხუმი არ მეხსენებინა, მაგრამ მაშინ რეალური დიალოგის ერთი ნაწილი უნდა მომეხსნა. იმედია სოხუმლები არსად მოვერიდებით სოხუმის ხსენებას ბანალურობის არგუმენტით. მ-ე-რ-ცი, მადლობა რომ წაიკითხეთ. ყველას მადლობა რომ წაიკითხეთ და გაიზიარეთ.
მ-ე-რ-ცი. 2011-08-27 04:31:33 მთლად კარგად ვერ გავიგე კომენტარის ბოლო ნაწილის აზრი, სავარაუდოდ ეჭვი შეიტანეთ გმირის სოხუმელობაში ხომ? თუ ასეა, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ნაწერში აბსოლუტურად ყველა ეპიზოდი, ყველა სიტყვა არის რეალური ამბავი, ის დახველებაც, ლოგინზე თავის მირტყმაც, ძილის საყვარელი პოზაც (და ასე შემდეგ) ავტორს ისე ზუსტად ახსოვს, შეიძლება ასე ზუსტად წუხანდელი საღამოც არ ახსოვდეს. ერთი პირობა გავიფიქრე სოხუმი არ მეხსენებინა, მაგრამ მაშინ რეალური დიალოგის ერთი ნაწილი უნდა მომეხსნა. იმედია სოხუმლები არსად მოვერიდებით სოხუმის ხსენებას ბანალურობის არგუმენტით. მ-ე-რ-ცი, მადლობა რომ წაიკითხეთ.
8. საინტერესოდ ჩამეკითხა
ავტორი: სანშაინნ ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 1
27 აგვისტო, 2011
საინტერესოდ ჩამეკითხა
ავტორი: სანშაინნ ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 1
27 აგვისტო, 2011
6. ამ დროს ყოველთვის დედები მტკივა ხოლმე...:( რამდენს უძლებენ, გული რომ არ უსკდებათ?... ამ დროს ყოველთვის დედები მტკივა ხოლმე...:( რამდენს უძლებენ, გული რომ არ უსკდებათ?...
5. დრამატულობა ხომ უნდა შემატონ ამ ყველაფერს, ისტორია რომელიც გულს გტკენს ამავე დროს იმდენად ბანალურია რომ ითხოვს ეშმაკობას და ზედმეტ დრამატიზირებას, უბრალოდ ამის გაკეთებაც შეიძლება ლიტერატურულად მაღალ დონეზე. ჩემი აზრია ეს :) დრამატულობა ხომ უნდა შემატონ ამ ყველაფერს, ისტორია რომელიც გულს გტკენს ამავე დროს იმდენად ბანალურია რომ ითხოვს ეშმაკობას და ზედმეტ დრამატიზირებას, უბრალოდ ამის გაკეთებაც შეიძლება ლიტერატურულად მაღალ დონეზე. ჩემი აზრია ეს :)
4. ტკივილი მესმის.. მხოლოდ ერთ კითხვაზე ამიხსნას ავტორმა( კომენტატორმაც-ვıისაც' თვალში' მოხვდება ჩემი ეს პოსტი): თიქმის ყველა(ამ ჟანრის) ნაწარმოების მთავარი გმირი ს ო ხ უ მ -ელია! ნუთუ მართლა? ტკივილი მესმის.. მხოლოდ ერთ კითხვაზე ამიხსნას ავტორმა( კომენტატორმაც-ვıისაც` თვალში` მოხვდება ჩემი ეს პოსტი): თიქმის ყველა(ამ ჟანრის) ნაწარმოების მთავარი გმირი ს ო ხ უ მ -ელია! ნუთუ მართლა?
3. გასაგებია :) გაიხარეთ... ისტორია მემძიმა. მეცნო... გასაგებია :) გაიხარეთ... ისტორია მემძიმა. მეცნო...
2. საითაც მდინარე მიედინება... არანაირი ფიქრი შესრულებაზე, უბრალოდ მაქსიმალურად, მაქსიმალურად ზუსტად გადმოტანილი, გეთანხმები რომ ზედმეტად რეალური ამბავია, ალბათ შეიძლებოდა რაღაცების დამატება და დახვეწა ნაწერის, ან საერთოდ არ გამოქვეყნება, თუმცა უბრალოდ აბსოლუტური!!! სიზუსტით გადმოვიტანე რეალობიდან. საითაც მდინარე მიედინება... არანაირი ფიქრი შესრულებაზე, უბრალოდ მაქსიმალურად, მაქსიმალურად ზუსტად გადმოტანილი, გეთანხმები რომ ზედმეტად რეალური ამბავია, ალბათ შეიძლებოდა რაღაცების დამატება და დახვეწა ნაწერის, ან საერთოდ არ გამოქვეყნება, თუმცა უბრალოდ აბსოლუტური!!! სიზუსტით გადმოვიტანე რეალობიდან.
1. სამწუხარო და ზედმეტად რეალური ამბავი, ბევრისთვის ნაცნობი განცდა... თემა - დაბერებული, გადაღეჭილი, შესრულება - დაბალი დონის, ნაწარმოებს +1 (: სამწუხარო და ზედმეტად რეალური ამბავი, ბევრისთვის ნაცნობი განცდა... თემა - დაბერებული, გადაღეჭილი, შესრულება - დაბალი დონის, ნაწარმოებს +1 (:
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|