ავტორი: გიორგი არაბიძე ჟანრი: პოეზია 27 სექტემბერი, 2011
პირისპირ საკუთარ თავთან, ანუ ქრისტეს წინაშე
მიდი, გიორგი, ჩახერგე ყველა გასასვლელი შენი თავიდან, მათ არსებობას არავისთვის ჰქონია აზრი და ვერც ექნება. ყველა ისე ჩუმად წავიდა, მხოლოდ ქუსლების ხმაურიღა შემორჩა ტაძრის მტვრიან იატაკს და შენ ამ მტვერში დამძიმებულ სხეულს მიათრევ, სმენას გიკაწრავს იატაკის ჭრიალი - სუნთქვა. გისაუბრია ჯვარზე გაკრულ ადამიანთან მხოლოდ საკუთარ ტკივილებზე, მხოლოდ საკუთარ მწირ ოცნებებზე. ახლა თქვენს შორის დაშორება მხოლოდ ცრემლია. (სინანულისთვის უფრო მეტი ტკივილი გინდა) წვიმები წვიმებს უშედეგოდ ენაცვლებიან, თუ ტაძრის კედლებს არ ასველებს სული შიგნიდან. სხვების არ ვიცი, შენ ვერ გიშველის ქარაფებთან ხრიალი ლექსის, სადაც მანძილი გაფრენამდე უდრის არაფერს. მას მხოლოდ ჩუმი საუბარი უნდა და ესმის, საკუთარ თავთან საუბარი სულის სარდაფში. ხელს ნუ ჩაიქნევ, პირველ ცდაზე თუ სინანული ვერ ავა ცამდე. ჯერ ურცხვი მზერა ამოივსე აყალო მიწით. მისი ტკივილის სულ მცირედი გტკიოდეს, ცადე, შენი წუხილი მილიონჯერ გითქვამს და ვიცით. გესლი და ბოღმა საკუთარ თვალში დირესავით შენიშნე, ჯერაც ვერ ხვდები რატომ ჩნდება კაცში ბოღმა და გესლი... კაცი, რომელსაც ნაწვიმარი ქუჩების ჯერა და თოვლიანი ხეივნების უსიტყვოდ ესმის, არ შეიძლება იყოს ხალხებში გაბნეული ლექსის ამარა, იქ, სადაც ცრემლი ბანალური სიტყვაა მხოლოდ. ბეღურა სულზე მოიხვიე თეთრი ქამარი და ყველა დილას მზეებივით ამოაყოლე თეთრი სიმშვიდე. დღეს თუ არა, ხვალ ხომ გახდება გზა შესამჩნევი, წყალზე თუ ვერა, იატაკზე დადექი სწორად. ლექსი დარჩება, რა თქმა უნდა. შენ გადარჩები... სათქმელად ისე ადვილია და ისე მდორე... მიდი, გიორგი, ჩახერგე ყველა გასასვლელი შენი თავიდან და დარჩი თეთრად შემოსილი, ქრისტეს წინაშე.
აუ რა მაგარიააა,აღფრთოვანებული დავრჩი მართლაც რა მაგარია, გაიხარე ჩემო კარგო. სულ წინსვლას და წარმატებებს გისურვებ. ძალიან მომეწონა და მომიცვა ამ ლექსმა, დიდი ზეგავლენის ქვეშ ვარ. სიტყვაბი არ მყოფნის შესაფასებლად. ეს მართლაც სასწაულია,რაც მთავარია გული და სული ჩადეთ აქ<3

არასდროს მქონია ეს შეგრძნება.. ) თითქოს მე ვამბობდი ) კიარადა ჩემი სათქმელი იყო ... და აუცილებლად ვიტყოდი თუნდაც არა სიცოცხლეში ამას თქვენ რომ არ გეთქვათ : )... უჰორიზონტოდ შემიყვარდა)

კაცი, რომელსაც ნაწვიმარი ქუჩების ჯერა და თოვლიანი ხეივნების უსიტყვოდ ესმის, არ შეიძლება იყოს ხალხებში გაბნეული ლექსის ამარა, იქ, სადაც ცრემლი ბანალური სიტყვაა მხოლოდ. 5555555555

''შენ ვერ გიშველის ქარაფებთან ხრიალი ლექსის, სადაც მანძილი გაფრენამდე უდრის არაფერს. მას მხოლოდ ჩუმი საუბარი უნდა და ესმის, საკუთარ თავთან საუბარი სულის სარდაფში. ხელს ნუ ჩაიქნევ''...
კარგი ლექსია, გიორგი, გულწრფელი და ბუნებრივი.
და მე კიდევ ერთი იმერელის აქაურ ნიკზე მითხრა ვიღაცამ:)
''ლექსი დარჩება, რა თქმა უნდა. შენ გადარჩები'' - ამ ფრაზას კიდევ ერთი ღიმილი.
``შენ ვერ გიშველის ქარაფებთან ხრიალი ლექსის, სადაც მანძილი გაფრენამდე უდრის არაფერს. მას მხოლოდ ჩუმი საუბარი უნდა და ესმის, საკუთარ თავთან საუბარი სულის სარდაფში. ხელს ნუ ჩაიქნევ``...
კარგი ლექსია, გიორგი, გულწრფელი და ბუნებრივი.
და მე კიდევ ერთი იმერელის აქაურ ნიკზე მითხრა ვიღაცამ:)
``ლექსი დარჩება, რა თქმა უნდა. შენ გადარჩები`` - ამ ფრაზას კიდევ ერთი ღიმილი.
შენ, ერთმა კარგმა პოეტმა , კარგი სიტყვები გითხრა, მითხარი ერთხელ თუ გახსოვს და ვიცი მაგ აზრზე ხარ დღემდე... ხოდა, მიდი, გიორგი... :) მიყვარს მე ეს ლექსი... და შენ მეგობარო :)
+ 555

თუ ტაძრის კედლებს არ ასველებს სული შიგნიდან. სხვების არ ვიცი, შენ ვერ გიშველის ქარაფებთან ხრიალი ლექსის, სადაც მანძილი გაფრენამდე უდრის არაფერს... განსაკუთრებით ეს,კარგი ლექსია!!!

თუ ტაძრის კედლებს არ ასველებს სული შიგნიდან. სხვების არ ვიცი, შენ ვერ გიშველის ქარაფებთან ხრიალი ლექსის, სადაც მანძილი გაფრენამდე უდრის არაფერს.
. ბეღურა სულზე მოიხვიე თეთრი ქამარი და ყველა დილას მზეებივით ამოაყოლე თეთრი სიმშვიდე. გენაცვალეეეე...უმაგრესი ლექსია...5555555555 უძლიერესი ავტორი...საპირველადგილო ლექსია...ნიკას ლექსივით...:-*

კაცი, რომელსაც ნაწვიმარი ქუჩების ჯერა და თოვლიანი ხეივნების უსიტყვოდ ესმის, არ შეიძლება იყოს ხალხებში გაბნეული ლექსის ამარა, იქ, სადაც ცრემლი ბანალური სიტყვაა მხოლოდ.
აააააააააააუ :|
მოვკვდი.
კაცი, რომელსაც ნაწვიმარი ქუჩების ჯერა და თოვლიანი ხეივნების უსიტყვოდ ესმის, არ შეიძლება იყოს ხალხებში გაბნეული ლექსის ამარა, იქ, სადაც ცრემლი ბანალური სიტყვაა მხოლოდ.
არ შეიძლება იყოს ხალხებში გაბნეული ლექსის ამარა, იქ, სადაც ცრემლი ბანალური სიტყვაა მხოლოდ. ბეღურა სულზე მოიხვიე თეთრი ქამარი და ყველა დილას მზეებივით ამოაყოლე თეთრი სიმშვიდე.
მიდი, გიორგი!!!!